პანდემიის მიუხედავად არ გავჩერდით და უკვე მეექვსე ნაკადია HR hub Next ონლაინ გრძელდება, რადგან გვჯერა, რომ მომავალში ადამიანურ კაპიტალზე ზრუნვა უფრო და უფრო პრიორიტეტული გახდება და ასეთ ორგანიზაციებს კი ნამდვილი, სწორი ფასეულობების მქონე HR მენეჯერები ქმნიან.
სწორედ ამიტომ ამ სფეროს მომავალ პროფესიონალებს შევუქმენით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ეფექტური პლატფორმა.
ერთია რას ფიქრობენ პროექტზე მისი დამფუძნებლები, მეორე მენტორები და მესამე ყველაზე მთავარი – მონაწილეები. ჩვენ სამ მათგანს თამუნას, ანას და თინას ვესაუბრეთ.
HR hub Next დამწყები HR სპეციალისტების, მენეჯერების ჰაბია. ის, რომ უკვე მეათე ნაკადის მიღება გამოცხადდა ნექსთის წარმატებაზე მეტყველებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ პროექტზე მისი მონაწილეები. ამიტომ გადავწყვიტეთ აზრი მეცხრე ნაკადის წევრებისთვის გვეკითხა.
HR hub: რა მოგცათ პროექტმა HR hub Next?
თამუნა მაისურაძე: HR HUB Next-მა მომცა ახალი და მნიშვნელოვანი ცოდნა ამ მიმართულებით, გამაცნო ძალიან საინტერესო ადამიანები. შემძინა მეტი თავდაჯერებულობა და მომცა დიდი მოტივაცია.
ანა მურადოვა: ძალიან საინტერესო კონტაქტები. ამ კურსის შემდეგ ზუსტად ვიცი რა მიმართულებით უნდა გავაგრძელო სწავლა და რა უნარ-ჩვევების გაუმჯობესება მჭირდება ამ ეტაპზე.
თინათინ ბუკია: მიუხედავად იმისა, რომ HR სფეროში ვმუშაობ, კერძოდ ხელფასებისა და პერსონალის სპეციალისტის პოზიციაზე, პროექტმა სხვადასხვა კარგი კომპანიის HR-ში არსებული სხვადასხვა მიმართულებები გამაცნო.
HR hub: რამდენად მოსახერხებელი იყოს თქვენთვის შეხვედრების ონლაინ ფორმატით მოსმენა?
თამუნა მაისურაძე: ჩემთვის განსაკუთრებით მოსახერხებელი იყო, რადგან 7 თვის ანასტასიასთან ერთად ვუსმენდი თითქმის ყველა შეხვედრას, მაგრამ სულმოუთქმელად ველოდები ლაივ შეხვედრას.
ანა მურადოვა: ქვეყანაში ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე, საკმაოდ მოსახერხებელი იყო. ასევე უპრობლემოდ შევათავსე ამის წყალობით კურსი ჩემს სამსახურთან, თუმცა რომ მქონოდა შესაძლებლობა შეხვედრებს ოფლაინ დავსწრებოდი, ალბათ ძალიან სასიამოვნო იქნებოდა.
თინათინ ბუკია: ონლაინ ფორმატით მოსახერხებელი იყო შეხვედრების მოსმენა, ვინაიდან სახლიდან გაუსვლელად საკმაოდ კარგ ინფორმაციას ვიღებდი.
HR hub: რით არის ეს პროექტი გამორჩეული?
თამუნა მაისურაძე: პროექტი გამორჩეულია თავისი ფორმატით და მრავალფეროვნებით და მე ეს პროექტი ძალიან მიყვარს. მადლიერი ვარ თქვენი.
ანა მურადოვა: ამ პროექტმა მომცა საშუალება გამეცნო არაჩვეულებრივი მენტორები არასტანდარტულ უშუალო გარემოში და პირდაპირი მნიშვნელობით მომეცა შესაძლებლობა ჩემი თვალით მენახა როგორია HR-ის სამუშაო დღე.
თინათინ ბუკია: ეს პროექტი გამორჩეულია იმით, რომ ჰყავთ შერჩეული კვალიფიციური მენტორები, რომლებიც გულწრფელად გიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. ასევე მსმენელსაც თავისუფლად შეუძლია აზრის გამოხატვა და დებატებში მონაწილეობის მიღება.
HR hub: რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც ახლა ჩაერთვება პროექტში?
თამუნა მაისურაძე: ვურჩევდი რომ ყველა შეხვედრის შემდგომ მიღებული ინფორმაცია გაანალიზონ და იმუშაონ პარალელურად საკუთარ თავზე. დასვან შეკითხვები და ისიამოვნონ მომდევნო 1 თვით. იფ, იფ, რა მშურს მათი.
ანა მურადოვა: ვურჩევდი მეტ აქტიურობას.
თინათინ ბუკია: მომავალ მონაწილეებს ვურჩევ არ დაფიქრდნენ და თუ აქვთ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა. მაქსიმალურად დააგროვონ კითხვები და გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ლექციებზე არ დაიგვიანონ თითოეული წუთიც მნიშვნელოვანია.
ამჟამად მიმდინარეობს მეათე ნაკადის მიღება.