შემოგვიერთდით

4 ოქტომბერს “სევსამორაში” HR რთველი გაიმართება

HR hub – ის ორგანიზებით 4 ოქტომბერს (10:00-16:00), საგურამოში,  სევსამორაში HR რთველი გაიმართება.

ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ძირითადი და არაფორმალური. პირველ ნაწილში საუბარი იქნება

HR სტრატეგიასა და დამსაქმებლის ბრენდის კომუნიკაციაზე სოციალურ მედიაში. უფრო კონკრეტულად კი განვიხილავთ შემდეგ თემებს:

  • Facebook Ads ( დამსაქმებლის ბრენდის სწორი რეკლამირება და რეკლამის ხელსაწყოები)
  • სოციალური მედია-საფრთხეები;
  • მკვლევარი პლატფორმების გამოყენება, ანალიზის შედგენა;
  • chatbot-ის როლი HR-ში.

სპიკერები იქნებიან:

გიორგი მგელაძე – მარკეტინგული კომპანია 4MEDIA-ს დირექტორი, ტრენერი ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;

გიორგი კენჭუაშვილი – ციფრული მარკეტერი (ტრენინგ ცენტრ ჰედვაისის ტრენერი) BTU-ს ასოცირებული პროფესორი ლექტორი მარკეტინგული კომპანია 4MEDIA-ს დამფუძნებელი.

ღონისძიების არაფორმალურ ნაწილში მონაწილეებს ელოდებათ რთველი ,,მტევინოს” ვენახებში, ღვინის დეგუსტაცია, ჩურჩხელის ამოვლება, ხინკლის მოხვევა და თონეში პურის გამოცხობა.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ადამიანური რესურსების სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/2Hjh4jhადგილები შეზღუდულია. ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ ჩვენ.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 700-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.