შემოგვიერთდით

უახლოეს მომავალში USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ინოვაციური საგრანტო პროგრამის განხორციელებას დაიწყებს

უახლოეს მომავალში USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” იწყებს ინოვაციური საგრანტო პროგრამის განხორციელებას, რომლის საგრანტო ფონდიც $13 მილიონი აშშ დოლარია.
თანადაფინანსებაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის საშუალებით, შესაძლებელია კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადება ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორების მოთხოვნების შესაბამისად და პარალელურად, ამ პროცესში სამიზნე ჯგუფების – ახალგაზრდები, ქალები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ეთნიკური უმცირესობები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, ჩართულობის უზრუნველყოფა. HR მენეჯერებისთვის საინტერესო დეტალებზე პროგრამის წარმომადგენელს ვესაუბრეთ.

HR hub: რა არის პროგრამის მიზანია და რა კომპონენტებისგან შედგება იგი?
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) ახალი ხუთწლიანი პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის”, მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროდუქტიული, მდგრადი და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარების მიზნით, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას. საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი (IESC)-ის მიერ განხორციელებული პროგრამა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დაეხმარება სამუშაოს მაძიებლებს, რათა მათ განივითარონ ზრდადი ეკონომიკის სექტორებში დასაქმებისთვის საჭირო უნარები და შესაძლებლობები.
პროგრამით გათვალისწინებული ინტერვენციები:
  1. კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის.
  2. პროფესიული პროგრამების შემუშავება ან გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად.
  3. პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებსა და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის.

HR hub: ვის შეუძლია გრანტის მიღება?

  • კერძო კომპანიები და ბიზნეს ასოციაციები;
  • საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • პროფესიული ასოციაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

პროგრამის გრანტის მიმღები უნდა იყოს საქართველოში სამართლებრივად რეგისტრირებული პირი.

HR hub: როდის გამოცხადდება საგრანტო პროგრამები?

HR hub: როგორია საგრნტო სქემა?

საგრანტო სქემის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ პროგრამის საინფორმაციო ბიულეტენს.
ინოვაციური საგრანტო პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ: https://iesc.org