შემოგვიერთდით

VELI.store და HR hub – ის პარტნიორები გახდნენ

VELI.store HR hub – ის პარტნიორი გახდა.

ამ თემასა და სამომავლო გეგმებზე, ანიტა ყიფიანს – კორპორატიული პარტნიორობის მენეჯერს ვესაუბრეთ.

HR hub: მოგვიყევით რატომ გადაწყდა VELI.store-ის კორპორატიული მიმართულების შექმნა, იყო თუ არა ამაზე მოთხოვნა მომხმარებლისგან და რა შეთავაზებები გაქვთ ორგანიზაციებისთვის?

VELI.store-ის კორპორატიული მიმართულების შექმნის მიზანი იყო, ისეთივე მაღალი ხარისხის და მოსახერხებელი ონლაინ შოპინგის გამოცდილება შეგვექმნა ბიზნეს მომხმარებლებისთვის, როგორსაც საცალო მიმართულებას ვაწვდით. ბაზარზე არ არსებობდა ერთიანი მომწოდებელი, რომელიც ყველა პროდუქტს ერთად უყრის თავს და გთავაზობს მარტივ მომარაგების სქემას. გადავწყვიტეთ შეგვეთავაზებინა ორგანიზაციებისთვის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომელიც მორგებულია მათ ბიზნეს საჭიროებებზე და ავტომატიზებული გადახდის სისტემა, რაც მათ ყოველდღიური შესყიდვების პროცესს გაამარტივებდა.

HR hub: VELI HR Hub-ის პარტნიორი გახდა, რას უნდა ელოდოს HR საზოგადოება ამ თანამშრომლობისგან?

HR საზოგადოება უნდა ელოდოს უპირატესობას, როგორიცაა უნიკალური შეთავაზებები და სპეციალური ფასდაკლებები VELI.store-ის პროდუქციაზე, რაც HR-ებს ყოველდღიურობას გაუმარტივებს და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. VELI.store მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებაზე. გვინდა პარტნიორ ორგანიზაციებშიც ჩვენი შეთავაზებებით წვლილი შევიტანოთ, თანამშრომლების კმაყოფილების ზრდაში. ჩვენი თანამშრომლობა HR კამპანიებს და პროცესებს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

HR hub: VELI HR ბიზნეს სამიტის მხარდამჭერიც იყო, როგორ წარმოადგინეთ კომპანია წლის მთავარ HR ღონისძიებაზე?

ველი ბიზნესის გუნდი სამიტზე აქტიურად ჩაერთო აუდიტორიისთვის გამოცდილების გაზიარებაში. მონაწილეებს გავაცანით ბიზნესისთვის შოპინგის თანამედროვე მიდგომები. გავუზიარეთ, როგორ შეუძლიათ ველი ბიზნესის დახმარებით ორგანიზაციების ყოველდღიური საჭიროებების გამარტივება. სამიტის მიწურულს, დავაორგანიზეთ ინტერაქციული გათამაშება, სადაც მონაწილეებს ველი ბიზნეს მომხმარებლების ყველაზე მოთხოვნადი და საყვარელი პროდუქტები გადავეცით.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ჩვენი მთავარი მიზანი ველი ბიზნესის განვითარებაა, რათა კიდევ უფრო მეტი ბიზნეს მომხმარებლისთვის შევქმნათ გამორჩეული და მოსახერხებელი სავაჭრო გამოცდილება. სამომავლოდ, ვგეგმავთ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვას, რომლებიც ბიზნესებს დროისა და რესურსების დაზოგვაში დაეხმარება. ასევე, ვმუშაობთ პარტნიორული ქსელის გაფართოებაზე და ახალი კოლაბორაციების ჩამოყალიბებაზე, რათა ჩვენი შეთავაზებები უფრო მიმზიდველი და მრავალფეროვანი გახდეს. ასევე, ჩვენი მიზანია, რომ ველი ბიზნესი საქართველოში ბიზნესებისთვის ციფრული ვაჭრობის №1 მიმართულება გახდეს.