შემოგვიერთდით

“კარფური”-ს მთავარი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია” – ანა მგალობლიშვილი

HR hubის ორგანიზებით,  14 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00 სთ-ზე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები.

ფესტივალის მხარდამჭერია კომპანია კარფური. “კარფური” ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია “Majid Al Futtaim Retail”, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

“კარფურის” მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

“კარფური” როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში.

“კარფური”-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია.

კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

ჩვენ ანა მგალობლიშვილს, კარფურის ადამიანური კაპიტალის და მდგრადი განვითარების დირექტორს ვესაუბრეთ და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: მოგვიყევით “კარფურის”, როგორც დამსაქმებლის შესახებ. რა არის “კარფურის”, როგორც დამსაქმებლის, კონკურენტული უპირატესობა? რამდენი თანამშრომელია დასაქმებული?

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია – წარმოადგენს მაჯიდ ალ ფუტაიმის საერთაშორისო ჰოლდინგის ნაწილს, რომელიც ოპერირებს 16 ქვეყანაში აღმოსავლეთ ევროპის, არაბეთის და აფრიკის რეგიონებში სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებით, როგორიცაა სავაჭრო ცენტრები, საცალო ვაჭრობა, დეველოპმენტი, ფინანსები, გართობისა და მოდის ინდუსტრია. საქართველოში კი ჰოლდინგი წარმოდგენილია საცალო გაყიდვების მიმართულებით – „კარფური“-ის სავაჭრო ნიშნით.

საქართველოში კარფურის პირველი ჰიპერმარკეტი გაიხსნა 2012 წელს და მას შემდეგ ვფიქრობთ ჩვენი წვლილი შევიტანეთ მომხმარებლებისთვის ერთ სივრცეში შოპინგის განსხვავებული გამოცდილების შექმნაში.

ამჟამად, კარფური წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და ოპერირებს 100 მაღაზიით, სადაც დასაქმებულია 3000 თანამშრომელი.

ჩვენი, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობაა საერთაშორისო ჰოლდინგის წევრობა, რაც მოიაზრებს მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობას, ინკლუზიურ, თანამშრომლებზე ზურნვისა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

HR hub: მოგვიყევით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ

ძლიერი კორპორატიული კულტურა ნებისმიერი კომპანიის წარმატების წინაპირობაა და წარმოადგენს ჩვენი, როგორც დამსაქმებლის ბრენდის კონკურეტულ უპირატესობას. კომპანიის ხედვაა „შევქმნათ საკუკეთესო მომენტები ყველასთვის, ყოველდღე“. ეს ბუნებრივია ეხება ყველა დაინტრესებულ მხარეს დაწყებული მომხმარებლებიდან დამთავრებული კომპანიაში დასაქმებული ადამიანებით. კომპანიის ღირებულებებია „ერთად, გაბედულად, შემართებით“ თითქოს მარტივად ჟღერს, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში გატარება. ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტი ორიენტირებულია შექმნას  ურთიერთხელშემწყობი და გამარჯვებაზე ორიენტირებული გუნდური კულტურა და დანერგოს კორპორატიული ღირებულებები. კარფური არის კომპანია, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციურ გარემოს, სადაც თანამშრომლები თავისუფლად გამოთქვამენ თავიანთ აზრს, არ ეშინიათ შეცდომების დაშვება და ვითარდებიან. კომპანიის მენეჯმენტს გააზრებული აქვს, რომ თანამშრომლებზე ზრუნვის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა. ამიტომ გვაქვს ე.წ. WeCare პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად ვაორგანიზებთ თანამშრომლებისთვის საინტერესო აქტივობებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამშრომლების აზრი და მათი ჩართულობა კომპანიაში მიმდინარე პროცესებში. ამისათვის, ყოველწლიურად ვატარებთ კომპანიის სიჯანსაღის კვლევას, რომელიც საშუალებას გვაძლევს მუდმივად ხელი გვეჭიროს პულსზე, მოვუსმინოთ, გავითვალისწინოთ მათი აზრი და ვიზრუნოთ მუდმივ გაუმჯობესებაზე.

HR hub: რა პროგრამები გაქვთ დანერგილი თქვენი თანამშრომლების ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით? კარიერული ზრდის რა შესაძლებლობებს სთავაზობთ მათ?

კარფური არის კომპანია, სადაც ნებისმიერ თანამშრომელს აქვს ზრდის და განვითარების შესაძლებლობა. ესეც კომპანიის კულტურის ნაწილია, ვინაიდან თითოეული მენეჯერი ხელს უწყობს თანამშრომლების კარიერულ წინსვლას.

2019 წელს ჩვენ გავხსენით ტრეინინგების და განვითარების ცენტრი – რითეილ ბიზნეს სკოლა, რომელიც ყველა თანამშრომელს აძლევს ტრეინინგების გავლის და გადამზადების შესაძლებლობას. რითეილ ბიზნეს სკოლის პროგრამები რამდენიმე მიმართულებას ფარავს:

  • საოპერაციო ტრეინინგები, რომელთა საშუალებითაც თანამშრომლები გამოცდილების გარეშე ეუფლებიან ახალ პროფესიას;
  • ტექნიკური და რბილი უნარების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ტრეინინგები.
  • ლიდერების განვითარების სხვადასხვა პროგრამები.

გარდა ადგილობრივი ინიციატივებისა მუდმივად ინერგება სიახლეები დუბაის სათავო ოფისის ჩართულობით, რაც აძლევს თანამშრომლებს შესაძლებლობას გაიარონ მათზე მორგებული პროგრამები დუბაის სასწავლო აკადემიაში.

HR hub: მე-4 კურსელებისა და ახალ კურსდამთავრებულებისთვის რა კარიერული შესაძლებლობები არსებობს კომპანიაში?

ახალგაზრდა ტალანტების მოძიება და მათთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. ამისათვის გვაქვს ე.წ. “Retail Graduate” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ვაცხადებთ კონკურსს და ვარჩევთ საუკეთესო მე-4 კურსელებსა თუ ახალ კურსდამთავრებულებს. პროგრამის მონაწილეები გადიან 18 თვიან სასწავლო პროგრამას, რომელიც უნიკალურია ჩვენს ბაზარზე. პროგრამა მოიაზრებს არა მხოლოდ საცალო ვაჭრობის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, არამედ საინტერესო პროექტებზე მუშაობასაც. აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდებს აძლევს ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას. მისი წარმატებით დასრულების შემდეგ მათ ვთავაზობთ მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებას.

აღნიშნულ სასწავლო პროგრამას სრულად აფინანსებს კომპანია და მონაწილეებს ენიჭებათ კონკურენტუნარიანი სტიპენდია.

არაერთი სტუდენტი უკვე შემოუერთდა ჩვენს გუნდს, სწავლობს, ვითარდება და ჩართულია ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაში.

HR hub: კარფური დასაქმების ფესტივალის მხარდამჭერია? როგორ იქნება წარმოდგენილი კომპანია ფესტივალზე, რა ვაკანსიებს შესთავაზებთ კანდიდატებს?

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი, ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში არსებული დასაქმების გამოწვევების დაძლევაში, რასაც აღნიშნული ფესტივალიც ემსახურება. ფესტივალის ფარგლებში კომპანიებს საშუალება ეძლევათ დასაქმების მსურველებს აქტიური და პირდაპირი კომუნიკაციით გააცნონ მათი, როგორც დამსაქმებლის უპირატესობები.

ფესტივალზე წარმოვადგენთ როგორც დამწყები, ასევე მენეჯერული როლის ვაკანსიებს, გავაცნობთ ახალგაზრდა მენეჯერების სწავლებისა და დასაქმების პროგრამებს, რომლებიც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა ტალანტებს განავითარონ თავისი უნარები და მიიღონ პროფესიული გამოცდილება.

გელოდებით 14 ივნისს 17:00 ვაკის პარკში დასაქმების ფესტივალზე!

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

კომპანიის სტრატეგია ითვალისწინებს 2024 წლის ბოლომდე 20 მაღაზიის გახსნას, რაც თავის მხრივ შექმნის ქვეყანაში 300-მდე ახალ სამუშაო ადგილს.

ახალი მაღაზიების გახსნით გარდა სამუშაო ადგილების შექმნისა, ხელს ვუწყობთ ქვეყნის ეკომონიკურ განვითარებას ადგილობრივ მეურნეობებთან და ფერმერებთან თანამშრომლობით.

ჩვენ, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, ვთავაზობთ მათ განსაკუთრებულ და მარტივ შოპინგის გამოცდილებას, თვითმომსახურების სალარობითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.