HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.
პროექტი 2019 წელს ჩაეშვა და წარმატებით მიმდინარეობს. ამჯერად მეთხუთმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა. ნექსთის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ აქ გამოცდილი HR პროფესიონალები მენტორის როლში საკუთარ ცოდნას პროექტის მონაწილეებს უზიარებენ. გადავწყვიტეთ თათია კობიაშვილისთვის HR hub Next-ის წევრისთვის და მენტორისთვის, ლანა ხარაზიშვილისთვის დაგვესვა კითხვები პროექტის სესახებ. გთავაზობთ მათთან ინტერვიუს.
აღსანიშნავია, რომ თათია დასაქმდა კომპანია Greenway – ში, სადაც მისი მენეტორი ლანა ხარაზიშვილი HR განყოფილების უფროსია.
HR hub: თათა რა მოგიტანათ HR hub Next-მა?
ისევე როგორც HR hub Next-ის თითოეულმა მონაწილემ, შევძელი კიდევ უფრო მეტად გამემყარებინა თეორიული ცოდნა ამ სფეროში. შევხვდი უამრავ საინტერესო ადამიანს, წარმატებულ HR პროფესინალებს და მოვისმინე მათი პრაქტიკული გამოცდილების შესახებ, განვიხილეთ ყველა ქეისი, რომელიც დღესდღეისობით აქტუალურია ქართულ ბაზარზე.
ჩემთვის ამ პროექტმა კიდევ უფრო დიდი ღირებულება შეიძინა მას შემდეგ რაც დავსაქმდი კომპანია Greenway-ში HR სპეციალისტის პოზიციაზე, სადაც მომეცა საშუალება წარმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები.
HR hub: რით არის გამორჩეული ეს პროექტი?
თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ HR hub Next-ის პროექტმა შეძლო მცირე დროის განმავლობაში დაინტერესებული პირებისათვის გაეცნო ის მნიშვნელოვანი მახასიათებლები და თავისებურებები რაც ადამიანური რესურსების მართვის სფეროს გააჩნია. თავად პროექტი გამორჩეულია რადგან არ მეგულება სივრცე სადაც ერთი თვის განმავლობაში შეგეძლება შეხვდე 10 სხვადასხვა ორგანიზაციის HR მენეჯერს და გაუზიარო მათ შენი ინტერესები, დაუსვა შეკითხვები.
HR hub: თათა ურჩევდით კურსის გავლას თქვენს მეგობარებს/ნათესავებს? რას მოუყვებოდით HR hub Next-ზე?
ამ კურსის გავლა თავადაც მეგობრების რეკომენდაციით გადავწყვიტე, თითოეული მათგანის კეთილგანწყობამ პროექტისადმი განაპირობა ჩემი პირვანდელი შთაბეჭდილებებიც. უნდა ითქვას რომ როდესაც კურსზე დავრეგისტრირდი უკვე ვიცოდი რას მოველოდი და მიხარია რომ ეს მოლოდინები სრულად გამართლდა. სამომავლოდ სურვილი მაქვს დამწყებ HR მენეჯერებს გზის გაკვლევაში მეც დავეხმარო და ალბათ ჩემგან პირველი რეკომენდაცია სწორედ რომ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება იქნება.
HR hub: რა მიზნები, გეგმები გაქვთ სამომავლოდ HR სფეროში?
უნდა აღინიშნოს რომ HR სფერო ჩვენს ქვეყანაში დღითიდღე კიდევ უფრო მოთხოვნადი და პერსპექტიული ხდება, რაც მაძლევს იმის საშუალებას რომ ვიფიქრო პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე. ამჟამად კონცენტრირებული ვარ ყველა იმ არსებული საკითხების შესწავლაზე რაც თან ახლავს ჩემს საქმეს და ვცდილობ ამავდროულად თვალი ვადევნო არსებულ სიახლეებსაც.
რომელიმე კონკრეტული მიმართულება ამ ეტაპზე არ მაქვს არჩეული და ვთვლი რომ უმჯობესია თავდაპირველად მაქსიმალურად ვკონცენტრირდე ყველა საჭირო უნარ-ჩვევის გამომუშავებაზე, რაც პრაქტიკულ საქმიანობაში დამეხმარება.
HR hub: ლანა რას ნიშნავს იყო HR hub Next-ის მენტორი?
დიდი ხანია ვადევნებ თვალს HR hub Next-ის პროექტს და თავიდანვე მომწონდა ეს იდეა. ჩემთვის პირველი მენტორობის გამოცდილება იყო და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. აქამდეც მქონია საჯარო ლექციების კუთხით გამოცდილება, თუმცა ეს სულ სხვა მოვლენა იყო პირადად ჩემთვის. იყო HR hub Next-ის მენტორი ჩემთვის ნიშნავს ცოდნის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას და HR სფეროს განვითარებაში შეტანილ წვლილს.
HR hub: თქვენი ერთ–ერთი შეგირდი თათია კობიაშვილი თქვენს კომპანიაში დასაქმდა. რას გვეტყოდით მასზე. როგორ შეარჩიეთ ის?
თათია თავიდანვე გამოირჩეოდა დიდი მოტივაციით და მონდომებით. ჯგუფურ შეხვედრებზე ძალიან აქტიური და მობილიზებული იყო. მასში დიდი პოტენციალი დავინახე და ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი რის გამოც მასზე შევაჩერე არჩევანი და ჩემი მოლოდინები სრულად გამართლდა. თათია ძალიან აქტიურად ჩაერთო სამუშაო პროცესში და დარწმუნებული ვარ კარგი შედეგები გვექნება.
HR hub: ლანა HR hub Next – ის უკვე მეორე ნაკადს გაუწევთ მენტორობას, რას იტყოდით მომავალ თაობაზე და მათ მოტივაციასა და ინტერესზე HR სფეროსადმი?
HR სფეროს მიმართ წლიდან წლამდე იზრდება ინტერესი, რაც ძალიან მახარებს. ჩვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, რომ HR-ების ახალი თაობა სწორ ღირებულებებზე გავზარდოთ და სწორი მიმართულება მივცეთ.
ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში HR სფერო ძალიან განვითარდა და ამითაც აიხსნება დიდი ინტერესი მის მიმართ.
რაც შეეხება მეორე ნაკადის მენტორობას, ჩემთვის დიდი პატივია და მოუთმენლად ველოდები ახალი ჯგუფის გაცნობას.
თუ გსურთ გახდეთ, HR hub Next-ის წევრი დარეგისტრირდით 19 ნოემბრამდე https://forms.gle/TdaKxMLupjpmVShy5