შემოგვიერთდით

28-29 თებერვალს HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი – EXPO JOB ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 28 და 29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე გაიმართება კომპანიებისა და სამუშაო ადგილების მასშტაბური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ვაკანსიები და დამსაქმებლის ბრენდები.

ვაკანსიები წინასწარ გამოქვეყნდება www.Studentjob.ge -ზე.

გვინდა დავამკვიდროთ ახალი ტენდენცია და დასაქმების ფესტივალზევე გაიგონ კანდიდატებმა საბოლოო, დადებითი პასუხი (თუ ვაკანსიის სპეციფიკა ამის საშუალებას მოგვცემს). ასევე ძალიან კარგი იქნება, თუ კომპანიის დირექტორები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეძლებენ მოსვლას თქვენს სტენდებთან და უშუალოდ შეხვდებიან, გაესაუბრებიან ახალგაზრდებს.

ტესტირების ან სხვა დამატებითი დავალების საჭიროების შემთხვევაში გამოიყოფა დამატებითი სივრცე. დასაქმებული ადამიანების ვინაობა ყოველი დღის ბოლოს გამოცხადდება.

დასაქმების ფესტივალთან ერთად, ჩატარდება განათლების საერთაშორისო ფორუმი.

გარდა ამისა, გვექნება პალიტრა მედია ჰოლდინგის წარმატების კუთხე, სადაც ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ვორქშოპები წარმატებასა და მოტივაციაზე. იქნება CV-ის კუთხეც – ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე მოსულ ახალგაზრდებს, დაეხმარება CV-ის შედგენაში ან დაკორექტირებაში;

ვინ მოვა დამსაქმებლებისა და სამუშაო ადგილების გამოფენაზე? 

აბიტურიენტები, სტუდენტები და ახალგაზრდები.

რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა?

  1. კომპანიების წარმომადგენლების სამსახურის მაძიებელ ახალგაზრდებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება;
  2. დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა;
  3. ახალგაზრდებისთვის დასაქმების უახლესი ტენდენციების გაცნობა და მოტივაციის ამაღლება.

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია?

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ კომპანიას.

კომპანიის რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

გამოფენაში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 200 ლარი + დღგ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: EXPO JOB.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ექსპოჯორჯია, პალიტრა მედია ჰოლდინგი და გრანთ თორნთონი.

 

  •  
  •  
  •  
  •  
Share via
Copy link
Powered by Social Snap