შემოგვიერთდით

ალექსანდრე ქიტიაშვილი მზარეულის დამხმარედან საკონდიტროს უფროს დიზაინერ კონდიტერობამდე

ალექსანდრე ქიტიაშვილმა ,,გუდვილში” მუშაობა  14 წლის წინ დაიწყო და ახლა საკონდიტროს უფროსი დიზაინერ კონდიტერია.

HR hub: ალექსანდრე რა პოზიციაზე დაიწყეთ გუდვილში მუშაობა?

მახსოვს პირველად გუდვილში მზარეულის დამხმარედ დავიწყე მუშაობა. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მომწონდა ეს სფერო და გამიხარდა დიდ კომპანიაში მუშაობის დაწყება.

HR hub: როგორ აღმოჩნდით საკონდიტრო მიმართულებაში?

წარმოების ხელმძღვანელმა მირჩია და ალბათ იმ დროს დაინახა ჩემში პოტენციალი, რამაც გამახარა და დამანახა განვითარების ახალი გზა. სიამოვნებით დავთანხმდი პოზიციის ცვლილებას, რადგან ჩემთვის საინტერესო, ახალ საქმეს ვეცნობოდი.

HR hub: რა შედის თქვენს საქმიანობაში?

ჩემს საქმიანობაში შედის, საკონდიტრო ხაზის შემუშავება, სიახლეების შექმნა, ახალი მიმართულების დანერგვა. ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას მომხმარებელს რა მოსწონს, შეძლებისდაგვარად ვცდილობ დაბრაზში ხშირად ჩავიდე და მომხმარებლებს პირადად ვესაუბრო. რა თქმა უნდა ყველას გემოვნება ვითარდება და მეც ყოველთვის ვცდილობ ეს სიახლეები ავსახო ჩემს საქმიანობაში.

HR hub: ყველაზე გამორჩეული რა შეგიქმნიათ?

ასე ვერ გამოვყოფ, ყველა ნამუშევარი განსაკუთრებულია. შეიძლება გამოიყოს მასშტაბის მიხედვით, ან საკონდიტრო ხატვის ან ფორმების ძერწვის მიმართულებით. ძალიან მიყვარს განსხვავებული შეკვეთები და ვცდილობ გამოვიდეს უფრო მეტად უკეთესი, ვიდრე თავად მომხარებელი წარმოიდგენდა.

HR hub: რა მოგწონთ თქვენს პროფესიაში ყველაზე მეტად?

მუდმივი განვითარება და მრავალფეროვნება. იმდენად საინტერესო და პირდაპირი გაგებით გემრიელი საქმეა, რომ ამოუწურავი მგონია და სწორედ ეს მიზიდავს მასში.

HR hub: რა უნარებია საჭირო, რომ კარგი კონდიტერი იყო?

პირველ რიგში ძალიან უნდა გიყვარდეს ეს სფერო. ასევე უნდა იყო შემოქმედებითი პიროვნება და რა თქმა უნდა შრომისმოყვარე. ყოველდღიურად შრომატევადი საქმეა და კარგ ორგანიზებულობას მოითხოვს.

HR hub: გვითხარით რა არის თქვენი მოტივატორი, რომელიც 14 წლის განმავლობაში ერთ კომპანიაში მუშაობის სურვილს გინარჩუნებთ?

საქმისადმი სიყვარული, მუდმივი განვითარების საშუალება და გარემო. რეალურად გუდვილი არის ერთი დიდი ოჯახი, აქ ერთმანეთის წარმატება და პრობლემა გულთან ახლოს მიგვაქვს და ყოველთვის თანადგომას ვგრძნობთ ერთმანეთის მხირდან. ამას ემატება თითოეული კადრის მაღალი პროფესიონალიზმი, რაც სამუშაო პროცესს კომფორტულს და საინტერესოს ხდის.

რაიმე სიახლეს ხომ არ სთავაზობთ მომხმარებლებს საკონდიტრო ხაზის მიმართულებით?

სიახლეზე ფიქრი არასდროს წყდება. ყოველდღე ვცდილობთ შევქმათ ახალი, გემრიელი და საინტერესო პროდუქტი. განსაკუთრებული სიურპრიზებიც გვაქვს შემონახული, რომელსაც სულ მალე გავაცნობთ მომხმარებლებს.

იხილეთ ალექსანდრეს შემოქმედება