შემოგვიერთდით

„ისწავლე და დასაქმდი“ – თბილისის მერია ახალგაზრდების გადამზადების პროგრამას იწყებს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, მასშტაბურ პროფესიული გადამზადების პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“ იწყებს.

პროგრამის მიზანია, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და დასაქმების ხელშეწყობა.

პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსების განხორციელებას ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სექტორში.

სასწავლო კურსებს სრულად აფინანსებს ქ. თბილისის მერია და ხანგრძლივობა შეადგენს სამ თვეს.

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • ქ. თბილისში რეგისტრაცია;
  • საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მინიმალური ასაკი 18 წელი;
  • გასაუბრება დარგის სპეციალისტთან;

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.

კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
  • საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი;
  • უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა ორი თვეა. სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მეცადინეობებს.

დეტალებისთვის ეწვიეთ: თბილისი მერიის ვებ-გვერდს

პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს როგორც კოლეჯებში, ასევე ელექტრონულად.

რეგისტრაციის ვადები: 24 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *