HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
HR hub Next-ის პროექტი ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 150-მდე მონაწილე ჰყავს. პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.
2 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.
გაიცანით HR hub Next-ის მესამე ნაკადის მენტორები:
- ლელა სალაყაია – ,,ბილაინის” პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი
- თამარა ქლიბაძე – ევროპაბეთის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- პაპუნა ბარათაშვილი – კონსულტანტი, ქოუჩი
- თამარ კელენჯერიძე – ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების კონსულტანტი
- ნატო გვაზავა – ,,ევოლუშენ საქართველოს” ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
- გიორგი ტრაპაიძე – ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი
- თამარ ასათიანი – ,,საპარტნიორო ფონდის” HR ოფიცერი
- მარიამ ჯანჯარია – საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ლექტორი
- ანა მიქელაძე – HR კონსულტანტი
- სალომე კიღურაძე – KPMG Georgia – ს HR მენეჯერი.
HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 15 მაისამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration
HR hub Next-ის უცვლელი წარმდგენია სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი“. მხარდამჭერი – თბილისის ღია უნივერსიტეტი და მედია მხარდამჭერი – პალიტრა მედია ჰოლდინგი.