შემოგვიერთდით

ვინ იქნებიან საახალწლო HR Night – ის სპიკერები?

18 დეკემბერს, 20:00 სთ-ზე  English Book Education-ის ინოვაციურ სივრცეში (ვეფხისტყაოსნის ქ. N92HR hub-ის საახალწლო HR Night გაიმართება. 

ღონისძიება HR სფეროს წარმომადგენლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა კომუნიკაციისთვის,  დისკუსიისთვის, გამოცდილების გაზიარების, იდეების გაცვლისთვისა და განტვირთვისთვის.
HR Nights ჰაბის ყოველთვიური შეხვედრების განახლებული ფორმატია, რომელიც ოფიციალურ ნაწილთან ერთად, გასართობი ელემენტებით გამოირჩევა.
წლის ბოლო ღონისძიება გამორჩეული იქნება. გვეყოლება ორი სპიკერი: ანდრო დგებუაძე და სოფიო ლებანიძე.
პროფესიონალი ტრენერი ანდრო დგებუაძე ისაუბრებს თემაზე ,,ანდროს ნებისმიერი თემა საინტერესოა”. მართალია, მისი ყველა გამოსვლა საინტერესოა, თუმცა აქცენტს  “თვითშემეცნებასა და HR მართვის ტენდენციებზე” გააკეთებს.
არანაკლებ საინტერესო თემით ,,როგორ შევხვდეთ ახალ წელს კონფლიქტების გარეშე?!” თქვენთან შესახვედრად ემზადება პსპ დაზღვევის გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე თემით: “როგორ შევხვდეთ ახალ წელს კონფლიქტების გარშე?!” ის გაგიზიარებთ გამოცდილებას შემდეგი მიმართულებებით:
  • არსებობს თუ არა „რეცეპტი“ შიდა ორგანიზაციული კონფლიქტების მართვაში;
  • ქცევის მართვა, როგორც კონსტრუქციული კონფლიქტების წინაპირობა;
  • ეფექტური მუშაობის პრაქტიკის დანერგვა როგორც კონფლიქტის მართვის მნიშვნელოვანი ატრიბუტი.

კომპანია კატალისტ თიმბილდინგ საქართველო  შემოგთავაზებთ ღონისძიების არაოფიციალური ნაწილს, სახალისო გუნდურ თამაშს, საახალწლო პროგრამას Quick Fire, რომელიც არის ძალიან სახალისო. გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება. ასევე, თქვენს წინა საახალწლო განწყობაზე იზრუნებენ ,,ოქროს ბიჭები” რემბო და გუკა სალუქვაძე.

დრეს კოდი: წითელი ან/და თეთრი და აუცილებლად მომღიმარი სახეები.

სასურველი ავტომობილები დატოვოთ სახლში, რათა თავისუფლად მიირთვათ ალკოჰოლი.

თუ თქვენც ფიქრობთ, რომ ეს არის ღონისძიება, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწროთ, მაშინ გელოდებით. დარეგისტრირდით 18 დეკემბრამდე: https://bit.ly/2Hjh4jh. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია HR მენეჯერებისთვის.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:  პსპ დაზღვევა, პალიტრა მედია ჰოლდინგი English Book Education და Grant Thornton Georgia.

  •  
  •  
  •  
  •