შემოგვიერთდით

14 ივნისს, ვაკის პარკში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

HR hubის ორგანიზებით  და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, 14 ივნისს, ვაკის პარკში 17:00სთ-დან 19:00სთ–ის ჩათვლით დასაქმების ფესტივალი გაიმართება.

On June 14, at 17:00 to 19:00, Job festival Organized by HR hub, in partnership with Ilia State University will be held at ,,Vake Park” Anyone can attend. It’s free. Just Register here: form

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 50-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

გადახედეთ წინა დასაქმების ფესტივალს: ვიდეო

თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების” გრანდიოზულ შეკრებაზე.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

თუ გსურთ ფესტივალის შესახებ სიახლეები მიიღოთ, დარეგისტრირდით: სარეგისტრაციო

ფესტივალზე  შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.

რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებელს;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • წარმატების კუთხეში, მოისმინოთ საინტერესო სპიკერების გამოსვლები დასაქმებაზე, კარიერასა და მომავლის პროფესიებზე;
  • იპოვოთ სამსახური.

დასაქმების ფესტივალის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება 17:00 სთ-ზე ილიაუნის კარავში სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ მღებრიშვილის მოხსენება თემაზე: „მომავლის პროფესიები“. 

მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს მეგობრებს და ახლობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ.

მიმდინარეობს მონაწილე კომპანიების რეგისტრაციაც, რომლებიც ფესტივალზე წარმოადგენენ დამსაქმებლის ბრენდებს, ვაკანსიებსა და კარიერულ შესაძლებლობებს. თუ გსურთ თქვენი კომპანია შემოუერთდეს ,,დასაქმების ფესტივალს”, დაარეგისტრირეთ აქ: hrhub.ge/job-fest

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი კომპანიები:

  • Radisson RED Tbilisi
  • HeidelbergCement
  • კარფური
  • ROOMS
  • თეგეტა
  • Bolt
  • სსიპ იუსტიციის სახლი
  • ნიკორა ტრეიდი
  • შპს ბაუმერი
  • შპს თოდუას კლინიკა
  • Caucasus Auto Import
  • შპს ევოლუშენ საქართველო
  • Wendys
  • Dunkin
  • Subway
  • სასტუმრო ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი
  • შპს გირტეკა ბიზნეს სერვისები
  • შპს ჯი რიალთაიმ ლაივ
  • შპს სამომხმარებლო მომსახურება
  • აგროჰაბი
  • შპს ჯეო სეიფთი
  • ავტოტექნო
  • ,,გორგია”
  • შპს “გებრიუდერ ვაისი”
  • შპს. გლობალ აუტო იმპორტი
  • ონვეი დელივერი
  • შპს ფარმაცევტული სახლი+ (ფარმსახლი)
  • ორი ნაბიჯი შპს
  • “ქართუ – უნივერსალი
  • Pullman Tbilisi Axis Towers
  • დეილი
  • შპს “გიანთი ლოჯისტიკსი”
  • GMT HOSPITALITY
  • გეფა
  • მოგო
  • რითეილ ჯგუფი
  • შპს დიეფელ გრუპი
  • შპს ,,თბილისი ენერჯი”
  • GWP – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • Italian Citizenship Assistance LLC
  • შპს “ჯსთ რითეილი”
  • შპს კერხერი
  • მეიჯერელი
  • ბრიტანულ-ქართული აკადემია
  • სპარი
  • სს ელიტ ელექტრონიქსი
  • Concentrix Georgia
  • სს მისო “ინტელექსპრესი”
  • სს”სუფთა სახლი”
  • შპს ნავნე
  • Grant Thornton
  • ევექსი
  • შპს ბაუმერი
  • პალიტრა მედია ჰოლდინგი
  • ზოოარეა
  • Upgaming
  • Palitra Media Holding
  • Construction Service
  • გასტრონომი.

ფესტივალის მხარდამჭერები  არიან: Carrefour Georgia, Radisson Red Tbilisi, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასტუმრო ეპიზოდი და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK.

გელოდებით ყველას “დასაქმების ფესტივალზე” და გისურვებთ წარმატებებს!