HR hub-ის ორგანიზებით, 7 მაისს, მოსავალი ივენთ ჰოლში, ქვეყნის მთავარი HR მოვლენა, HR ბიზნეს სამიტი 2026 ჩატარდება. ღონისძიება 12:30 სთ-ზე დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. კარი გაიხსნება 11:30სთ-ზე.
ღონისძიების წარმდგენია სადაზღვევო კომპანია ვაიზერი, ვერცხლის სპონსორია Bemor, პარტნიორები არიან: Flutter Central & Eastern Europe, Solvit, Telnet. HR VS CEO დებატებს წარმოგიდგენთ Upgaming.
დეტალური განრიგი, HR Host-ები, თემები. აირჩიეთ სასურველი მაგიდა: https://shorturl.at/0GoE0
მაგიდები დანომრილია და სად დასხდეთ არჩევთ თქვენ იმის მიხედვით თუ რომელი თემა და სპიკერი გაინტერესებთ HR ნადიმზე: https://shorturl.at/0GoE0
განრიგი
- 12:00 რეგისტრაცია
- 12:30 –14:00 ღონისძიების გახსნა და სპიკერები: სანდრო ჯეჯელავა, ირაკლი ჩომახაშვილი, თეონა ცირამუა
- 14:00 – 14:35 HR VS CEO დებატები მთავარ სცენაზე
- 14:35 – 17:05 HR ნადიმი HR მასპინძლებით წამყვანი პაატა პაპავა
- 16:00-17:10 ვორქშოპები (ეზოში და მეორე სართულზე)
- 17:05 – 18:05 სპიკერები: ლადო კილასონია, Dave Turner, იაკო ჯიქია, ცირა კემულარია
- 18:25 – 18:45 გათამაშება
- 18:45 – ,,ვაიზერის“ After Party – მებო ნუცუბიძის ბენდი.
9 წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიება წელსაც გამორჩეული იქნება და ბევრ სიახლეს გპირდებათ.
HR ბიზნეს სამიტის ბილეთების ინდივიდუალურად და კორპორატიულად შესაძენად გადადით ბმულზე: ბილეთები
ბილეთის ღირებულება: 354 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია 7 მაისამდე.
კონცეფცია აგებულია: ინსპირაციაზე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ნეთვორქინგზე. რა თქმა უნდა არც გასართობი აქტოვობები და პრიზები დაგვიწყებია.
სამიტზე დასწრებით გაიგებთ სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებს, გაიცნობთ ახალ ადამიანებს და ერთ სივრცეში შეხვდებით უკვე კარგად ნაცნობ კოლეგებს. გელოდებათ შთამაგონებელი გამოსვლები, ვორქშოპები და ნეთვორქინგი.
წელს მთავარი თემებია ტალანტები და შთაგონება წარმატებისთვის, რომელსაც ორი მიმართულებით გავშლით:
- ტალანტები, როგორც კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ტალანტ მენეჯმენტი 360°: ლიდერობა, მოტივაცია და კულტურა, როგორც ორგანიზაციის წარმატების საფუძველი;
- ლიდერები, რომლებიც ქმნიან ინოვაციას. როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავსა და თანამშრომლებს სხვადასხვა პერსონალური ტალანტის წარმოჩენასა და რეალიზაციაში. ასევე, როგორ წავახალისოთ იდეები და სამეწარმეო მისწრაფებები გუნდში.
როგორი იქნება ღონისძიების ფორმატი და რა აქტივობებია დაგეგმილი წლევანდელ სამიტზე?
- სპიკერების გამოსვლები მთავარ სცენაზე. წელს სამიტის სცენას სხვადასხვა სფეროს ტალანტები დაიკავებენ და საკუთარ ისტორიებს მოგვიყვებიან;
- ვორქშოპებს წარმოგვიდგენს: ვაიზერი, Flutter Central & Eastern Europe, Bewise, Teamboat, Flowmaster, From Space, Grant Thornton, DokimAI. ვორქშოპების დეტალები: https://hrhub.ge/workshops-2026/
- ასევე პირველად, სამიტის ისტორიაში, გაიმართება ცხელი დებატები HR VS CEO, რომელსაც გივი გიორგაძე Bubblehead-ის თანადამფუძნებელი გაუძღვება. დებატების მონაწილეები: თორნიკე გურული – გორგიას აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ნონიკაშვილი – ევროკრედიტის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ ბაქრაძე – Upgaming-ის Chief People Officer.
- HR ნადიმი – ბიზნეს ლანჩი, საქმიანი დიალოგის ახალი კულტურა, რომელსაც პაატა პაპავა და თიმბოუთი გაუძღვება. აქ მრგვალი მაგიდების გარშემო კომპანიის HR ლიდერები, ექსპერტები და სხვადასხვა HR სერვის კომპანიები, HR მასპინძლები (Host – ები) სხვადასხვა აქტუალური თემით “ბიზნეს ლანჩზე” გიმასპინძლებენ. სამიტის ამ ბლოკის მიზანია მონაწილეებს შორის გაიმართოს აქტიური დიალოგი და გაიშალოს აქტუალური თემები. აქ თითოეული მოანწილე, მაგიდის წევრი, ცოცხალი და დინამიკური საქმიანი საუბრის თანამონაწილე ხდება. Teamboat-ის მხარდაჭერით შექმნილი ეს ფორმატი ხელს შეუწყობს აუდიტორიას, კრეატიულად შეხედოს კარგი მასპინძლობისა და საქმიანი საუბრების სინერგიას, გაიცნოთ ახალი კოლეგები და გაიზიაროთ საინტერესო და სასარგებლო ცოდნა, გამოცდილება და ინფორმაცია. ნეთვორქინგის მიზნებისთვის თითოეულ მაგიდასთან სხვადასხვა კომპანიის წარმოამდგენლები შეიკრიბებიან. გთხოვთ ერთი კომპანიის წარმოადგენლები თქვენ მიერ წინასწარ შერჩეულ სხვადასხვა მაგიდაზე განთავსდით. თითოეული მაგიდის თემა და მასპინძელი სპიკერი წინასწარ ცნობილია და გთხოვთ იხილოთ და გაეცნოთ ქვემოთ. ეს ბლოკი ღონისძიების მტავარ სივრცეში გაიმართება. გემიერ და საინტერესო ბიზნეს ლანჩზე გეპატიჟებით!
- HR Expo ღონისძიებაზე დაგხვდებათ გამოფენა, სადაც სხვადასხვა კომპანია საინტერესო და საჭირო HR სერვისებს გაგაცნობთ და სპეციალურ კორპორატიულ შეთავაზებებსაც გაგიკეთებენ;
- სახალისო და შემეცნებითი აქტივობები;
- გათამაშებები, უამრავი საჩუქარი გელოდებათ;
- ვაიზერი წარმოგიდგენთ After Party-ის სადაც თქვენთვის მებო ნუცუბიძის ბენდი დაუკრავს.
ვინ იქნებიან სპიკერები მთავარ სცენაზე და რა თემებზე ისაუბრებენ?
- ცირა კემულარია – Vice President Corporate and UK Country Controller ( Shell International Ltd, London UK), Senior Independent Director of TBC Bank Group PLC, as a Trustee of the British Gas Pension Scheme, stewarding a multi billion pound legacy fund. ის გახლავთ, გლობალური ფინანსებისა და მმართველობის ლიდერი, რომლის კარიერაც მოიცავს 25 წელზე მეტ პერიოდს, მრავალ კონტინენტსა და მსოფლიოს ყველაზე კომპლექსურ ორგანიზაციებში.
თემა: გზა, რომელიც კომფორტს მიღმა იწყება
- ირაკლი ჩომახაშვილი – JPD Group-ის დამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრი და სამართლის დოქტორანტი.
თემა: HR, როგორც რისკ მენეჯერი
HR-ის როლი სამართლებრივი რისკების მართვაში, თანამშრომლებთან დაკავშირებული ფინანსური რისკები, პრევენცია vs litigation cost
- თეონა ცირამუა – გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი
თემა: როგორ მივაღწიოთ გუნდში ჰარმონიას
- სანდრო ჯეჯელავა Flowmaster – ის დამფუძნებელი და დირექტორი
თემა: ტალანტების გუნდი ბუნებრივი და ხელოვნური ინტელექტით
- ლადო კილასონია – საქართველოს მორაგბეთა ნაკრების და ,,შავი ლომის’’ მწვრთნელი. საქართველოს 19 და 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი. ოთხჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი. 2005 წელს როგორც მოთამაშე, 2011, 2013 და 2014 კი როგორც მწვრთნელი. არის 7 წიგნის ავტორი.
თემა: ნიჭთან ურთიერთობა
- იაკო ჯიქია – ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომელმაც ტრავმის მიღების შემდგომ კარიერა კორპორატიულ სამყაროში საშუალო და უმაღლესი რგოლის პოზიციებზე გააგრძელა, შემდეგ კი პარტნიორებთან ერთად დააფუძნა Helio AI, რომელიც შერჩევის პროცესების ავტომატიზაციაში ასობით კომპანიას 8 ქვეყანაში ეხმარება.
თემა: უკან მომავალში /Back To The Future
- Dave Turner – Catalyst Global, Head of Partner Engagement
HR ნადიმზე, ბიზნეს ლანჩზე კი HR Host-ები გიმასპინძლებთ სხვადასხვა აქტუალური თემით?
- მარიამ სირბილაძე – თანამშრომლების სწავლებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მაკდონალდს საქართველო
თემა: განვითარება, რომელიც ადამიანებს ცვლის და ბიზნესს აძლიერებს
- თინათინ ბონი – iGaming Live Casino HR Vice President
თემა: საერთაშორისო HR-ი. გამოცდილება, გამოწვევები და სტრატეგია.
- ია გაბეხაძე – ,,ზუმერის” ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თემა: HR ტრანსფორმაცია Retail-ში ანუ რა გამოწვევები იყო ამ ინდუსტრიაში 5-10 წლის წინ და როგორი რეალობაა დღეს.
- გრიგოლ სიდამონიძე – ადვოკატი, 15 წლიანი გამოცდილებით კორპორატიულ სამართალში და შრომით ურთიერთობებში. Denuo Legal Services Tbilisi-ს პარტნიორი.
- შორენა იმესაშვილი – DGN Consulting -ის მმართველ პარტნიორი.
თემა: HR ადმინისტრირების რეალური გამოწვევები შრომის კოდექსის რეგულაციების მიხედვით
- თამარი სიმონგულაშვილი – ორგანიზაციული და ინდივიდუალური ფსიქოლოგიის კონსულტანტი, GEC – Business Growth Services
თემა: მოტივაციის ფარული ანატომია: რატომ მარცხდება ბონუსების სისტემა და რატომ ვერ ცვლის ტალანტ – სტრატეგია შინაგან მოტივაციას
- ანი ხარშილაძე – Flowmaster-ის დირექტორი
თემა: LMS-ის „რესტარტი“: როგორ ცვლის AI შიდა სწავლების მოდელს?
- ვანო ნადირაძე – Flowmaster-ის თანადამფუძნებელი
თემა: Agile & AI
- რუსუდან თელია – ACT Global-ის თანადამფუძნებელი, კონსულტანტი & ტრენერი
თემა: ვიცით, მაგრამ არ ვაკეთებთ” – რატომ არ მოაქვს რეალური ცვლილება ტრენინგებს ?
- ლიკა ნოზაძე – ლიდერშიფის და ორგანიზაციული კეთილდღეობის კონსულტანტი
თემა: რას ამბობ გამარჯობის შემდეგ? – კომუნიკაციის დეკოდირება ტრანზაქციული ანალიზით
- ეკა მაჭავარიანი – Clarsen (რეგულაციური შესაბამისობის და მენეჯმენტ კონსალტინგის კომპანია) – People & Operations Consultant
თემა: ლიდერობა სისტემების ეპოქაში: როგორ იქმნება რეალური შედეგი.
-
Bewise – ეფექტიანი ოპერაციებისა და ინოვაციების ბალანსის მართვა ორგანიზაციაში
ეს არის პრაქტიკული ვორქშოფი მათთვის, ვინც სურს ბიზნეს ოპერაციებზე ახლებურად ფიქრი და ინოვაციის ყოველდღიურ პრაქტიკად ქცევა სწრაფად ცვალებად გარემოში. პროგრამა ეხმარება HR პროფესიონალებსა და ბიზნეს ლიდერებს ოპერაციული ეფექტიანობისა და ინოვაციის ბალანსის პოვნაში, სტარტაპული და მეწარმეობრივი მიდგომების ინტეგრაციით. მონაწილეები დაეუფლებიან თანამედროვე ინსტრუმენტებს — პროტოტიპირებას, სწრაფ ვალიდაციას, ჰიპოთეზებზე დაფუძნებულ აზროვნებას, Agile და AI-ზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მხარდაჭერას — ორგანიზაციული ადაპტაციისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების გასაძლიერებლად.
სპიკერები: ია ნადირაშვილი და მარიკა კლდიაშვილი
- DokimAI – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული შეფასების სისტემა HR პროცესებისთვის. თანამშრომლების, ან სამსახურის მაძიებელთა ტესტირების სრული ციკლი – ცოდნის, უნარების, მოტივაციის და პერსონალური შეფასებები AI-ს მიერ დაგენერირებული დეტალური უკუკავშირით.
სპიკერი: პაატა სირბილაძე DokimAI-ს დამფუძნებელი.
- Solvit – ის მაგიდა
- Telnet – მაგიდა
- Wiser – ის მაგიდა
- Teamboat – ის მაგიდა
- Inedit – ის მაგიდა
- Bemore – ის მაგიდა
- Develor – ის მაგიდა
სამიტის HR Expo – ში წარმოდგენილი იქნება კომპანიები სპეციალური კორპორატიული შეთავაზებებით:
Solvit, Telnet Safco, Wowchy, Varnini, treedisaign, Catalyst Global, Novotel Tbilisi Center, Helio AI, One Point, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ, Sand Play Teambuilding, CN Group.
ვისთვისაა ღონისძიება?
ღონისძიება განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორის: HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები), დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის, C-Suite – TOP მენეჯერებისთვის, მენეჯერებისთვის; HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.
ტრანსპორტირება: უზრუნველვყოფთ თბილისიდან “მოსავალი ივენთ ჰოლში” ტრანსპორტირებას. ორივე გზას. გთხოვთ სარეგისტრაციო ფორმაში მიუთითეთ ისარგებლებთ თუ არა ჩვენი ტრანსპორტით.
შემოგვიერთდით HR გუნდებთან ერთად!
ჩვენ ერთად ვქმნით ქვეყნის მთავარ HR ღონისძიებას, დღეს, რომელიც სულ გემახსოვრებათ!
მხარდამჭერები: Teamboat, INEDIT, Grant Thornton Georgia, Flowmaster behavency, Catalyst Teambuilding Georgia,Varanini, JDE Professional საკონდიტრო ბელა treedisaign, Geosoft, HR School, Network • ნეთვორქი, Wonderfly, Novotel Tbilisi Center, One Point.
მედია მხარდამჭერია: Radio Fortuna FM 106,9
გადახედეთ HR ბიზნეს სამიტის 9 წლიან ისტორიას:


