HR hub – ინოვაციური ჰაბი HR სფეროში 2015 წლიდან
მისია: ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს HR სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის. ჩვენ ერთად ვქმნით HR hub – ს!
ჩვენ შესახებ
HR hub HR მენეჯერების უმსხვილესი გაერთიანებაა საქართველოში. ჩვენ 2015 წლიდან ვქმნით პროექტებს, რომელიც ემსახურება HR მენეჯერებისა და მთლიანად HR სფეროს განვითარებასა და წარმატებას. HR hub – ში 3000 – მდე HR პროფესიონალია გაერთიანებული.
ჩვენი კულტურა დაფუძნებულია გუნდზე, რომელიც არის: ინოვაციურად მოაზროვნე, ცნობისმოყვარე, პროფესიონალი, შედეგზე ორიენტირებული, ღია ახალი შესაძლებლობებისთვის, კეთილსინდისიერი და ბედნიერი.
ჩვენი პროექტები
- HR hub – ის ყოველთვიური ნეთვორქინგ ღონისძიებები – HR სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარების პლატფორმა. ესწრება 100 – 300 დელეგატი.
- HR ბიზნეს სამიტი – წლის მთავარი მასშტაბური ყოველწლიური HR ღონისძიება 2018 წლიდან. ესწრება 500 – 700 დელეგატი.
- HR Cristmas Market – ღონისძიების მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ნეთვორქინგი და HR მენეჯერებისთვის საუკეთესო კორპორატიული შეთავაზებების (საახალწლოდ და წლის განმავლობაში საჭირო კორპორატიული პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ) გაზიარება.
- HR სკოლა – პირველი და ერთადერთი HR სკოლა საქრთველოში, რომელიც ემსახურება საჯარო სექტორის HR გუნდებისა და ხელმძღვანელების, მენეჯერების განვიტარებას 2019 წლიდაან.
- HR hub Next – მომავალი HR მენეჯერების მომზადების მენტორინგ პროექტი 2018 წლიდან.
- HR hub Media – მთავარი საინფორმაციო – ანალიტიკური ონლაინ HR ჟურნალი www.hrhub.ge. HR hub – ის რუბრიკა – სატელევიზიო პლატფორმა. სადაც შუქდება ამბები, ტენდენციები, ქეისები HR სფეროში. ასევე მზადდება პირდაპირი ჩართვები კომპანიებიდან, სადაც გვმასპინძლობენ HR მენეჯერები, კეთდება სიუჟეტები დამსაქმებლის ბრენდების შესახებ;
- საქართველოში ყველაზე მასშტაბური დასაქმების ფესტივალი თბილისსა და რეგიონებში JOB Fest 2017 წლიდან.
- HR hub Rec – რეკრუტინგული კამპანიების დაგეგმვა განხორციელება.
ჩვენ ერთად ვქმნით HR hub-ს ინოვაციურ ჰაბს HR სფეროში!
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ადამიანური რესურსების სფეროთი ან მუშაობთ ამ მიმართულებით, HR hub სწორედ თქვენთვისაა. შემოგვიერთდით: https://goo.gl/gHsRxu
ინფორმაციის ან ანონსის გამოსაგზავნად, დაგვიკავშირდით:
დარეკეთ: +995 591990107
მოგვწერეთ: info@hrhub.ge
HR hub არის ინოვაციური, საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ჰაბი HR სფეროში – ახალი შესაძლებლობები, ცოდნა და კონტაქტები.
HR hub – ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს იწყება. ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიო HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. HR პროფესიონალები ჩვენს ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს.
HRhub–ში 3000-მდე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.
HR სფეროში ყველა სიახლე და საინტერესო ამბავი HR hub-ში გროვდება. თან ვფიქრობთ, რომ ვითარდება სფერო, რომელზეც ბევრს საუბრობენ, ამიტომ 2017 წლის მარტში ჩვენ შევქმენით www.hrhub.ge
www.hrhub.ge მთავარი ქართული ინტერნეტ ჟურნალია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. აშუქებს HR სიახლეებს ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, აანალიზებს დაკავშირებულ სფეროში მიმდინარე მოვლენებსაც. ჩვენი მიზანია ინფორმაცია მივაწოდოთ HR მენეჯერებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და HR სფეროთი დაინტერესებულ მკითხველს. აქ იხილავთ ინტერვიუებს ამ სფეროში მოღვაწე წარმატებულ პრაქტიკოსებთან, HR სიახლეებს, აქტუალური თემების მიმოხილვას, სტატისტიკას, ტენდენციებსა და ა.შ
ჩვენ გვაქვს სურვილი, მკითხველს შევთავაზოთ მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ინფორმაცია HR სფეროში და ინტენსიური სახე მიიღოს ახალმა ამბებმა ადამიანური რესურსების მართვის შესახებ.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისათვის. ამიტომ, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს, იდეას, შენიშვნას, შეთავაზებას თუ სურვილს.