HR hub-ის ორგანიზებით, 10 აპრილს, 17:00 სთ-ზე, IT აკადემია STEP-ის სივრცეში, ღონისძიება “HR&Tech” ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია ტექნოლოგიებში HR მენეჯერებისთვის საჭირო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ნეთვორქინგი.
პროექტის ფარგლებში მოვიცავთ და გავზრდით ცნობიერებას ყველა თემის შესახებ, რისი ცოდნაც HR მენეჯერებს ტენოლოგიებში ახლა და სამომავლოდ სჭირდებათ.
მთავარი თემაა ,,მომავლის სამუშაო ბაზარი”.
ღონისძიება განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ გავლენას ახდენს თანამედროვე ტექნოლოგიები სამუშაო ბაზარსა და HR ინდუსტრიაზე.
დელეგატები ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორიდან დაესწრებიან.
დღევანდელი სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიური გარემო HR სპეციალისტებისგან მოითხოვს მუდმივ ადაპტაციასა და განვითარებას. სპიკერები გაგვიზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას ადამიანური კაპიტალის მართვისა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, რომლებიც HR მენეჯერებს ყოველდღიურ საქმიანობაში სჭირდებათ და რაც მათ სამუშაო პროცესების ეფექტურობის ზრდაში დაეხმარებათ.
დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზე: forms.gle/wFksngB7Q7zQTPaM8
ღონისძიებაზე დასწრების ღირებულებაა: 87 ლარი
მთავარი თემებია:
- ციფრული ტრანსფორმაციის გავლენა სამუშაო ბაზარზე;
- ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების როლი კანდიატების შერჩევასა და თანამშრომლების განვითარებაში;
- მომავლის თანამშრომლების მოთხოვნები და საჭირო უნარები;
- Gig Economy-ის გამოწვევები და შესაძლებლობები;
- HR 4.0-ის პერსპექტივა – როგორ შევქმნათ ინოვაციური და მოქნილი სამუშაო გარემო.
რატომ უნდა დავესწროთ ღონისძიებას?
-
იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში და გაეცნობით მიმდინარე სიახლეებს;
-
გაიზიარებთ კოლეგების ცოდნასა და გამოცდილებას;
-
აღმოაჩენთ, გაიცნობთ და გაეცნობით საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში.
ვინ იქნებიან სპიკერები:
1.მაკა მახათაძე – IT academy step -ის დამფუძნებელი და დირექტორი
თემა: „მომავლის სამუშაო ბაზარი: ტექნოლოგიები – შესაძლებლობები თუ გამოწვევა HR ინდუსტრიაში?“
2. ნინო ეფხოშვილი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი
თემა: Gig Economy -ის გამოწვევები და შესაძლებლობები
Gig ეკონომიკა, როგორც ერთ-ერთი მთავარი თანამშრომლობის ფორმა. მისი ძირითადი პრინციპები გამოწვევები და შესაძლებლობები. Gig ეკონომიკა არის სახელმწიფო თუ მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი, სადაც ადამიანები მუშაობენ დროებით, პროექტებზე ან მოკლევადიან სამუშაოებზე, ძირითადად სფეროსთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პლატფორმების საშუალებით, მაგალითად UBER, GLOVO, UPWORK და სხვა.
3. სხვა სპიკერებიც მალე დაემატება
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 აპრილი.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@hrhub.ge 555362263 ან 591990107.
ღონისძიების პარტნიორი და ტექნოლოგიების თემის წარმდგენია IT Academy Step.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სამუშაო სივრცე Network, Grant Thornton Georgia, Geosoft.
მედია პარტნიორები: პალიტრა ნიუსი, ამბები.ge, bpn