შემოგვიერთდით

,,HR hub Next–ის მომავალ წევრებს ვურჩევ დაესწრონ ყველა შეხვედრას და მოამზადონ თემატური შეკითხვები წინასწარ”- ელისო გიგაშვილი

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ახალი პროექტი, რომელიც მომავალი HR-ების ინოვაციურ ჰაბს წარმოადგენს.

აქ გაწევრიანებულები არიან ადამიანები, რომლებსაც მცირე გამოცდილება აქვთ ადამიანური რესურსების სფეროში ან აინტერესებთ და სურთ მიიღონ ცოდნა ამ მიმართულებით.

ელისო გიგაშვილი HR hub Next-ის პირველი ნაკადის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია. ჩვენ ვთხოვეთ მას გაეზიარებინა შთაბეჭდილებები ნექსთის შესახებ და გთავაზობთ ინტერვიუს.

HR hub: ელისო მოგვიყევით თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ?

ამჟამად ვმუშაობ შპს ,,შუშის ცენტრი“–ში, რომელიც არის კლასტერის ერთ–ერთი წევრი სხვა 200 კომპანიასთან და 50 მომწოდებელ ორგანიზაციასთან ერთად. კლასტერი ავითარებს საქართველოში ავეჯის წარმოებას და ეხმარება რეზიდენტ და არარეზიდენტ კომპანიებს , ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ერთ სივრცეში, კერძოდ ,,ხელოსანთა ქალაქის“ ტერიტორიაზე, ჯაჭვური თანამშრომლობის ხელშეწყობითა და ურთიერთანამშრომლობით, მოახდინონ ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირება და შესთავაზონ მომხმარებლებს ხარისხიანი და თანამედროვე, როგორც საყოფაცხოვრებო ასევე საოფისე  ტიპის ინვენტარი და სხვა ავეჯთან დაკავშირებული მომსახურებების მყისიერი შესრულება. ჩემს მოვალეობაში შედის კომპანიის გუნდთან ერთად ფინანსური გადაწყევტილებების მიღება და საბუღალტრო საქმის წარმოება, ასევე შეთავსებული მაქვს რეკრუტერის საქმიანობა და სხვა  ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციები.

HR hub: როგორ მოხვდით HR hub Next-ში?

ინტერნეტ სივრვცეში ყოველთვის ვადევნებდი თვალს ადამიანური რესურსების შესახებ სტატიებს, რასაც ხშირად ავრცელებდა HR hub და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც გამოაცხადეს HR hub Next –ის შესახებ, მაშინვე სიხარულით შევავსე სააპლიკაციო ფორმა და მოუთმენლად ველოდი გამოხმაურებას, რაც დიდხანს არ გაგრძელებულა და მალევე აღმოვჩნდი არაჩვეულებრივად ორგანიზებულ საღამოზე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს.

HR hub: რა არის თქვენთვის HR hub Next?

ჩემთვის HR hub Next არის ,ადამიანური რესურსების შესახებ მეტი საინტერესო და პრაქტიკული ჩვევებისა და რჩევების გაგება, სამსახურეობრივი მოვალეობის უკეთესად შესრულება და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაში დახმარება. ასევე არის გამოწვევა ამ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში გავიღრმავო ცოდნა და გავხდე კვალიფიციური HR მენეჯერი. HR hub Next–მა მომცა მიმართულება, თუ როგორ შევძლო ჩემი HR-ული სურვილების ასრულება. გამაცნო უმრავი საინტერესო ადამიანი და მაჩუქა ბევრი ლამაზი და შინაარსობრივი დღე.

HR hub: რას ურჩევდით HR hub Next-ის მომავალ წევრებს?

HR hub Next–ის მომავალ წევრებს ვურჩევ დაესწრონ ყველა შეხვედრას და მოამზადონ თემატური შეკითხვები წინასწარ, რაც დაეხმარებათ უფრო მეტი ცოდნის მიღებაში.

HR hub: უკავშირდება თუ არა თქვენი სამომავლო გეგმები HR სფეროს?

ჩემი მომავალი გეგმები აუცილებლად უკავშირდება HR სფეროს. ვაპირებ მაგისტრის ხარისხის მიღებას, HR hub-თან თანამშრომლობასა და კლასტერში HR მიმართულებით მუშაობას, რაც უმნიშვნელოვანესია ამ სფეროში დაკავებული ადამიანების განვითარებისა და პროფესიული კულტურის გაძლიერებისთვის.

HR hub Next-ის უცვლელი წარმდგენი და პარტნიორია სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი“. მხარდამჭერი – თბილისის ღია უნივერსიტეტი და  მედია მხარდამჭერი –  პალიტრა მედია ჰოლდინგი.