შემოგვიერთდით

webhr.ge – HR მენეჯერების საჭიროებებზე მორგებული სერვისი

ზაქარია ხითარიშვილი კომპანია Webhr.ge-ის დამფუძნებელია. 

მას აქვს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის  და მართვის 15 წლიანი  გამოცდილება.  ამ ხნის მანძილზე იყო IT პროექტების მმართველი, მუშაობდა ციფრულ მარკეტინგში, იუზაბილითსა და SEO-ში. უმუშავია 250-ზე მეტ პროექტზე, კაზინოს თამაშების, ვებ-პლატფორმების, ERP სისტემების, მობილური აპლიკაციების და FACEBOOK აპლიკაციების შექმნის მიმართულებით.

HR hub: გვიამბეთ “Webhr.ge – ის” შექმნის საწყის ეტაპზე – საიდან გაჩნდა იდეა?

კომპანიის შექმნის იდეა გამიჩნდა 2019 წელს ჩემს ერთ-ერთ მეგობართან პირადი საუბრის დროს, როდესაც აღმოჩნდა  რომ HR პროცესების სამართავად იყენებდნენ GOOGLE DRIVE-ს, EXCEL-ს და WORD-ს, არადა საკმაოდ რესპექტაბელური კომპანია აქვს. პროდუქტის შემუშავებაში 18 თვის განმავლობაში 20-მდე პროფესიონალი იყო ჩართული, ძირითად ბირთვს კი წარმოადგენენ დეველოპერები, რომლებიც  ფუნქციონალის განვითარებაზე არიან ფოკუსირებულნი.

ჩვენი  გუნდი ორიენტირებულია შევქმნათ უსაფრთხო და საიმედო სერვისი რომელიც იქნება HR მენეჯერების საჭიროებებზე მორგებული,  მუდმივად განვითარებადი ფუნქციონალით.

ამ ეტაპზე პროდუქტი წამოდგენილია 2 მოდულით ესენია: ადმინისტრირების და რეკრუტმენტის. გათვალისწინებული გვაქვს ტაბელის გენერაციის ფუნქციონალი.  სამომავლოდ ჩვენს მიზანს წარმოადგენს შევქმნათ ციფრული პროდუქტი, რომელიც სრულად მოიცავს ადამიანური რესურსების მართვის ყველა პროცესს.

HR hub: როგორ ფიქრობთ, რით გამოირჩევა “Webhr.ge – ის” სერვისი ბაზარზე არსებული მსგავსი პროფილის კომპანიებისგან?

ვფიქრობთ არამხოლოდ ფუნქციონალზე, არამედ მისი მოხმარების სიმარტივეზე. USABILITY-ზე კონცენტრირება არის ის მთავარი განმასხვავებელი, რაც გამოგვარჩევს კონკურენტებისგან. ჩვენ არასოდეს ვართ კმაყოფილები ჩვენი პროდუქტით.  ეს ნიშნავს რომ მუდმივად ვცდილობთ უკეთესი გავხადოთ ფუნქციონალი და მოხმარება. ჩვენმა პროდუქტმა საბოლოო ჯამში უნდა შეძლოს, როგორც დროითი ასევე სხვა რესურსების დაზოგვით ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება.

HR hub: როგორი მიდგომა გაქვთ კომპანიებთან მუშაობის პროცესში?

მნიშვნელოვანია ნდობა და სიმარტივე, სწორედ ამიტომ ყოვედღიურ რეჟიმში ვკონტაქტობთ დამკვეთებთან და პოტენციურ დამკვეთებთან, ვიღებთ უკუკავშირს, ვქმნით და  ვერგებით ინდივიდუალური დამკვეთის საჭიროებებს.

HR hub: ნებისმიერ ახალ წამოწყებას ახლავს სირთულეები … გვიამბეთ ამ გამოცდილებაზე.

ამჟამად ყველაზე დიდ სირთულეს პრიორიტეტების დასახვის კუთხით ვაწყდებით, რადგან მომხმარებლებისგან წამოსული სურვილების წონების განსაზღვრა გვიწევს და ეს არ არის მარტივი საქმე, რადგან ერთის მხრივ ყველა მომხმარებლისთვის მისი პრობლემა უფრო მნიშვნელოვანია, ხოლო მეორეს მხრივ ვცდილობთ უფრო მეტ ადამიანს მოვუგვაროთ პრობლემები.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

გვინდა ქართულ ბაზარზე აქტიურად მოვახდინოთ ოპერირება, მთავარი მოტივაციაც ეს არის, ვმუშაობთ ასევე ფუნქციონალზე, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი უსაფრთხო, მარტივი გავხადოთ და შევქმნათ ციფრული პროდუქტი რომელიც სრულად მოიცავს ადამიანური რესურსების მართვის ყველა პროცესს. ასევე ღია გვაქვს სისტემა და ყველას შეუძლია ნახოს, მათ შორის კონკურენტებსაც. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რომ ამ პატარა ქვეყანაში  ერთმანეთთან კონკურენციის გზით უნდა შევქმნათ და კონკურენცია გავუწიოთ მსოფლიო დონის პროდუქტებს, ჩემი აზრით მხოლოდ ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი, გავხდეთ მსოფლიო დონის პროდუქტების მწარმოებელი IT კომპანია.