საერთაშორისო კომპანია CMX Solutions 10 ნოემბერს, 17:00 საათზე, კანდიდატებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ კომპანიის სამუშაო გარემოს, დასაქმების პირობებს, არსებულ ვაკანსიებსა და გერმანულენოვან პროექტებში დასაქმების შესაძლებლობებს.
გსურს გახდე საერთაშორისო გუნდის წევრი? გაიარე წინასწარი რეგისტრაცია:
შეხვედრის ბმული რეგისტრირებულ კანდიდატებს 9 ნოემბერს გაეგზავნებათ.
CMX Solutions-ის შესახებ
გერმანული კომპანია CMX Solutions 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიას ფილიალები აქვს ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში.
მრავალენოვანი საკონტაქტო ცენტრის საშუალებით კომპანია საერთაშორისო ორგანიზაციებს მომხმარებელთა მომსახურებას სთავაზობს. მისი საქმიანობა ძირითადად შემომავალი ზარებისა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებას მოიცავს.
ამჟამად თბილისის გუნდში 300-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. გუნდის გაფართოების მიზნით, კომპანია ეძებს მოტივირებულ კანდიდატებს გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, სრული ან ნახევარი განაკვეთით.
რატომ CMX Solutions?
კომპანია კანდიდატებს სთავაზობს მოქნილ სამუშაო პირობებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას:
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
- სრული ან ნახევარი განაკვეთით მუშაობა;
- დისტანციური, საოფისე ან ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობა;
- სამუშაო საათების შეთანხმება;
- საერთაშორისო სამუშაო გარემო;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.
ვაკანსიის დეტალები
პოზიცია: გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
მდებარეობა: თბილისი. განიხილებიან სხვა ქალაქებში მცხოვრები კანდიდატებიც, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა სურთ.
სამუშაო განრიგი: მოქნილი, სრული ან ნახევარი განაკვეთი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარებისა და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
- მომხმარებელთა მოთხოვნების იდენტიფიცირება;
- საჭირო ინფორმაციის მოძიება და მომხმარებლების შესაბამისი მიმართულებით კონსულტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გერმანული ენის ცოდნა (B1.3, B2 ან C1 დონე);
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
- კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები;
- სისხარტე და ოპერატიულობა;
- სიზუსტე და აკურატულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.
რას გთავაზობთ კომპანია?
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- გარანტირებულ ხელფასის ზრდას ყოველ ექვს თვეში ერთხელ;
- ყოველთვიურ ბონუსს 300 ლარიდან;
- რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდებულ კანდიდატზე – 600 ლარს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებად ტრენინგს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
კომპანიის სხვადასხვა პროექტზე არსებული ვაკანსიებიდან კანდიდატების შესაბამის პოზიციაზე განაწილება გერმანული ენის ცოდნის დონის მიხედვით მოხდება.
დაინტერესების შემთხვევაში გაეცანით აქტიური ვაკანსიის დეტალებს და შეავსეთ განაცხადი:
იხილეთ ვაკანსია და შეავსეთ განაცხადი
ინფორმაციას კომპანია CMX Solutions ავრცელებს.

