თბილისში HR hub-ის ორგანიზებით, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn გაიმართება. ჯეოსელი იყო პირველი კომპანია, რომელმაც სურვილი გამოთქვა HR Reborn-ის მხარდამჭერი ყოფილიყო.
“ჯეოსელი ბიზნესისთვის B4B“ -ეს არის კომპანიის 2017 წლის ბიზნეს მიმართულება, რომელიც გულისხმობს ბიზნესთან პარტნიორობას არამარტო სატელეკომუნიკაციო პროდუქტების და სერვისების კუთხით, არამედ თანამშრომლობას სხვა სფეროშიც, იქნება ეს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპებთან თანამშრომლობა თუ საინტერესო ინიციატივების მხარდაჭერა. ამ მიმართულებით, პროექტების ნაწილი უკვე ჩაშვებულია, თუმცა უმეტესი ნაწილი სულ მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
ჩვენ ჯეოსელის ბიზნეს მიმართულების დირექტორსა და ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის განყოფილების დირექტორს ვესაუბრეთ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით. გთავაზობთ მათთან ინტერვიუს.
ჯეოსელი იყო პირველი კომპანია, რომელიც HR Reborn-ის მხარდამჭერი გახდა. რატომ დაინტერესდით ამ ღონისძიებით?
ჯეოსელის ბიზნეს მიმართულების დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი:
ჯეოსელის სტრატეგია გულისხმობს, როგორც ინოვაციური პროექტების და სერვისების დანერგვას, ასევე, ამ მიმართულებით, ახალი იდეების და ინიციატივების მხარდაჭერას, შესაბამისად ეს პროექტი ძალიან კარგად მოერგო ჩვენს ხედვას ვიყოთ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია და გვყავდეს ამ საქმეში ბევრი პარტნიორი.
რამდენად შეუწყობს ხელს HR Reborn და მსგავსი ტიპის ღონისძიებები საქართველოში HR სფეროს განვითარებას ?
ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან HR პროფესიონალებს საშუალებას აძლევს კარგად გაეცნონ ამ სფეროს თანამედროვე შესაძლებლობებს და გამოწვევებს. ამ ღონისძიებაზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ამიტომ ჩვენ სპეციალური შეთავაზება შევქმენით, რომ ჩვენ პარტნიორ HR პროფესიონალებს უფრო მარტივად შეძლებოდათ ღონისძიებაზე დასწრება.
გეგმავთ თუ არა მომავალშიც მსგავსი ტიპის ღონისძიებების მხარდაჭერას ?
ბიზნესის მიმართულებით სხვადასხვა სფეროს განვითარების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს გულისხმობს არამარტო მსგავსი ღონისძიების მხარდაჭერას, არამედ მრავალფეროვანი პროდუქტებით, გადაწყვეტილებებით და სერვისებით სხვადასხვა ინდუსტრიის უზრუნველყოფას. მათ შორის, HR მიმართულებით ჩვენმა გუნდმა, პარტნიორებთან ერთად, შექმნა სპეციალური ბიზნეს გადაწყვეტილება და იმედი გვაქვს ამ პროდუქტით რეალურად ხელს შევუწყობთ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს.
ჯეოსელის ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის განყოფილების დირექტორი თინათინ ბონი:
თიკა თქვენ დაესწარით Social Media for HR ტრენინგს ბუდაპეშტში, რომელიც HR Reborn-ის ტრენერებმაჩაატარეს. რამდენად საინტერესო და ინფორმაციული იყო ეს ღონისძიება თქვენთვის ?
მე ყოველთვის ვეძებ პრაქტიკულ, თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ სიახლეებს ჩემს სფეროში. HR Reborn-ი ზუსტად შესაფერისი ღონისძიება აღმოჩნდა, სადაც მსმენელმა ძალიან ბევრი, გამოსადეგი ინფორმაცია მიიღო იმაზე, თუ როგორ იყენებს თანამედროვე HR-ი სოციალურ ქსელს და რა გავლენას ახდენს ეს ბიზნესზე.
რა შეგიძლიათ თქვათ ტრენერებზე კრისზე და პიტზე ?
ორივე ძალიან ძლიერი, პროფესიონალი ტრენერია. კრისი გუგლის წამყვან კლიენტებს უტარებს მასტერკლასებს, პიტი კი Gamification -ის სპეციალისტია. ორივეს გააჩნიათ მარტივად გადმოცემის უნარი რაც ძალიან კარგად აყალიბებს ურთიერთგაგებას მსმენელსა და ტრენერს შორის.
როგორც უკვე აღნიშნეთ პიტი ისაუბრებს Gamification-ზე – თამაშების როლზე HR-ში. რამდენადგამოიყენება აღნიშნული მეთოდი საქართველოში ?
საქართველოსთვის ეს სიახლეა. ჩვენ წელს ვნერგავთ Gamification -ზე დაფუძნებულ საორიენტაციო პროგრამას. ასევე ჩვენი გაყიდვების დეპარტამენტიც მუშაობს gamified სამოტივაციო პროგრამაზე. თამაში ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს სახალისო და თუ სწორად მივუდგებით, ძალიან შთამბეჭდავი შედეგები შეიძლება მივიღოთ.
რამდენად ეფექტურია ციფრული ტექნოლოგიებისა და Gamification-ის გამოყენება HR-ში ?
ახლახან დავესწარი HR ფორუმს ინგლისში, სადაც ძირითადი თემა იყო, HR-ის კრეატიულობის ზრდა, რაც ჩვენს სფეროს მარკეტინგთან ძალიან აახლოვებს. ამისათვის კი აუცილებელია HR-ის სფეროში მოღვაწე ადამიანებმა ავიმაღლოთ ცოდნა და უნარები ჩვენთვის უცნობ სფეროში.
თქვენ არაერთ ტრენინგზე ხართ ნამყოფი. თუმცა ჩვენთან საუბარში აღნიშნეთ, რომ Social Media for HR მაინც გამორჩეული იყო. რა იყო მთავარიგანმასხვავებელი ნიშანი ?
პირველად ამ ტრენინგს ორი წლის წინ დავესწარით, რაც ჩემი გუნდისთვის ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა; დავნერგეთ ძალიან ბევრი სიახლე.დავიწყეთ FACEBOOK-ის აქტიური გამოყენება, შევამცირეთ რეკრუტინგის ხარჯები, აქტიურად შევუდექით დამსაქმებლის იმიჯის დახვეწას.
რას ურჩევდით თქვენს კოლეგებს. რატომ უნდა დაესწრონ HR Reborn-ს ?
ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას ჰქონდა სურვილი დასწრებოდა ამ ტიპის ღონისძიებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა, სამწუხაროდ ვერ ახერხებდნენ. ეს არის უპეცენდენტო შემთხვევა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება საქართველოში და სპონსორების დამსახურებით ფასი არის მინიმალური. ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. HR-ი არ არის განებივრებული ტრენინგებით და ძალიან მიხარია რომ ჰაბმა მოახერხა ძალიან სასარგებლო ღონისძიების ორგანიზება საქართველოში.
დეტალები აქ: https://goo.gl/Go0FJe
განრიგი: goo.gl/zdwUHX