HR hub-ის ორგანიზებით, 28-29 თებერვალს, ექსპოჯორჯიას მე-5 პავილიონში 10:00სთ–დან – 19:00სთ–მდე მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ,,Expo Job” გაიმართება.
პალიტრა მედია ჰოლდინგი ღონისძიებაზე მოაწყობს წარმატების კუთხეს, სადაც თქვენთან შესახვედრად შემდეგი სპიკერები ემზადებიან:
ნინო ტურაშვილი (28 თებერვალი) – პალიტრა მედია ჰოლდინგის კონტენტ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თემა: რა ღირს პირველი სამსახური?
ლიკა ნოზაძე (28 თებერვალი) – HR კონსულტანტი.
თემა: ეძებე ღირებულება და არა სამსახური. ლიკა ისაუბრებს მოტივაციაზე, ფასეულობებზე, კარიერულ ზრდასა და საკუთარი თავის რწმენაზე.
რამაზ გიგაური (29 თებერვალი) – მწერალი, ტრენერი და ასტროლოგი საქართველოში თვითგანვითარებისა და სამოტივაციო წიგნების ჟანრში ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. მისი წიგნია „წარმატების 365 გასაღები“.
თემა: წარმატების რამდენიმე გასაღები:
1. იაზროვნეთ პოზიტიურად;
2. თქვენ შეგიძლიათ;
3. წარუმატებლობიდან წარმატებისკენ;
4. ყველაფერი იდეით იწყება;
5. აქციეთ წარმატება ჩვევად;
6. გსურთ მიაღწიოთ მიწანს, მაშინ დასახეთ იგი;
7. გამოიყენეთ მოცემული დრო ნაყოფიერად;
8. წარმატებისთვის მუდამ მზად იყავით;
9. სიყვარული წარმატების გასაღებია;
10. ნუ გეშინიათ შეცდომების დაშვების;
11. არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა.
მარიამ ჯანჯარია – საქართველოს უნივერსიტეტი / The University Of Georgia – ს ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თემა: როგორ შევქმნა და გამოვიყენოთ პერსონალური
ბრენდი?
ნოდარ ოქროშიაშვილი MaxinAI – ის მონაცემთა მეცნიერი
თემა – “ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის”
მიხეილ ლომიძე – MaxinAI – ის Software ინჟინერი
თემა – რა აუცილებელი უნარები სჭირდება დამწყებ პროგრამისტს რომ გახდეს მონაცემთა ინჟინერი და შეძლოს თანამედროვე ღრუბლოვან პლატფორმებზე მუშაობა?
ნანა ყუფუნია – მსოფლიო ბანკის პროექტის HR კონსულტანტი.
თემა: პროფესიული განათლება, უმოკლესი გზა დასაქმებისკენ.
პალიტრა მედია ჰოლდინგი მასშტაბურ გათამაშებას ჰპირდება ყველას, ვინც მათ კომპანიებს ესტუმრება და გაივლის გასაუბრებას. დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მოიგონ ისეთი პრიზები როგორებიცაა: ბიბლუსის ვაუჩერი, ლურჯი ოკეანის წიგნების ნაკრები, ჰუდები, ჩანთები და აქსესუარები. რაც შეეხება მთავარ პრიზს, ეს არის პრაქტიკულ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის ან მულტიმედია ჟურნალისტიკის 3 თვიანი კურსის სრული დაფინანსება. კურსის გავლის შემდეგ, თუ სტუდენტს კარგი შედეგები ექნება, აუცილებლად დასაქმდება პალიტრა მედია ჰოლდინგის შვილობილ კომპანიებში. გამარჯვებულები დასაქმების ფესტივალის მეორე დღეს 29 თებერვალს გამოვლინდებიან.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ: http://bit.do/EXPO-JOB და ფესტივალზე თან იქონიოთ თქვენი რეზიუმეები.
ფესტივალზე წარმოდგენილი ვაკანსიების ნახვა შეგიძლიათ, www.Studentjob.ge-ის სპეციალურ კატეგორიაში Expo Job.
დასაქმების ფესტივალთან ერთად, ჩატარდება განათლების საერთაშორისო ფორუმი.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ექსპოჯორჯია, გრანთ თორნთონი, პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.