შემოგვიერთდით

წარადგინე შენი ბრენდი კორპორატიულ მარკეტზე და გაზარდე გაყიდვები!

კორპორატიული მარკეტი — ადგილი, სადაც ბიზნესისთვის საინტერესო შეთავაზებები ერთ სივრცეში იყრის თავს!

HR hub-ის ორგანიზებით 20 ოქტომბერს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება „კორპორატიული მარკეტი“ — კორპორატიული შეთავაზებების დიდი გამოფენა, რომელიც კომპანიებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, პარტნიორების მოძიებასა და თანამშრომლებისთვის საინტერესო ბენეფიტების შექმნაში დაეხმარება.

გთავაზობთ, გახდეთ „კორპორატიული მარკეტის“ მონაწილე — კორპორატიული შეთავაზებების ფართომასშტაბიანი გამოფენის, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა ბიზნეს სექტორს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, HR პროფესიონალებსა და კომპანიების TOP მენეჯმენტის წარმომადგენლებს.

ეს არის შესაძლებლობა, თქვენი ბრენდი, პროდუქტი და სერვისი პირდაპირ კორპორატიულ აუდიტორიას წარუდგინოთ და დაამყაროთ ახალი ბიზნეს კონტაქტები.

თუ გსურთ თქვენი პროდუქტი ან სერვისი კიდევ უფრო მეტ კომპანიას გააცნოთ, მაშინ „კორპორატიული მარკეტი“ თქვენთვისაა!

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

„კორპორატიული მარკეტი“ გაძლევთ შესაძლებლობას:

  • წარმოაჩინოთ თქვენი ბრენდი ახალი აუდიტორიის წინაშე;

  • გააცნოთ კომპანიებს თქვენი პროდუქტი და მომსახურება;

  • წარადგინოთ სპეციალური კორპორატიული შეთავაზებები;

  • დაამყაროთ ახალი ბიზნეს კონტაქტები;

  • შეხვდეთ პოტენციურ კორპორატიულ პარტნიორებსა და მომხმარებლებს;

  • შექმნათ ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები;

  • გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა B2B და კორპორატიულ სეგმენტში.

მაშ ასე, თუ გაქვთ პროდუქტი ან სერვისი, რომელიც საინტერესოა კომპანიებისთვის, თანამშრომლებისთვის ან კორპორატიული ბენეფიტებისთვის — შემოგვიერთდით, გახდით „კორპორატიული მარკეტის“ მონაწილე და თქვენი შეთავაზება წარმოაჩინეთ.

📩 მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 1 ოქტომბრამდე და მოასწარით სპეციალური ფასით სარგებლობა:

forms.gle

მონაწილეობის პაკეტი

„კორპორატიულ მარკეტში“ მონაწილეობის პაკეტი მოიცავს:

  • საგამოფენო სივრცეს — გამოყოფილ სივრცეს თქვენი კომპანიის სტენდის მოსაწყობად;

  • სტენდის მოწყობის შესაძლებლობას — სივრცის ბრენდინგისა და თქვენი კომპანიის ვიზუალური მასალებით გაფორმების შესაძლებლობას (თქვენს მიერ);

  • ბრენდის დასახელებისა და ლოგოს განთავსებას ღონისძიების მონაწილე კომპანიების საკომუნიკაციო მასალებში;

  • პროდუქტისა და სერვისის პრეზენტაციის შესაძლებლობას — სტუმრებისთვის თქვენი შეთავაზებების გაცნობასა და პროდუქტის დემონსტრირებას;

  • კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობას — სტენდზე სტუმრებთან კომუნიკაციისა და კონსულტაციისთვის;

  • სპეციალური კორპორატიული შეთავაზების წარდგენას ღონისძიების სტუმრებისთვის;

  • ბიზნეს კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას — სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელთან და HR პროფესიონალებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით;

  • ღონისძიების საერთო საპრომოციო კომუნიკაციაში მონაწილეობას;

  • ღონისძიების ციფრულ მასალებში ბრენდის წარმოჩენას;

  • მონაწილე კომპანიის სტატუსს და ღონისძიებაზე თქვენი ბრენდის ოფიციალურ წარმოდგენას.

დამატებით შესაძლებელია:

  • პროდუქტის დეგუსტაცია ან დემონსტრაცია;

  • პრომო-აქტივობის ჩატარება;

  • ბრენდირებული საჩუქრებისა და საინფორმაციო მასალების დარიგება;

  • სპონსორული და დამატებითი სარეკლამო ინტეგრაციები.

მონაწილეობის ღირებულება

  • Standard — 800 ₾ + დღგ (სტარტაპი 650 +დღგ) – ეს ფასი ძალაშია 5 ოქტომბრამდე რეგისტირებული კომპანიებისთვის

    • სტენდის სივრცე

    • მაგიდა/სკამები

    • ბრენდის დასახელება ღონისძიების კატალოგში

    • 1–2 წარმომადგენლის დაშვება

  • Premium — 1,500 ₾+ დღგ 

    • უფრო ხილული/უკეთესი ლოკაცია

    • ყველაფერი Standard-იდან

    • სოციალური მედიის/ღონისძიების კომუნიკაციაში ბრენდის გამოჩენა

    • 3-4 წარმომადგენლის დაშვება

    • დამატებითი ბრენდირებული აქტივობის შესაძლებლობა

  • Sponsor — 3,000 ₾+ დღგ 

    • საუკეთესო ლოკაცია

    • მთავარი ხილვადობა

    • სცენაზე თქვენი წარმომადგენლის გამოსვლა სიტყვით

    • სოციალური მედიის/ღონისძიების კომუნიკაციაში ბრენდის გამოჩენა

    • საპრომოციო აქტივობა

    • ლოგო მთავარ ვიზუალებზე

ღირებულებაში შედის: სტენდის ფართობი 2X2 მ² / მაგიდა / სკამები / დენის წყარო .

თუ გსურთ თქვენი კომპანია ახალ შესაძლებლობებს შეხვდეს და ერთ სივრცეში გაეცნოთ სხვადასხვა ბიზნესის სპეციალურ შეთავაზებებს — ეს ღონისძიება თქვენთვისაა!

შემოგვიერთდით „კორპორატიულ მარკეტზე“ — აღმოაჩინეთ ახალი შეთავაზებები, გაიცანით ახალი პარტნიორები და შექმენით ახალი შესაძლებლობები თქვენი ბიზნესისთვის!

ერთი დღე. ბევრი კომპანია. უამრავი შესაძლებლობა.