შემოგვიერთდით

HR სფეროში სამაგიდო წიგნი, „WHO“ – საჩუქარი ორგანიზაციების დამფუძნებლებს, დირექტორებსა და HR მენეჯერებს

თქვენთვის საჩუქარი გვაქვს!HR hub–ისა და RETCO Rustavi Electro Technical Company-ის თანამშრომლობით ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა „New York Times“ – ის ბესთსელერი, ჩვენს სფეროში სამაგიდო წიგნი, „WHO“ https://geoffsmart.com/books/who-the-a-method-for-hiring

ეს უკვე მეორე წიგნია, რომელიც ჩვენი თანამშროლობით ითარგმნა და გამოიცა.

მომავალშიც გავაგრძელებთ საინტერესო და სასარგებლო HR ლიტერიტურის თარგმნას და ქართულ ენეზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

საჩუქრის მისაღებად გთხოვთ შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: 

HR hub HR მენეჯერების უმსხვილესი გაერთიანებაა საქართველოში.

ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

აქ ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.