შემოგვიერთდით

პროფესიული მხარდაჭერის პროგრამა HR-ებისთვის

ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ HR Care დაიწყო პროფესიული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება HR-ებისთვის.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ადამიანური რესურსების მართვის ის პროფესიონალები, რომლებმაც მიმდინარე პანდემიიდან გამომდინარე დაკარგეს სამსახური. მათთვის პროგრამაში მონაწილეობა აბსოლუტურად უფასოა და გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიიღონ სტიპენდია.

პროგრამა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:

  1. მასტერკლასების სესია

პროგრამის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი მასტერკლასები:

რა სარგებლობა მოაქვს HR-ს? ალექსანდრე ჯეჯელავა – 28 დეკემბერი, 18:00 საათი

ახალი წელი – ახალი მე, ანდრო დგებუაძე – 11 იანვარი, 18:00 სთ

შემზღუდავი რწმენები, თინათინ რუხაძე, 25 იანვარი, 18:00 სთ

დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებული ახალი HR ტრენდები, 11 თებერვალი, 18:00 საათი

მასტერ-კლასზე დასწრება გარდა პროგრამის ბენეფიციარებისა შეუძლია ნებისმიერ HR პროფესიონალს და მათთვის მასტერ-კლასზე დასწრების ღირებულება სიმბოლურია: 30 ლარი. აღნიშნული სრულად მოხმარდება ბენეფიციარების სტიპენდიას.

მასტერკლასებზე რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე გადასვლით:

  1. მენტორ-სესიებში მონაწილეობა

მასტერ-კლასების პარალელურად ჩატარდება პრაქტიკული მენტორ-სესიები პრაქტიკოსი და გამოცდილი HR პროფესიონალების მიერ, რომლებიც პროგრამის ბენეფიციარებს გაუზიარებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებსა და რჩევებს, რაც მათ დაეხმარებათ ახალი სამსახურის მოძიებაში.

  1. ქოუჩინგ-სესია

ქოუჩინგ-სესიები ჩატარდება ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის წევრების მიერ და აღნიშნული სესია ორიენტირებული იქნება თითოეული ბენეფიციარის კონკრეტულ საჭიროებაზე, რაც მათ დაეხმარებათ პიროვნულ განვითარებაში.

  1. კონსულტანტებთან ასისტენტად მუშაობის შესაძლებლობა

პროგრამის ბენეფიციარს ექნება შესაძლებლობა ასისტენტად იმუშაოს ერთ-ერთ HR კონსულტანტად და აღნიშნული პროექტის განმავლობაში მიიღოს დამატებითი ცოდნა და გაიუმჯობესოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

  1. სტიპენდია

საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარს შეუძლია მოითხოვოს პროგრამის განმავლობაში (სამი თვე) სტიპენდიის აღება. ინფორმაცია, თუ რომელი ბენეფიციარი სარგებლობს სტიპენტიით და რომელი არა, კონფიდენციალურია.

პროგრამის ბენეფიციარად დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე გადასვლით:

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ Facebook გვერდს.