HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.
თუ გსურთ გახდეთ HR პროფესიონალი, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, HR hub Next სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
თქვენ გადადგამთ 10 ნაბიჯს პროფესიული HR-ისკენ – ეს გულისხმობს იმას, რომ ისწავლით 10 მნიშვნელოვან საკითხს, რისი ცოდნაც HR მენეჯერს აუცილებლად მოეთხოვება.
რას მომცემს HR hub Next?
აქ თქვენ დიდი HR-ული თავგადასავალი გელოდებათ. ისწავლით როგორ დაიწყოთ თავიდან, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, გაიგებთ როგორია სავალი გზა ადამიანური რესურსების პროფესიონალობისკენ. 1 თვის განმავლობაში თქვენ დაესწრებით 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაგიტარებთ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი. თვეში რამდენჯერმე შეხვდებით მას და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებსა და რჩევებს. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
ამ დროისთვის პროექტს ჰყავს 500-მდე კურსდამთავრებული.
შეხვედრები იწყება 9 თებერვალს.
ვინ იქნებიან მენტორები?
- ლელა სისაური – HR სამსახურის ხელმძღვანელი – ლუტეცია თემა: HR მენეჯერის როლი ორგანიზაციაში;
- ნინო ნოდია – HR სამსახურის ხელმძღვანელი – ISBANK GEORGIA თემა: თანამშრომლის გამოცდილება (Employee Experience/EX), ანუ რას მოელიან თანამშრომლები დამსაქმებლისგან?
- თიკო გოგიშვილი – რეკრუტინგის მენეჯერი – Wendy’s და Dunkin’ თემა: თანამშრომლების შერჩევა და ონბორდინგი;
- ნინო ხოშტარია – HR დირექტორი – კლინიკა რეიმანი თემა: HR ადმინისტრირება;
- სალომე გოძელანძე – ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მადაგონი ჰოლდინგი თემა: HR პროექტების მენეჯმენტი;
- ნათია ქუტიძე – HR სამსახურის ხელმძღვანელი – დიო თემა: საქმიანი და პირადი ცხოვრების ბალანსი;
- როდიონ ქორჩილავა – ადამიანების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – კრისტალი თემა: ორგანიზაციაში ადამიანური კაპიტალის განვითარება და თანამშრომელთა ჩართულობის მნიშვნელობა;
- მარიამ ზუმბაძე – ადამიანური კაპიტალის მართვის მენეჯერი – UPGAMING თემა: ადამიანური კაპიტალის მართვა ციფრულ სამყაროში ;
- თეა შამათავა – ადამიანებისა და ორგანიზაციული განვითარების გუნდის ლიდი – ACT გლობალური კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია თემა: HR როგორც ქოუჩი;
- მეგი შეყილაძე – HR სამსახურის ხელმძღვანელი – გასტრონომი თემა: რა შეუძლია დამსაქმებლის ბრენდს?!
სად ჩატარდება?
ნექსთის შეხვედრები ჩატარდება ონლაინ. დაიწყება 19:00სთ-ზე და გაგრძელდება 2 საათი. ზუსტ განრიგს მიიღებთ მას შემდეგ რაც მოხვდებით ნექსთის მეცხრამეტე ნაკადში.
შეხვედრები ჩატარდება თებერვალში.
როგორ დავრეგისტრირდე?
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 7 თებერვლამდე და დაგიკავშირდებით: https://forms.gle/TdaKxMLupjpmVShy5
რა კრიტერიუმებით მოხდება კლუბის წევრების შერჩევა?
წევრები შეირჩევა სააპლიკაციო ფორმისა და გასაუბრების მეშვეობით. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და განვითარების სურვილია.
როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი?
პროექტი დაიწყება 9 თებერვალს და გაგრძელდება 1 თვე.
რა არის HR hub Next-ის მონაწილეობის ღირებულება?
პროექტის ღირებულებაა 374 ლარი.
გადახდა მოხდება ორ ნაწილად, პროექტის შუაში და დასრულებისას.
ადგილები შეზღუდულია.