შემოგვიერთდით

HR ბიზნეს სამიტი 2022-ის ვორქშოფები და მასტერკლასები ცნობილია

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების  წარმდგენია  eteam

წლევანდელი სამიტი დახუნძლულია აქტივობებით, რომელთა შესახებაც ამ სტატიაში მოგიყვებით.
ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია: გვეყოლება 10 სპიკერი, გვექნება ვორქშოპები, მასტერკლასები, HR კაფე – ნეთვორქინგ აქტვობები და სუხიშვილების საკონცერტო პროგრამა. სუხიშვილებისა და სტუმრების ტრანსპორტირებაზე იზრუნებს ომნიბუსი
ყველა, ვინც სამიტზე დასასწრებ ბილეთს შეიძენს, ღონისძიების ჩატარებამდე 1 კვირით ადრე მიიღებს სარეგისტრაციო ბმულს,  მისთვის სასურველი მასტერკლასებისა თუ სხვა აქტივობების შესარჩევად და წინასწარ დასარეგისტრირებლად.

მასტერკლასები:

  • Leo Institute;
  • ფორტონ საქართველო;
  • ლიდერების ტიპოლოგია ქართულ რეალობაში –  ეკა ბაბუნაშვილი – საერთაშორისო ქოუჩი PCC და ბიზნეს ტრენერი. ქოუჩინგ ლაბის მმართველი პარტნიორი. ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის ICF საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

სამუშაო შეხვედრები/ვორქშოპები:

  • Shaping a high performance culture – Julia Bunjevac  – Head of Consulting and Product at  Melbourne Business School

Julia has over 17 years of experience in helping organisations perform through their people. Currently, Julia is Head of Consulting and Product at one of the world’s top business schools – Melbourne Business School, where her role is to lead three operational functions to deliver on the School’s short course and custom client consulting portfolios. Previously, Julia worked Australia’s largest public sector consultancy, Nous Group, as a Director, where she led projects to improve performance in private and public sector organisations.

As organisations move towards thriving beyond Covid, many have used the past 6 months to set up a new strategy. Now, organisations are turning their attention to driving high performance, particularly in a hybrid working environment. This workshop will take a deep dive into high performance culture, we will look at some practical tools and frameworks to assess team function and shape a high performance culture.

  •  Shift from people analytics to data literacy – Fazila AsgarovaCurrently Country Director of NES Fircroft in Azerbaijan and Georgia (Global Top 10 Company specialized in outstaffing/manpower)

Author and facilitator of 100+ HR business trainings;

Certified Facilitator on Leadership (from Franklyn Covey Institute);

Certified expert of Thomas Internation on professional/psychological assesment;

This workshop helps participants to actively pursue their professional development and ensures that knowledge and skills stay relevant and up-to-date. It also allows HR professionals to be more aware of changing trends and directions in their industry.

 ,,HR Challenge Game

გაინტერესებთ, რა ახალი ტრენდები და გამოწვევებია ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში? გინდათ გაიგოთ, როგორ შეიძლება ამ გამოწვევის დაძლევა ქოუჩინგური მიდგომებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით? ამ შემთხვევაში ეს ვორქშოფი თქვენთვისაა განკუთვნილი.

ვორქშოპის განმავლობაში ქოუჩი და HR პროფესიონალი, პალიტრას პრაქტიკული აკადემიის მენტორი ნინო ბერუაშვილი ინტერაქტიული თამაშის მეშვეობით გამოგზაურებთ HR-ულ გამოწვევებში და გაგაცნობთ, როგორ არის ქოუჩინგური მიდგომის მეშვეობით ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელი. თამაშის ბოლოს კი თითოეული თქვენგანი განსაზღვრავთ ერთ კონკრეტულ ნაბიჯს, რომლის გადადგმაც თქვენს კომპანიას დაეხმარება მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევის დაძლევაში.

,,Win – Win Strategy in HR

თუ თქვენი ყოველდღიურობა მოიცავს გადაწყვეტილებების მიღებას? ჩართული მხარეების დარწმუნებას და მოლაპარაკებების წარმოებას? მაშინ გელით ჩვენს ვორქშოფზე.

ვორქშოპის განმავლობაში HR პროფესიონალი და პალიტრას პრაქტიკული აკადემიის მენტორი ნათია ობგაიძე როლური თამაშებისა და სიმულაციური დავალებების დახმარებით დაგეხმარებათ ორმხრივ მოგებაზე დაფუძნებული სტრატეგიის მოძიებაში და გამოცდაში. ვორქშოფის შედეგად მიღებული გამოცდილება დაგეხმარებათ კომპანიაში მოლაპარაკების პროცესების ეფექტურად წარმართვაში.

თეგეტა აკადემიის გაგონებისას ერთ-ერთი პირველი ასოციაცია, რაც თავში მოგვდის, არის ავტომობილის მართვა, თუმცა მართვა ხომ უფრო ფართო ცნებაა? ჩვენ ყოველდღიურად ვმართავთ საკუთარ თავს- ემოციებს, სტრესს, შედეგებსა და კარიერულ გზას.

თეგეტა აკადემიის ვორქშოპზე მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ მარტივი პრაქტიკული რჩევები (1) ავტომობილის უსაფრთხო მართვასთან და (2) საკუთარი თავის მართვასთან დაკავშირებით.

ვორქშოპზე იქნება როგორც ავტომობილის თემატიკასთან დაკავშირებული საინტერესო და სახალისო ტექნიკური აქტივობები, ასევე soft skill და teambuilding თამაშები. მონაწილეებს ელოდებათ სიურპრიზები და საჩუქრები. თეგეტა აკადემიის სივრცეში, HR ბიზნეს სამიტის სტუმრები შეძლებენ განტვირთვასა და კომფორტულ გარემოში დროის სასიამოვნოდ გატარებას.

  • Self.ge -ის დასვენების სივრცე

მთელი სამიტის განმავლობაში Self.ge-ის გუნდი სელფის ფერად დასვენების სივრცეში გიმასპინძლებთ.

თემა: ციფრული ტრანსფორმაცია როგორც განვითარების, მომხმარებლის კმაყოფილების, დროის დაზოგვის და ახალი თავგადასავლის შესაძლებლობა. ირმა ოქროპირიძე- მენეჯმენტ კონსულტანტი, HR ექპერტი, ტრანსფორმაციული ქოუჩი.

თემა: როგორ ვიპოვოთ დრო განვითარებისთვის რუტინის და აჩქარებული ცხოვრების ტემპის ფონზე.

რუსო კვაჭანტირაძე- PCC ქოუჩი, მენტორი ტრენერი.

ჩვენი სივრცის ყველა სტუმარს შესაძლებლობა ექნება შეარჩიოს „შეირგე ზაფხულის“ მისთვის სასურველი პოსტერი საჩუქრად.

1. ნამდვილი იტალიური პასტის მასტერკლასს, ხანგრძლივობა 2,5 საათი. მასტერკლასზე შეისწავლით ნამდვილი იტალიური პასტის გაკეთების ტექნოლოგიას. იქნებით ჩართულები პასტის გაკეთების მთლიან პროცესში რაც მოიცავს: ცომის გაბრტყელებას, დაჭრას, პასტის სოუსის მომზადებასა და შეზავებას;პასტის მასტერკლასი ჩატარდება ინგლისურად.

2. დესერტის მასტერკლასს. ხანგრძლივობა 2 საათი

HR კაფე – Grant Thornton Georgia გეპატიჟებათ ყველაზე ინოვაციურ კაფეში. თუ ახალი ადამიანების გაცნობა გსურთ მხიარულ და მოულოდნელობებით სავსე გარემოში, მაშინ აქ აუცილებლად უნდა შემოიაროთ. ეს არის ადგილი, სადაც დაუვიწყარი თავგადასავალი და ბევრი სიგიჟე გელით. კაფეს თავის წესები აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ. გაინტერესებთ? სანამ არ მოხვალთ, ვერ გაიგებთ. მოკლედ თუ გსურთ თვალდახუჭული გადაეშვათ სიგიჟეების მორევში, უნდა შემოგვიაროთ.

  • ეფექტური ლიდერის განვითარების პრინციპები – გვანცა ბარაბაძე – პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი (MA LDI საქართველოს გენერალური დირექტორი, ICF საქართველოს პრეზიდენტი

Leadership Pipeline სისტემა ქმნის საბაზისო პრინციპებს, რომელიც მოიცავს ლიდერების განვითარების რუკას და ეფექტურ მოქნილ სისტემას ორგანიზაციაში მართვის განვითარებისთვის. შეხვედრაზე ვისაუბრებთ LP სისტემაზე და მის შესაძლებლობებზე ორგანიზაციაში.

  • ინდივიდუალური ქოუჩინგ სესიები –  გაესაუბრე ქოუჩს

ქოუჩინგის საათი, რა დროსაც ღონისძიების მონაწილეებს შეუძლიათ ინდივიდუალურ სესიაზე მივიდნენ ქოუჩთან.

ღონისძიების დასასრულს მოეწყობა გათამაშება, სადაც ყველა მიიღებს მონაწილეობას. სამიტს  დახურავს  სუხიშვილების კონცერტი.

HR ბიზნეს სამიტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: ბილეთები 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Signify Grant Thornton Georgia Sfero.ge King David KD4US  პალიტრა მედია ჰოლდინგი  BIA • ბია  Hotsale.ge.

მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი   InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა რადიო იმედი