შემოგვიერთდით

HR hub – ის რიგით მერვე ღონისძიება და პირველი დაბადების დღე – 9 ივლისი

9 ივლისს HR hub  1 წლის გახდა.  რიგით მერვე  შეხვედრა სასტუმრო “ციტრუსში”  გაიმართა.

ღონისძიების პირველ ნაწილი მოწვეულ მენოტრებს სერგო ნოზაძესა და სოფო ჭუმბურიძეს დაეთმოთ. მათ საკმაოდ  საინტერესო ქეისები წარმოადგინებს.

1. სერგო ნოზაძე – Bank Republic Société Générale Group -ას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.თემა: ტალანტების მართვის სისტემა.

2. სოფო ჭუმბურიძე – British American Tobacco – ს HR დეპარტამენტის ხელმძღვსოფო ჭუმბურიძე მენტორიანელი.
თემა: BAT – გლობალური პროექტები და წარმატებული ქეისები კავკასიაში

ღონისძიების მეორე არა ოფიციალური ნაწილი კი, HR hub – ის ყველაზე აქტიური წევრებისთვის სიგელების გადაცემასა და HR hub – ის დაბადების დღეს დაეთმო. მოკლედ შეჯამდა ჰაბის 1 წლის საქმიანობა და საუბარი შეეხო მომავალ გეგმებს.

HR hub – საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ადგილია.

HR hub – ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიოში არსებული HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა საინტერესო იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში.
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.
სტატიის მომზადების თარიღი: 10 ივლისი 2016