“გეფაში“ სიახლეა, კომპანია იზრდება და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. ამჯერად კომპანიაა თბილისში, ფარმაცევტის ვაკანსია აქვს გამოცხადებული.
გაიცანით კომპანია და გუნდის ღირებულებები:
გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით. მათი უნარი გადალახონ გამოწვევები, დანერგონ ინოვაციები და დაასტიმულირონ ზრდა, გეფას წარმატების მამოძრავებელი ძალაა.
გეფა ბაზარზე წარმოდგენილია ორი სააფთიაქო ქსელით. თითოეული განსხვავებული პოზიციონირებით:
- ჯპს-ის ქსელში შეგხვდებათ საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის პროდუქცია;
- ფარმადეპოში – მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი ბრენდები.
გეფა ორივე სააფთიაქო ქსელით ფარავს საქართველოს სრულ ტერიტორიას.
გეფას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამშრომლების პროფესიული განვითარება, რომელსაც ხელმძღვანელობენ კომპანიის სასწავლო ცენტრის ტრენერები (თანამშრომლები ფარმაკოლოგიაში, პარაფარმაციაში და ოპერაციულ სტანდარტებში), მენტორები (სხვადასხვა ბიზნეს განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც მხარს უჭერენ სამსახურში ტრენინგსა და თანამშრომლების სწრაფ და ეფექტურ ადაპტაციას) და მწვრთნელები (თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ატარებენ სხვადასხვა უნარების ტრენინგს).
როგორ შევუერთდეთ გეფას გუნდს?
თუ ხართ დიპლომირებული ფარმაცევტი (ან ამჟამად სწავლობთ ფარმაციის მიმართულებით), ცხოვრობთ თბილისში და გსურთ დაიწყოთ ახალი სამსახური ან მუშაობთ და უკეთესი პირობების შემთხვევაში, განიხილავთ სამუშაო ადგილის ცვლილებას, მაშინ შეავსეთ აპლიკაცია და დაგიკავშირდებით.
დარეგისტრირდით 16 სექტემბრამდე ამ ბმულზე: forms.ფარმაცევტები
გთხოვთ დეტალურად წაიკითხეთ სამუშაო პირობები.
ახალ სამსახურთან ერთად, შანსი გაქვთ მოიგოთ ლოპოტას 2 ადგილიანი ნომერი 2 ღამით.
ყველა, ვინც დარეგისტრირდება და ახალ სამსახურს დაიწყებს, ავტომატურად ჩაერთვება გათამაშებაში. გამოვლინდება 1 გამარჯვებული.
სად არის სამუშაო ადგილები?
თბილისი, ჯპს-ის და ფარმადეპოს სააფთიქო ქსელში
რას სთავაზობს კომპანია ფარმაცევტებს?
- კონკურენტული ანაზღაურება
- ფიქსირებული ხელფასი 1,000 ლარამდე + ბონუსი
- საშუალოდ 1,200-2,000 ლარიანი ჯამური ანაზღაურება
რა ბენეფიტებით ისარგებლებთ?
- უცხო ენის ცოდნაზე ყოველთვიური დანამატი
- ყოველ არასრულწლოვან შვილზე დანამატი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- მუნიციპალური ტრანსპორტის ბარათი
- მრავალფეროვანი სამოტივაციო აქტივობები ფარმაცევტებისთვის
- ვაუჩერები
- საჩუქრები
- უცხოეთში საგზურები
როგორია ზრდის და განვითარების პერსპექტივა?
- კომპეტენტური და გამოცდილი ტრენერებით დაკომპლექტებული შიდა ტრენინგ-ცენტრი – უწყვეტი სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა, როგორც აუდიტორიაში, ისე დისტანციურად
- ფარმაციის ფაკულტეტზე სწავლის დაფინანსების / თანადაფინანსების შესაძლებლობა
- ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის განსხვავებული/მოქნილი გრაფიკი
- სტიპენდია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის – ყოველ წლიურად ფარმაციის ფაკულტეტის 50 სტუდენტი იღებს გეფას სახელობის 500 ლარიან სტიპენდიას
- შიდა დაწინაურების შესაძლებლობა – (ბოლო მონაცემებით საშუალოდ წელიწადში 50 აფთიაქის მენეჯერი, 3 რეგიონალური მენეჯერი, და 60 სათავო ოფისში არსებული პოზიცია)
როგორია სამუშაო გრაფიკი?
- მოქნილი და მრავალფეროვანი სამუშაო გრაფიკების შესაძლებლობა სხვადასხვა ფორმატის აფთიაქის გათვალისწინებით
- ფართო დაფარვის არეალი – საცხოვრებელი უბნის გათვალისწინების მაღალი შესაძლებლობა.
როგორი სამუშაო გარემოა კომპანიაში?
“გთავაზობთ გარემოს სადაც ბევრ საქმეს იწვევს ბევრი სიახლე და არა ბიუროკრატია, გარემოს სადაც კარიერული განვითარება ჩადებული წვლილის პირდაპირპროპორციულია, სადაც გისმენენ რადგან აინტერესებთ, სადაც შეგიძლია იყო ის ვინც ხარ, სადაც ერთ მაგიდასთან, არავინაა დირექტორი და დაქვემდებარებული, ყველა უბრალოდ გეფელია და გადაწყვეტილებაც ასე იჩარხება. ბევრი შემიძლია ვისაუბრო, რადგან გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ ამ კომპანიით, მისი თანამედროვე, მაღალი მიმღებლობის მქონე და ზრდაზე ორიენტირებული მენეჯმენტით და უერთგულესი თანამშრომლებით. გელოდებით ჩვენს გუნდში”. – ,,გეფას” ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი დიანა ბურდული. ინტერვიუ ვრცლად.