შემოგვიერთდით

როგორ აფასებენ HR hub Next-ის მერვე ნაკადის წევრები პროექტს ?!

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. გადავწყვიტეთ HR hub Next-ის მერვე ნაკადის რამდენიმე განსაკუთრებით აქტიური წევრისთვის გვეკითხა რა მოუტანათ მათ პროექტმა და რით არის გამორჩეული ნექსთი. გთავაზობთ მათ პასუხებს:

ეკატერინე გულუა: ეკონომიკის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი, ადამიანური პოტენციალის მართვის ლაბორატორიის აღმასრულებელი დირექტორი, თსუ.

რა მოგიტანათ HR hub Next-მა?

ყველაზე მთავარი ვფიქრობ არის ურთიერთობები ძალიან პოზიტიურ, საინტერესო, ინიციატივიან ადამიანებთან. მომეცა ურთიერთობის შესაძლებლობა ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალებთან და სფეროთი დაინტერესებულებთან, მივიღე რჩევები პრაქტიკოსი ეიჩარებისგან კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. მეძლეოდა შესაძლებლობა მიმეღო ჩემთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები დარგში გამოცდილი პირებისგან. მყავდა პერსონალური ქოუჩი, რომელთანაც მქონდა მჭიდრო ინტერაქცია და მივიღე სასარგებლო რჩევები, ორიენტირები მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩავერთე HR hub-ისა და STREAM-ის კვლევით ჯგუფში, რომელთანაც დღემდე ვათანამშრომლობ აქტიურად ჩემთვის საინტერესო პროექტში. HR hub-თან მაკავშირებს ძალიან სასიამოვნო თავგადასავალი და სურვილი მაქვს ეს კავშირი იყოს სტაბილური.

რით არის გამორჩეული ეს პროექტი?

HR hub Next-ს, როგორც ყველაფერს სამყაროში გამორჩეულს ხდის ადამიანები. HR hub-ის გუნდს ნამდვილად შეუძლია იამაყოს ამით.

მარიამ მაისურაძე – ავერსის კლინიკა – რეგისტრაციის ოფიცერი

რა მოგიტანათ HR hub Next-მა?

პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ მომეცა შანსი გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები ეიჩარ ჰაბ ნექსთის  შესახებ. ამ პროექტმა მომცა შანსი იმის, რომ გამეგო მეტი პროფესია HR-ის შესახებ და მომესმინა რჩევები და გამოცდილება წარმატებული HR პროფესიონალებისგან. მივიღე ცოდნა, თუ საიდან უნდა დავიწყო და როგორ გავუმკლავდე იმ დაბრკოლებებს, რაც ამ პროფესიას ეხება.

ტრენინგების მერე მეტად საინტერესო გახდა HR-ის პროფესია. ვნახე თუ რამდენი რამ შეუძლია საქმისადმი სიყვარულს და მაგალითი იყო ის წარმატებული HR-ები, რომლებიც ტრენინგს გვიტარებდნენ. მომცა მოტივაცია და თავდაჯერებულობა, რომ მე ამ ყველაფერს შევძლებ და ყველაფერი ხელმისაწვდომია, მთავარია მონდომება და დაუღალავი შრომა.

რით არის გამორჩეული ეს პროექტი?

თქვენი პროექტი გამორჩეულია იმით, რომ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი და ღია. ძალიან მეგობრული გარემოა და ყურადღებიანი. საინტერესოდ არის დაგეგმილი პროექტი და არ არის მოსაწყენი. ყველაფრის მიუხედავად და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზუმით გაგრძელებული ტრენინგები კარგად ორგანიზებული იყო. იგრძნობოდა საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება. ჩემი აზრით, საუკეთესოები ხართ და ყველამ უნდა სცადოს გახდეს ნექსთის წევრი. მოხარული ვარ, რომ გაგიცანით და მივიღე მონაწილეობა თქვენს პროექტში. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა.

მარიამ ცხოიძე – Mcdonald’s Georgia, Office Manager

რა მოგიტანათ HR hub Next-მა?

დამოუკიდებლობა და საკუთარი მიზნების ასრულებისაკენ სწრაფვა, ალბათ დამეთანხმებით, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. გვიწევს გავიაროთ ბევრი ეტაპი, ვეჯახებით პირისპირ წარმატებას, გული გვწყდება წარუმატებლობაზე, ვუგებთ გემოს იმედგაცრუებას, ვიღებთ სიამოვნებას შესრულებული სამუშაოსგან, ვსწავლობთ უკუკავშირების დახმარებით შეცდომებს და საბოლოოდ, ჩადებული შრომის პირდაპირ პროპორციულად წარმატებას სასურველ სახეს ვაღებინებთ. ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესების ერთობლიობაა, დაუღალავ შრომაზე აგებული. მიზნებისთვის კონკრეტული ეტაპების განსაზღვრა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია. ერთ-ერთი ასეთი კონკრეტული ეტაპი კი ჩემთვის HR hub-ის პროექტი აღმოჩნდა, რომელიც ასე რომ ვთქვათ, ,,დამხმარე ხელსაწყოდ” გამოვიყენე და ჩემს ინტერესს HR სფეროსთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი გამოცდილება შევძინე.

რით არის გამორჩეული ეს პროექტი?

ამ პროექტის დახმარებით შეიკრა ჩემს გონებაში არსებული ყველა გაფანტული ინფორმაცია HR სფეროსთან დაკავშირებით, გამორჩეულმა ტრენერებმა კი ამ ინფორმაციას თითქოს სასურველი მიმართულება მიაღებინეს. მათ ჩამომიყალიბეს მყარი ხედვა და გამიზიარეს ისეთი მნიშველოვანი გამოცდილებები, რომელიც ამ სფეროში ახალბედებს ძალიან, ძალიან გამოადგებათ. ინდივიდუალური მიდგომით მომცეს კიდევ მეტი მოტივაცია, რომ ღირსეულად დავიმკვიდრო ადგილი და რაც ყველაზე მნიშველოვანია, მათ კიდევ ერთხელ დამარწმუნეს, რომ ეს ის სფეროა, სადაც თავს კომფორტულად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიგრძნობ.

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და დარეგისტრირდით: http://bit.do/HRhubNextRegistration