შემოგვიერთდით

21 მაისს ექსპო ჯორჯიაში “დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება

HR hub–ის ორგანიზებით, 21 მაისს, ექსპო ჯორჯიაში (ა.წერეთელი 118  მე-3 პავილიონი ), 17:00-19:30 სთ-ზე “EXPO JOB – დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიები აქტიური ვაკანსიებით. Continue reading “21 მაისს ექსპო ჯორჯიაში “დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება” →

6 და 7 ოქტომბერს ექსპო ჯორჯიაში კარიერის და დასაქმების ფესტივალი EXPO JOB ჩატარდება

HR hub–ის ორგანიზებით, 6 და 7 ოქტომბერს 13:00სთ–დან 16:00სთ-მდე  ექსპო ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში, განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, კარიერის და დასაქმების ფესტივალი EXPO JOB 2023 ჩატარდება. Continue reading “6 და 7 ოქტომბერს ექსპო ჯორჯიაში კარიერის და დასაქმების ფესტივალი EXPO JOB ჩატარდება” →

Gasaubreba.ge – HR hub რეკრუტინგული კამპანიების პლატფორმას ქმნის

დღეს დასაქმების ბაზარზე სერიოზული გამოწვევებია. განსაკუთრებით დაბალია ვაკანსიებზე გამოხმაურება და გართულებულია კანდიდატების დაინტერესება, მოზიდვა და ვაკანტური პოზიციების შევსება. Continue reading “Gasaubreba.ge – HR hub რეკრუტინგული კამპანიების პლატფორმას ქმნის” →

რა უნდა ვიცოდეთ გასაუბრების ეტაპზე ჩვენი უფლებების შესახებ და რა ტიპის ინფორმაცია უნდა მოვითხოვოთ დამსაქმებლისგან?

შრომის კოდექსის თანახმად, კანდიდატს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი სახის ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლისგან:
1. ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ;

2. წერილობით დაიდება შრომითი ხელშეკრულება და გექნებათ მეტი დაცვის გარანტია, თუ ზეპირად (რის გამოც მტკიცების ტვირთი მეტად დაგეკისრებათ დავის წარმოშვების შემთხვევაში);

3. ვადიანი ხელშეკრულებაა, თუ უვადო; თუ გამოსაცდელი ვადით იდება ხელშეკრულება აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ თქვენ გაქვთ შრომითი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

4. შრომის პირობების შესახებ ინფორმაცია: რამდენი დღე მოგვიწევს მუშაობა, რა ტიპის დავალებებს შევასრულებთ, ვის წინაშე ვიქნებით ანგარიშვალდებული და ა.შ;

5. შრომითი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;

6. ამასთან, იცოდეთ, რომ შინაგანაწესით გაწერილი წესები თუ აუარესებს თქვენს მდგომარეობას, ბათილია ასეთი დანაწესი შრომის კოდექსის მიხედვით!

წარმატებას გისურვებთ!

ავტორი: ნათია ქურდაძე