შემოგვიერთდით

HR სფეროში სამაგიდო წიგნი, „WHO“ – საჩუქრი ორაგნიზაციების დამფუძნებლებს, დირექტორებსა და HR მენეჯერებს

მოგესალმებით,

თქვენთვის საჩუქარი გვაქვს!

HR hub – სა და RETCO Rustavi Electro Technical Company თანამშრომლობით ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა „New York Times“ – ის ბესთსელერი, ჩვენს სფეროში სამაგიდო წიგნი, „WHO“ https://geoffsmart.com/books/who-the-a-method-for-hiring 

ეს უკვე მეორე წიგნია, რომელიც ჩვენი თანამშროლობით ითარგმნა და გამოიცა.

მომავალშიც გავაგრძელებთ საინტერესო და სასარგებლო HR ლიტერიატურის თარგმნას და ქართულ ენეზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

საჩუქრის მისაღებად გთხოვთ შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3pDx80T

HR hub HR მენეჯერების უმსხვილესი გაერთიანება საქართველოში.

ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

აქ ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

მადლობა ურთიერთობისთვის!

სიყვარულით,
HR hub-ის გუნდი