HRhub.ge აგრძელებს ბლიც ინტერვიუების ჩაწერას სხვადასხვა HR პროფესიონალთან. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს თინა მუხურაძესთან, რომელიც ალტა–ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი და HR hub Next-ის მენტორია.
რომ არა HR ვიქნებოდი …
ინჟინერ-მექანიკოსი
რეზიუმეების გადარჩევისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ..
გააჩნია პოზიციას. თუ რამე განსაკუთრებული მოთხოვნები არაა გაწერილი, მაშინ უფრო მეტად შინაგან ხმას.
არასდროს მივიღებ სამსახურში ადამიანს …
რომელიც არ არის მზად ისწავლოს და განვითარდეს.
ის, ვინც უშედეგოდ ცდილობს დასაქმებას ვურჩევდი
არ ეძიონ სამსახური მხოლოდ ერთ სფეროში.
ადამიანისთვის ყველაზე დიდი მოტივატორია
ვფიქრობ რომ ინდივიდუალურია. პირველ რიგში ალბათ აღიარება, შემდეგ განვითარების შესაძლებლობა.
შეცდომა, რომელზეც ვისწავლე
ალბათ დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან მეგობრული ურთიერთობის დაშვება. ვფიქრობ სამუშაო ადგილზე საზღვრების არსებობა აუცილებელია.
საქართველოს შრომის ბაზარზე ყველაზე დიდ პრობლემად მიმაჩნია
პროფესიონალების ნაკლებობა.
განათლების სისტემაში შევცვლიდი …
სისტემა ისე უნდა შეიცვალოს, რომ მოსწავლეები არ მოექცნენ სახელმძღვანელოებით განსაზღვრულ ჩარჩოებში, მიეცეთ საშუალება თავისუფლად გამოხატონ თავის შეხედულება და განსხვავებული აზრის გამო არ ხდებოდეს მათი ჩაგვრა.
ადამიანი, რომელსაც სიამოვნებით გავიცნობდი და ჩაიზე დავპატიჟებდი …
როჯერ ფედერერს.