შემოგვიერთდით

Gasaubreba.ge – HR hub რეკრუტინგული კამპანიების პლატფორმას ქმნის

დღეს დასაქმების ბაზარზე სერიოზული გამოწვევებია. განსაკუთრებით დაბალია ვაკანსიებზე გამოხმაურება და გართულებულია კანდიდატების დაინტერესება, მოზიდვა და ვაკანტური პოზიციების შევსება.

ბევრი დამსაქმებელი მოგვმართავს დახმარებისთვის. ამავდროულად უმუშევრობის დონე ქვეყანაში კვლავაც მაღალია, რამაც გვიბიძგა შეგვექმნა რეკრუტინგული კამპანიების, კანდიდატების მოზიდვისა და დასაქმების მარტივი, სწრაფი და ეფექტური პლატფორმა.

Gasaubreba.ge HR hub – ის ახალი პროექტია და მარტივ კონცეფციაზეა აგებული. ეს არის კანდიდატებთან სწრაფად წვდომისა და დაინტერესების, გასაუბრების არხი, სადაც რეკრუტერი რეალურ დროში ყოველდღიურად ადევენებს თვალს განაცხადების მატებას, უკავშირდება და იბარებს დაინტერესებულ კანდიდატებს გასაუბრებაზე.

პლატფორმას აქვს მარტივი ინტერფეისი, რომლის მიზანიც მაქსიმალურად ბევრი აპლიკაციის მიღებაა. კანდიდატები წინასწარ რეგისტრირდებიან და უთითებენ გასაუბრების მათთვის სასურველ დროს. HR მენეჯერები კი სწრაფად იბარებენ მათ გასაუბრებაზე.

დრო საოცრად აჩქარდა და ძვირფასია როგორც კანდიდატებისთვის, ასევე კომპანებისთვის, ამიტომ სისწრაფე  გადამწყვეტია. სწორედ ესაა პროექტის მთავარი კონცეფციაც – გაესაუბრე ახლავე და დაიწყე სამსახური/დახურე ვაკანსია სწრაფად!

პლატფორმა განსაკუთრებით ეფექტურია დიდი რაოდენობით კანდიდატების მოსაზიდად და ერგება კომპანიების მოთხოვნებს.

პლატფორმაზე კომპანიებს შეუძლიათ დამსაქმებლის ბრენდისა და მისი კონკურენტული უპირატესობების კარგად წარმოჩენა, რაც კანდიდატის გადაწყვეტილებაზე აირჩიონ ისინი, დიდ გავლენას ახდენს.

პორტალით  სარგებლობა ყველა დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს შეუძლია.

პირველი კომპანია, რომელიც რეკრუტინგული კამპანიების ამ პლატფორმით ისარგებლებს ფაბრიკა 1900 – ია.  Gasaubreba.ge უკვე გადაეწყო ამ კომპანიის ქეისზე და კანდიდატების რეგისტრაციაც დაწყებულია. ვაკანსია დაახლოებით ერთ კვირაში დაიხურება და მზად ვიქნებით შემდეგი კომპანიის კამპანიის დასაგეგმად და განსახორციელებლად.

Gasaubreba.ge – ის მუშაობის პრინციპი შემდეგია:

  • დამსქმებლების მომართვის შემდეგ, ჩვენი კონსულტანტების გუნდი სწავლობს კომპანიის ქეისს;
  • იგეგმება მიზნობრივ სეგმენტზე მორგებული კამპანია;
  • განისაზღვრება მიზნობრივ კანდიდატებზე მორგებული გავრცელებისა და კანდიდატების მოზიდვის არხები;
  • კანდიდატები იწყებენ რეგისტრაციას;
  • HR მენეჯერი რეალურ დროში (ერთიან ფაილში) ხედავს დარეგისტრირებულ კანდიდატებს და იბარებს გასაუბრებაზე. ასევე, თუ კომპანიის სურვილია პირდაპირ გასაუბრებაზე მიიღოს კანდიდატები, ამ დიზაინზეც ადვილად ხდება პლატფორმის გადაწყობა და ერთი კლიკით კანდიდატები პირდაპირ ონლაინ გასაუბრებაზე ხვდებიან.

თუ გსურთ თქვენი კომპანიისთვისაც დავგეგმოთ რეკრუტინგული კამპანია მოგვწერეთ და ჩავნიშნოთ საკონსულტაციო შეხვედრა: Info@HRhub.ge

HR hub – HR მენეჯერების უმსხვილესი ჰაბი საქართველოში, რომელიც 2015 წლიდან HR სფეროში ქმნის ინოვაციური პროექტებს. უმუშევრობის შემცირების მიზნით შევქმენით www.Studentjob.ge და ვატარებთ დასაქმების მასშტაბური ფესტივალებს.