შემოგვიერთდით
HRM

ეკა ზედელაშვილი: ,,საჭიროა იმ პროფესიების მეტი პოპულარიზაცია, რომელიც შრომით ბაზარზე მოთხოვნადია”…

HRhub.ge აგრძელებს ბლიც-ინტერვიუებს HR მენეჯერებთან. 

რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია,  ,,ელემენტ კონსტრაქშენის” HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ზედელაშვილი, რომელსაც ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს.

HR hub: რომ არა HR ვიქნებოდი

ეკა: მიჭირს წარმოდგენა,  ალბათ, უფრო კომუნიკაციების სფეროში ვეცდებოდი ჩემი უნარების რეალიზებას – PR, Marketing…

HR hub: რეზიუმეების გადარჩევისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ

ეკა: რამდენად სტრუქტურირებულია რეზიუმე, ადვილად იკითხება თუ არა ძირითადი ინფორმაცია

HR hub: არასდროს მივიღებ სამსახურში ადამიანს

ეკა: რომელიც ვერ დამარწმუნებს, რომ მისი მთავარი მოტივაცია სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობაა და არა ის, რომ უბრალოდ დასაქმდეს (სულ ერთია სად).

HR hub: ადამიანს, რომელიც უშედეგოდ ცდილობს დასაქმებას ვურჩევდი

ეკა: გაიარონ სტაჟირება და დაიწყონ თუნდაც სულ მცირედიდან. აუცილებლად გამოჩნდება შემდეგ უკეთესი შესაძლებლობები.

HR hub: 3 წიგნი, რომელიც HR- აუცილებლად უნდა ჰქონდეს წაკითხული

ეკა: არ დავიწყებ პროფესიულ ლიტერატურაზე საუბარს. ახლა უცებ რაც მახსენდება არის HR-ს კი არა ზოგადად ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს წაკითხული ,,ტომ სოიერის თავგადასავალი”, ,,მიჯაჭვული ტიტანი”,   ,,ფრანით  მორბენალი”  და ზოგადად ვთვლი რომ წიგნის კითხვის გარეშე პიროვნული განვითარება შეუძლებელია.

HR hub: ადამიანისთვის ყველაზე დიდი მოტივატორია

ეკა: როდესაც ხედავს, რომ მისი შრომა ვიღაცას აბედნიერებს და რეალურად კარგ საქმეს ემსახურება, ზუსტად ასეთი სფეროა ახლა ჩემთვის მშენებლობა!

HR hub: შეცდომა, რომელზეც ვისწავლე

ეკა: როდესაც გადავწყვიტე რომ საკუთარი თავი ამოვწურე HR-ში და 3 წელი სხვა სფეროში გადავედი. შეცდომასაც ვერ დავარქმევ, ალბათ უფრო გამოცდილება იყო, რომელმაც ზუსტად დამანახა სად არის ჩემი ადგილი.

HR hub: საქართველოს შრომის ბაზარზე ყველაზე დიდ პრობლემად მიმაჩნია …

ეკა: დისბალანსი არსებულ კადრებსა და რეალურად საჭირო პროფესიებს შორის.

HR hub: განათლების სისტემაში შევცვლიდი

ეკა: საჭიროა იმ პროფესიების მეტი პოპულარიზაცია, რომელიც რეალურად დღეს შრომით ბაზარზე მოთხოვნადია, მაგრამ სამწუხაროდ ამ პროფესიის  კადრების დიდი დეფიციტია…