ბათუმი HR hub – ის რეგიონული ღონისძიებების ცენტრი გახდა დასავლეთ საქართველოში.
9 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო ინტურისტში, სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმის”, ,,პალიტრა მედია ჰოლდინგისა”, smsoffice.ge-ისა და ბიას მხარდაჭერით, HR hub-ის პირველი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე სპიკერებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემა მიმოიხილეს:
- გენო ძიძიგური ,,ჰილტონ ბათუმის“ HR მენეჯერი;
თემა: ,,რატომაც არა?!” – მოტივაცია
- ნონა ხუჯაძე – ,,დრიმლენდ ოაზის ჩაქვის“ აღმასრულებელი დირექტორი;
თემა: მმართველობითი ტექნოლოგიები და ინოვაციები
- ნინო ფეიქრიშვილი „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
თემა: ,,Self – ტრანსფორმაციის დროა” – თვითმენეჯმენტი და PD Card – პერსონალის განვითარების ბარათი
- დავით ჩიკვაიძე – საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი.
თემა: როგორ მივყიდოთ გაყიდვებს – როგორ ვმართოთ და განვავითაროთ გაყიდვების გუნდი?
- პაატა შურღაია – გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელი.
თემა: HRM ბიუჯეტირება
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც დაეთმო ადამიანური რესურსების მართვის სფეროს პრობლემებსა და საჭიროებებს რეგიონებში – მოდერატორი იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი, HR კონსულტანტი ნანა ყუფუნია. სამუშაო შეხვედრაზე ბევრი თემა გამოიკვეთა, რასაც ჰაბის მომავალ ღონისძიებებზე აუცილებლად გავითვალისწინებთ.
ღონისძების ჩატარების მიზანია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, მსჯელობა საინტერესო მიდგომებსა და გამოწვევებზე HR სფეროში.
ამავე შეხვედრაზე გაიმართა HR hub Batumi-ის პრეზენტაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის ღონისძიება დაემთხვა HR hub-ის დაბადების დღეს, რომელიც 4 წლის გახდა. შეხვედრის ბოლოს საზეიმოდ გაიჭრა ტორტი. HR hub Batumi-ის ფარგლებში პერიოდულად ჩატარდება ღონისძიებები.
HR hub Batumi – ში ყველა იმ ადამიანს შეუძლია გაწევრიანდეს, ვისაც ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აქვს. ამისთვის საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა .
HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 600-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.