შემოგვიერთდით

HR Corporate Market 2026 – სპიკერების გამოსვლები, ნეთვორქინგი და საუკეთესო კორპორატიული შეთავაზებები ერთ სივრცეში!

HR hub – ის ორგანიზებით, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე ,,ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში ღონისძიება “HR კორპორატიული მარკეტი” გაიმართება.

გიწვევთ ღონისძიებაზე, რომელიც გააერთიანებს HR ლიდერებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, პრაქტიკულ გამოცდილებასა და საუკეთესო კორპორატიულ შეთავაზებებს.

ღონისძიების მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ნეთვორქინგი და საუკეთესო კორპორატიული შეთავაზებების (საახალწლოდ და წლის განმავლობაში საჭირო კორპორატიული პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ) გაზიარება.

ერთ სივრცეში, თქვენთვის და თქვენი გუნდებისთვის, საინტერესო, სპეციალურ შეთავაზებებს გაეცნობით.

რა დაგხვდებათ ღონისძიებაზე?

ღონისძიება სამი ნაწილისგან შედგება:

  • ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება: მთავარი HR სცენა დაეთმობა ხელმძღავნელებსა და HR მენეჯერებს, იმ ადამიანების, გუნდებისა და კომპანიების შესახებ ისტორიებს, რომლებიც ქმნიან პროდუქტებს, მომსახურებებსა და წარმატებულ შედეგებს. თქვენ გელოდებათ: აქტუალური HR თემები, რეალური ბიზნესქეისები, პროფესიული აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ახალი ხედვები და დისკუსია, საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. გარდა ამისა, თქვენი გამოცდილებაც იმსახურებს სცენას, ამიტომ გაქვთ შანსი გახდეთ სპიკერი. გამოგვიგზავნეთ თემის სათაური და შესაძლოა, ერთ-ერთი სპიკერი სწორედ თქვენ იყოთ. თუ გაქვთ საინტერესო გამოცდილება, განსხვავებული ხედვა ან პრაქტიკა, სიახლე, რომლის გაზიარებაც HR საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ეს შენი შესაძლებლობაა. მოგვწერეთ info@hrhub.ge – ზე და მიიღეთ მიკროფონი HR სცენაზე!
  • პროფესიული კონტაქტები: Networking — ახალი პარტნიორები, ძველი კოლეგები და საქმიანი შეხვედრები ერთ სივრცეში.
  • ახალი ბიზნეს შესაძლებლობები და მოლაპარაკებები: HR კორპორატიული მარკეტი — ჩვენმა პარტნიორმა კომპანიებმა მოგიმზადეს სპეციალური შეთავაზებები. თუ ეძებთ საუკეთესო პროდუქტებსა და მომსახურებებს საკუთარი კომპანიისა თუ გუნდებისთვის. შემოგვიერთდით და აღმოაჩინეთ კორპორატიული პროდუქტები და მომსახურებები, სპეციალური საახალწლო შეთავაზებები, ახალი მომწოდებლები, საქმიანი კონტაქტები, ბიზნესპარტნიორობის შესაძლებლობები.

მინდა ღონისძიებაზე დასწრება, ბილეთების შეძენა:

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შესაძენად დარეგისტრირდით ამ ბმულზე: forms

  • დასწრების ღირებულებაა: 118 ლარი.
  • რეგისტრაციის ბოლო ვადაა 16 ნოემბერი.
  • ქრონომეტრაჟი: 17:00–20:00

ვინ იქნებიან სპიკერები:

  • თამარ მიქაბერიძე – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი, ადამაინური კაპიტალის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი

თემა: Organizational Design: როდესაც ორგანიზაციული სტრუქტურა ბიზნესის სტრატეგიას ხვდება – როგორ იცვლება სტრუქტურა, პასუხისმგებლობები და გადაწყვეტილების მიღების მოდელი ორგანიზაციის ზრდისა და ტრანსფორმაციის პროცესში.

  • ეკატერინე ლიპარტია – სპიკერი | ტრენინგ მოდულის ავტორი HR და L&D პრაქტიკოსი | დამოუკიდებელი ტრენერი | დოქტორანტი (თსუ) — შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში | მოწვეული ლექტორი (სეუ)

თემა: მობინგი სამუშაო ადგილზე- ამოცნობა, რეაგირება და პრევენცია.

HR-ის როლი ორგანიზაციული კულტურისა და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების მართვაში.

  • მარიკა ხალიანი – პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ტრენერი, ქოუჩი, ფსიქოთერაპევტი

თემა: ტოქსიკური თანამშრომელი თუ ტოქსიკური სისტემა” – ორგანიზაციის უხილავი ძალები

რატომ უნდა იყო HR Corporate Market 2026-ზე?

ეს არ არის მხოლოდ კიდევ ერთი HR ღონისძიება. ეს არის სივრცე, სადაც ერთ დღეს გაიზიარებ ცოდნას, გაიცნობ პროფესიონალებს და აღმოაჩენ ახალ შესაძლებლობებს შენი კომპანიისა და გუნდისთვის.

თქვენ შეძლებთ:

  • მოისმინოთ აქტუალური საკითხები და პრაქტიკული გამოცდილება HR სფეროს წარმომადგენლებისგან;
  • გაიცნოთ HR ლიდერები, ბიზნესის ხელმძღვანელები და გადაწყვეტილების მიმღები პირები;
  • დაამყაროთ ახალი პროფესიული და საქმიანი კავშირები;
  • აღმოაჩინოთ კორპორატიული პროდუქტები და მომსახურებები;
  • გაეცნოთ სპეციალურ შეთავაზებებს შენი კომპანიისა და თანამშრომლებისთვის;
  • გახდეთ HR საზოგადოების აქტიური ნაწილი.

ვისთვისაა ღონისძიება?

კერძო და საჯარო სექტორის:

  • HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა  მიმართულების თანამშრომლები);
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანები;
  • დამფუძნებლები, დირექტორები;
  • მენეჯერული რგოლისთვის, C-Suite – TOP მენეჯერებისთვის.

მინდა ჩემი კომპანიის წარდგენა:

დაიკავეთ სტენდი HR Market 2026-ზე, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით ტარდება!
დეტალები აქ: https://hrhub.ge/corp-market/
კომპანიის სტენდის მოსაწყობად ან ღონისძიების სრული სასპონსორო შემოთავაზების მისაღებად მოგვწერეთ: info@hrhub.ge ან დაარეგისტრირეთ ორგანიზაცია ბმულზე: forms.gle/HpfViBBPZkVeqHnN9
შეხვდით მიზნობრივ აუდიტორიას, წარადგინეთ და გაყიდეთ პროდუქტი/სერვისი, დაამყარეთ საქმიანი კონტაქტები!

ადგილები შეზღუდულია.

ღონისძიების პარტნიორები არიან: სამუშაო სივრცე Network, Grant Thornton Georgia და Geosoft.

არქივი: HR კორპორატიული მარკეტი
არქივი: HR კორპორატიული მარკეტი