შემოგვიერთდით

HR Vision 2026 – 19 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება HR ტრენდებსა და სიახლეებს დაეთმობა

HR hub – ის ორგანიზებით, 19 თებერვალს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის დიდ დარბაზში, 2026 წლის პირველი HR ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების პროგრამა დატვირთულია და  ორი ნაწილისგან შედგება:

  • პირველი ნაწილი დაეთმობა შრომის ბაზარზე 2026 წლის აქტუალურ თემებს, რომლებზეც სპიკერები ისაუბრებენ;
  • ღონისძიების მეორე ნაწილი კი დაეთმობა ინტელექტუალურ თამაშს ,,რა? სად? როდის?” HR-ში, რომელიც HR მენეჯერებისთვის საქართველოში პირველად ჩატარდება.

HR hub-ის 2026 წლის პირველი ღონისძიება HR ტრენდებსა და სიახლეებს დაეთმობა.

  • 2026 წლის HR ტრენდები;
  • რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი;
  • რა არის აქტუალური ეიჩარში ამ ეტაპზე;
  • ველბინგის, ველნესის და თანამშრომელთა ზრუნვის პროგრამები;
  • როდის ხდება ცვლილებების დრო.

ვინ იქნებიან სპიკერები და რა თემებზე ისაუბრებენ

  • სანდრო ჯეჯელავა – Flowmaster – ის დამფუძნებელი და დირექტორი

თემა: მრავალფეროვანი და არამარტო ადამიანური რესურსის მართვა – HR-ის როლის ცვლილება ai “თანამშრომლების”, part timer/freelancer-ების და GenZ-ების ხანაში;

  • თეონა ბაღათურიაHR კონსულტანტი

თემა: თანამშრომელთა მიკუთვნებულობის ძალა

ღონისძიების მიზანია ცოდნისა და ადამიანური კაპიტალის მართვის გამოცდილების გაზიარება ბიზნეს სექტორში და HR მენეჯერის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი როლის გაძლიერება.

ღონისძიების მეორე ნაწილის ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?” HR-ში დეტალების სანახავად გადადით ბმულზე: hrhub.ge/hrwin

რატომ უნდა დავესწროთ ღონისძიებას?

  • იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში და გაეცნობით მიმდინარე  სიახლეებს;

  • გაიზიარებთ კოლეგების ცოდნასა და გამოცდილებას;

  • აღმოაჩენთ, გაიცნობთ და გაეცნობით საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში.

ღონისძიებაზე დასწრების ღირებულებაა: 100 ლარი + დღგ

დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზე: forms.gle

ვისთვისაა ღონისძიება?

კერძო და საჯარო სექტორის:

  • HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა  მიმართულების თანამშრომლები);
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის;
  • დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
  • C-Suite – TOP მენეჯერებისთვის.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 თებერვალი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@hrhub.ge 555362263 ან 591990107.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:  სასტუმრო ეპიზოდისამუშაო სივრცე  NetworkGrant Thornton Georgia, Geosoft.