შემოგვიერთდით

დამსაქმებლის ბრენდირება – apeople

თანამედროვე ორგანიზაციები დღეს დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. შრომითი ბაზარი ვითარდება და კონკურენცია იზრდება. ტალანტებს, რომლებზე ნადირობის სეზონი მუდამ გახსნილია, მოთხოვნები ეცვლებათ და უფრო და უფრო ხშირად აკეთებენ არჩევანს არა ანაზღაურებაზე, არამედ ღირებულებებებზე დაყრდნობით. „სტარტაფების ბუმი“ რომელიც ჩვენი ეპოქის საყოველთაოდ აღიარებული მოვლენაა, შრომით ბაზარზე კონკურენციას უფრო დაძაბულს ხდის. ორგანიზაციებს მხოლოდ თავისი ზომის მოთამაშეებთან კი არ უწევთ შეჯიბრი, არამედ ტალანტების ოცნებებთან: „გახდნენ ენტერპრენერები და მართონ საკუთარი ბიზნესი“.

ამ ბრძოლას კი ყველაზე ხშირად ის იგებს, ვისი მისიაც უფრო შთამაგონებელია და ვისი ღირებულებებიც მეტად დამაჯერებელი.

რა ხდება როცა შენი დამსაქმებლის ბრენდირება ყველას იზიდავს?

შენთან მოდის 100 ადამიანი და შენ მათგან მხოლოდ 1 გჭირდება.

რა ემართება „უარყოფილ“ 99 ადამიანს? რაც არ უნდა სასიამოვნოდ შეფუთო, მომავალში თანამშრომლობის იმედით დაემშვიდობო და ახალი ვაკანსიები გამუდმებით უგზავნო, უარი მაინც უარია და ამას ვერაფერს უშველი.

ადამიანებს, ვისთვისაც უარის თქმა გვიწევს, ერთი მკვეთრად გამოხატული ტენდენცია ახასიათებთ. „ბრალი“ არასდროს მიუძღვით მათ, არამედ იმ კომპანიებს, ვინც ისინი არ დააფასეს. ანუ ასეთი შერჩევით 99 ნაწყენ კანდიდატს ვიღებთ. ეპოქალურ მაშტაბებსაც თუ გავითვალისწინებთ თითოეულს საშუალოდ 500 სოციალური კონტაქტი აქვს და 3 წუთიც არ დასჭირდება რომ კომპანიაზე არასასურველი შეხედულებები გაავრცელოს და ყველა რომ ასე მოიქცეს სამომავლოდ  49,500 არაკეთილგანწყობილი კანდიდატის გული გვექნება მოსაგები.

სწორედ ამიტომ დამსაქმებლის ბრენდირება ყველას კი არ უნდა ეპატიჟებოდეს „ოცნების სამსახურის“  დაპირებებით, არამედ ცოტას და ვიწროდ სეგმენტირებულს. ჯერ მარტო რამდენად შეამცირდება რეკრუტერების ყოველდღიურ საქმეს, რომლებსაც დღის განმავლობაში „ცუდი ამბის“ მიტანა უფრო მეტ ადამიანთან უწევთ ვიდრე „კარგის“.

აი, აქ გვჭირდება ღირებულებები. ოღონდ ისინი კი არა კორპორატიულ ბრენდირებულ ჭიქებზე რომ აწერია, არამედ ნამდვილი, შეულამაზებელი და წრფელი ღირებულებები. რომელსაც კომპანიაში ყველა იზიარებს. ჯგუფურ ყრილობებზე საუბრისას კი არა, არამედ ყოველდღიურ საქმეში.

როგორ ფიქრობთ რას უყვებიან თქვენი გუნდის წევრები თავის სოციალურ კონტაქტებს თქვენზე? რომ წელს სტრატეგია გააუმჯობესეთ და ბაზარზე ლიდერობის პოზიციის შენარჩუნებას აპირებთ? რომ თქვენს კორპორატიულ ღირებულებებს „ინოვაციურობა“ დაემატა?

არა, ისინი იმ ფაქტებს უყვებიან რაც ნამდვილია, მაშინაც კი თუ ის ერთხელ მოხდა. და, ნებისმიერი ასეთი თხრობა მეტ ნაკლებად ერთნაირ ფაბულას მიყვება და მოკლედ რომ ვთქვათ ისინი თქვენს EVP (Employee Value Proposition)- ზე საუბრობენ.

ეს კარგია თუ ცუდი, ხელფასზე საუბარი შეიძლება ითქვას ტაბუ დადებული თემაა. რაც არ უნდა საამაყო იყოს ის, ამაზე სახალხოდ თავს ვერ ვიწონებთ, აი EVP-ზე კი- რაც შეიძლება განიმარტოს, როგორც ნებისმიერი სარგებელი (მატერიალური და არამატერიალური), გარდა ხელფასისა, რასაც დამსაქმებელი კომპანია გთავაზობს- თამამად შეგვიძლია გავუზიაროთ სხვებს.

შეიძლება თანამშრომლებისთვის სატელეფონო ლიმიტების შეძენა, უშუალოდ პროდუქტის ღირებულების გარდა, ადმინისტრაციულ ხარჯს გიზრდით და გირჩევნიათ ამდენით მეტი გადაუხადოთ თანამშრომელს, მაგრამ თავისი ხელფასით შეძენილი ლიმიტის მეგობრისთვის გაზიარებისას, თქვენზე დადებითად საუბრის საშუალებას ართმევთ. არა და ყველა გუნდის წევრს სჭირდება ამაზე საუბარი, რადგან ის თუ კარგია და თქვენც კარგი დამსაქმებელი ხართ ყველაფერი კარგადაა და თუ არ ხართ კარგი დამსაქმებელი და ის კარგია, მაშინ აქ რაღაც გაუგებარი სივრცეა და ამ სივრცის ამოვსებას თავის მართლებით და უსიამოვნო ფაქტებზე საუბრით ცდილობენ.

და აი, რა გავაკეთეთ ჩვენ:

შევქმენით ბრენდი apeople – რომელიც ერთის მხრივ adjarabet people-ს ნიშნავს და მეორე მხრივ a კლასის ხალხს – ანუ ისეთ ხალხს როგორიც ჩვენს გუნდში არიან.

ალბათ უნდა გავცეთ შეკითხვას პასუხი, თუ რაში დაგვჭირდა დამსაქმების ბრენდირებაში ცალკე ბრენდის შექმნა – adjarabet.com თანამშრომლებზე ორიენტირებული კომპანიაა და ძირითადი მიდგომებით, ჩვენთან აცნობიერებენ, რომ „მთლიანი“ – „კერძოს გარეშე არ არსებობს.

ჩვენც თუ გვინდა, რომ კომპანია წარმატებული იყოს, ამისათვის თითოეული თანამშრომლის წარმატებაზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ გვჯერა, რომ თუ რაღაც ერთი ინდივიდისთვისაა საზიანო, ის საბოლოო ჯამში მთლიანისთვისაც საზიანოა და პირიქით – თუ რაღაც ინდივიდისთვის არის სასარგებლო (დასვენება, გართობა) შეუძლებელია ის მთლიანისთვის საზიანო იყოს, რადგან მთლიანი არაფერია, თუ არა ინდივიდების ერთობლიობა.

შიდა ბრენდირება apeople- შევქმენით იმისათვის, რომ  ხაზი გაგვესა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი. გამოგვეხატა ის, რაც ბრენდ adjarabet.com-ში ნაკლებად ჩანს- ადამიანები პროდუქტებისა და კამპანიების მიღმა. ადამიანები, რომლებიც ქმნიან ხარისხს, რომლებიც ძალიან შორს არიან იმ უსიამოვნო სტერეოტიპებისგან, რაც შესაძლოა gambling-ის გარშემო იყოს შექმნილი. ადამიანები, რომლებიც ინოვაციისა და სპორტის განვითარების სადარაჯოზე დგანან, რომლებიც საერთაშორისო დონეზე შესაშური პროფესიონალიზმით ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს. ადამიანები, რომლებიც არიან საოცრად მხიარულები და სწორედ ამიტომ ქმნიან გართობის საუკეთესო პლატფორმას საქართველოში!

apeople-ის შექმნით ჩვენ მივეცით ჩვენი გუნდის წევრებს ის, რაც ყოველთვის და ყველგან ჭირდება ყველა ჭეშმარიტ საზოგადოებას:

მიკუთნებულობა

რომ შენ მარტო არ ხარ და რაღაც დიდი და მთლიანის ნაწილი ხარ. apeople-ს ერთმანეთი ჭირდებათ, რადგან ერთად ყველაფერი უფრო მარტივი და საინტერესო ხდება. ასე უფრო გასაგებია სამუშაო ეთიკა ინდივიდუალურ დონეზე, რაც საბოლოოდ თითოეულის ქცევაში გამოვლინდება და ტალატებს უადვილებს მიხვდნენ, ახდენენ თუ არა საკუთარი თავის იდენტიფიკაციას სხვა თანამშრომლებთან.

მისია

ეს ყველაფერი რომ რაღაც ერთ მიზანს ემსახურება, რომ ყველას ვინც apeople-ის ნაწილია, სჯერა რაღაც კონკრეტულის და მსგავს ფასეულობებს იზიარებენ. გახდე apeople ავტომატურად ნიშნავს რომ შენც იმ მისიის გჯერა და შენთვისაც იგივე ღირებულებებია მნიშვნელოვანი. ის რაზეც არ ვდავობთ და რის გარდაც ყველაფერზე შეიძლება დავა.

გავლენა

ანუ იმის გაცნობიერება, რომ შენ ამ საზოგადოებაში რაღაცას ცვლი, რაღაც მნიშვნელოვანზე ახდენ გავლენას, რომ შენს ყოფნას აქვს მნიშვნელობა, რადგან ამის გაცნობიერება გიბიძგებს განაგრძო იმის კეთება რასაც აკეთებდი და დაინახო შენი საქმის ნამდვილი ღირებულება მთლიანი გუნდისთვის, რადგან როცა წახვალ, რაღაც მნიშვნელოვანს დატოვებ.

გართობა

და რა თქმა უნდა, რა აზრი აქვს თითოეულს, თუ ამ ყველაფრით სიამოვნებას არ მიიღებენ, თუ ეს მისია ტვირთი იქნება, თუ ეს მიკუთვნებლობა საპყრობილე და გავლენა მტანჯველი პასუხისმგებლობა?

ჩვენ ვქმნით საზოგადოებას, სადაც გვინდა ადამიანები იყვნენ ბედნიერები და სიამოვნება მიიღონ იმით, რასაც აკეთებენ. ჩვენი მისიაც ამას გვკარნახობს: გავაცნობიეროთ, რომ მათი ჩვენთან ყოფნა მოგზაურობის ნაწილია და ჩვენი მიზანია ეს მოგზაურობა დაუვიწყარი გავხადოთ.

რადგან ტალანტები ადრე თუ გვიან მაინც ტოვებენ კომპანიას, (და კიდევ კარგი ასე ხდება, რადგან სხვანაირად ახალ ტალანტებს ვერ აღმოვაჩენდით), მაშინ ვეცადოთ ისე გავუშვათ, რომ ჩვენი დამსაქმებლის ბრენდის ელჩები იყვნენ იქ, სადაც წავლენ.

Apeople-ის შექმნით, ჩვენ დამსაქმებლის ისეთი ბრენდირება შევქმენით, სადაც მუშაობის გამოცდილების ამბავს, ჩვენზე უკეთ, ჩვენივე თანამშრომლები ყვებიან და ჩვენი საქმე მხოლოდ ის არის რომ ყურადღებით მოვუსმინოთ მათ და დავეხმაროთ ჩვენი ამბავი უფრო შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გახადონ.