HR hub–ის ორგანიზებით, 14 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00 სთ-ზე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები.
დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ კომპანიას.
როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად?
მონაწილეობის მისაღებად დაარეგისტრირეთ კომპანია/დამსაქმებლის ბრენდი ამ ბმულზე: docs.google.com/forms
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 ივნისი.
გადახედეთ წინა დასაქმების ფეტსივალს: ვიდეო
კარიერისა და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი, შედგება რამდენიმე ნაწილისგან:
- დასაქმებლის ფესტივალი – წარმოდგენილი იქნება 70-მდე ორგანიზაცია, რომლებიც შეხვდებიან კანდიდატებს, გაიმართება გასაუბრებები, მოხდება მათთვის კომპანიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაცნობა და დასაქმება;
- დამსაქმებლების ბრენდების გამოფენა Employer Brand Space (მონაწილობა შეუძლიათ ისეთ საჯარო და კერძო ორგანიზაციებსაც, რომლებსაც მიმდინარედ არ აქვთ აქტიური ვაკანსიები თუმცა უნდათ კანდიდატებს გააცნონ სამუშაო გარემო სამომავლო თანამშრომლობისთვის);
- სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანების გამოსვლები მთავარ სცენაზე და გამოცდილების გაზიარება და მასტერკლასები. ფესტივალზე მოსულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას გაეცნონ, რაც დაეხმარებათ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში, დასაქმებასა და კარიერის დაგეგმვაში.
მიზანი:
კომპანიებს დავეხმაროთ კანდიდატების მოზიდვაში, რადგან მიმდინარე პერიოდი ყველაზე რთულია დამსაქმებლებისთვის. კანდიდატებზე მაღალი მოთხოვნაა, მიწოდება კი დაბალი.
გარდა ამისა, დამსაქმებლის ბრენდებს დავეხმარებით ცნობადობის ზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.
ვინ მოვა დასაქმების ფესტივალზე:
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 10 000-მდე კანდიდატი.
ასაკობრივი ჯგუფი:
- 18 – 31 წლამდე ახალგაზრდები 70%.
- 31 – 45 ასაკის ადამიანები – 30%.
რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა:
- სამუშაოს მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება;
- დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობა.
რა არის დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება:
- თბილისი (ვაკის პარკი): 615 ლარი + VAT
- თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიების სპონსორობით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge
საორგანიზაციო დეტალები:
- თქვენი სივრცე: 4 კვ.მ
- ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი. მაგიდა იქნება გადასაფარებლის გარეშე;
როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:
შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.
პროექტის თაიმლაინი:
1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. დასაქმების ფესტივალი.
HR hub არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ატარებს მასშტაბურ დასაქმების ფესტივალებს.
გადაავლეთ თვალი წინა დასაქმების ფესტივალების ფოტო მასალას და გაეცანით როგორია ფორმატი და როგორ არის მოწყობილი კომპანიების სტენდები:
- 2023 წელი – ფოტოები
- 2022 საახალწლო დასაქმების ფესტივალის ფოტოები
- 2022 საზაფხულო დასაქმების ფესტივალის ფოტოები
- კარიერისა და დასაქმების ფესტივალები;
- საყოველთაო გასაუბრება;
- Tbilisi Jobs;
- Expo Job;
- ჩვენ გეძებთ შენ – დასაქმების ფესტივალები რეგიონებში;
- ონლაინ დასაქმების ფესტივალი;
- Job Fest.
საქართველოს მომავალი ევროპაშია