23 მარტს, 19:00 სთ-ზე, HR hub – ის ორგანიზებით და Signify – ის მხარდაჭერით ონლაინ ღონისძიება ,,HR საზღვრებს მიღმა” გაიმართება.
Signify წარმოადგენს ელექტრონული ხელმოწერების ყველაზე მარტივ და საიმედო პლატფორმას. Signify საგრძნობლად აგიჩქარებთ ბიზნეს პროცესებს, გაგიმარტივებთ დოკუმენტების ხელმოწერის პროცესს და დაგიზოგავთ დროსა და რესურსებს.
ღონისძიებაზე საერთაშორისო გამოცდილებას უცხოელი კოლეგა და ასევე, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი HR პროფესიონალები ონლაინ, ზუმის მეშვეობით, გაგიზიარებენ.
ვინ იქნებიან სპიკერები:
1.Rabih Masrouha – BAT – Senior HR Business Partner, LG and L&Y
თემა: Employer Brand in Action
Rabih-ს ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უკვე 9 წელია BAT-ში მუშაობს და ამჟამად დუბაიში ცხოვრობს. მისი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ტალანტების მოზიდვა და განვითარებაა. მას ასევე სხვადასხვა კომპანიაში ბიზნეს კონსულტანტად მუშაობის დიდი გამოცდილებაც აქვს.
2. მაკა შიოშვილი – Dish Network-ის HR ბიზნეს პარტნიორი
თემა: HR მენეჯერი, როგორც ცვლილებების აგენტი (HR as a Change Agent).
2011 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ამერიკაში. მე-5 წელია სატელეკომუნიკაციო კომპანია Dish Network-ის გუნდის წევრია. არის ამერიკული საბჭოების FLEX (Future Leaders Exchange) პროგრამის 2002 წლის ფინალისტი. 2004-2006 წლებში იყო მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ხმების გუნდის წევრი. პირველი გამოცდილება ადამიანური რესურსების სფეროში მიიღო Phillip Morris International-ში, ადამიანური რესურსების და ადმინისტრაციის აღმასრულებლის პოზიციაზე. ფილიპ მორისში 7 წლიანი მუშაობის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ამერიკაში, სადაც თავდაპირველად დაიწყო მუშაობა როგორც HR კოორდინატორად სახელმწიფო ტენდერების და რეკრუტინგის კუთხით.
3. ანა ფოცხვერაშვილი – Vodafone – ახალგაზრდული პროგრამების რეკრუტერი;
თემა: რეკრუტინგის გაციფრულება.
სპიკერების გამოსვლების შემდეგ, კითხვების დასმის შესაძლებლობა გექნებათ.
ღონისძიება HR სფეროს წარმომადგენლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა გამოცდილების გაზიარებისთვის, კომუნიკაციისთვის, დისკუსიისთვის, იდეების გაცვლისა და სიახლეების გაცნობისთვის. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია როგორც HR მენეჯერებისთვის, ასევე თემით დაინტერესებული მენეჯერებისა და დირექტორებისთვის.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Signify.ge პალიტრა მედია ჰოლდინგი ნიკორა სუპერმარკეტი და Grant Thornton Georgia.