2017 წლის 8 აპრილს HR hub – ის გაზაფხულის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას 3 მენტორი ყავდა და მას “Georgios Ranch“ უმასპინძლა. HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ჰაბის ოფიციალური წევრებისათვის.
მოწვეული მენტორები იყვნენ:
1. ხათუნა ჩხაიძე – EFES საქართველო, სს ლომისი HR დირექტორი
თემა: Performance Managemen-შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა და მისი გავლენა ხელფასებსა და ბონუსებზე
2. მალხაზ სხირტლაძე – კომპანია HT Solutions -ის დირექტორი
თემა: თანამედროვე ტექნოლოგიები HR-ში
3. იგორ სმოლიანკინი – IT ექსპერტი და სპიკერი
თემა: Smart Technologies for a Smarter HR-ში
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს
წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
შეხვედრა გაიმართება 8 აპრილს 12:00, თბილისთან ახლოს, “Georgios Ranch“-ში.
HR hub-ის გაზაფხულის ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერი იყო HT Solutions.
წინ კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება გველოდება!
სტატიის მომზადების თარიღი: 12 აპრილს 2017.