შემოგვიერთდით

ICF საქართველო თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ქოუჩინგის უფასო ონლაინ სესიებს სთავაზობს

ემოციური კარგადმყოფობის შენარჩუნება კრიზისულ პერიოდში განსაკუთებით მნიშვნელოვანი ხდება. ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს წარმომადგენლობამ გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს საზოგადოებას შექმნილ მდგომარეობაში. ,,ჩვენ ვზრუნავთ – We Care” კამპანიის ფარგლებში წარმომადგენლობის წევრები თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ქოუჩინგის უფასო ონლაინ სესიებს სთავაზობენ. კამპანია ეხმიანება ICF -ის მისიას განვითარდნენ და განავითარონ საზოგადოება ნდობით, ზრუნვითა და მრავალფეროვნების დაფასებით. 

,,კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი ყველასთვის განსაკუთრებულ გამოწვევებს მოიცავს. ასეთ დროს ქოუჩინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი მეშვეობით თქვენ შეძლებთ იპოვოთ გზები, თუ:

1. როგორ გაუმკლავდეთ არსებულ სიტუაციას;

2. როგორ მართოთ სტრესი და დაიცვათ ემოციური ჰიგიენა;

3. როგორ იპოვოთ შესაძლებლობები კრიზისის დროს;

4. როგორ დააგენერიროთ ახალი იდეები;

5. როგორ გამოიჩინოთ მეტი მოქნილობა და გადაეწყოთ როგორც თქვენ, ასევე თქვენი ბიზნესი” – თქვა  ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის ბორდის წევრმა ნინო ბერუაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

სესიების რაოდენობა შეზღუდულია ქოუჩების რაოდენობიდან გამომდინარე.
თუ გსურთ ისარგებლოთ ქოუჩინგის უფასო სესიით, მიწერეთ ICF-ს ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/ICFweek/.

  •  
  •  
  •  
  •  
Copy link
Powered by Social Snap