შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – Diplomat Georgia-ს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.

ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდა. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები. შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის (Zoom.us) პლატფორმის გამოყენებით.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l 

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ,,Diplomat Georgia-ს” ტალანტების მენეჯერის თეა გოგელიას ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ? 

პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება, სერვისზე ორიენტირებულობა, პროფესიონალიზმი,  გუნდური სულისკვეთება და სწრაფვა გამარჯვებისკენ – ეს არის ღირებულებები, რომლებიც აერთიანებს დიპლომატის თანამშრომლებს.

ჩვენ გვჯერა, რომ ,,დიპლომატის” წარმატება დამოკიდებულია ჩვენს თანაშრომლებსა და იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ისინი იზიარებენ. ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ ჩვენი გუნდის წევრების განვითარებაზე, უკეთესი სერვისის შეთავაზებაზე შიდა და გარე მომხმარებლებისათვის, რათა ვიყოთ მუდამ სასურველი არჩევანი.

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს …

  • შეარჩიო კომპანიისთვის მაქსიმალურად თავსებადი ტალანტები, რომლებიც გაიზიარებენ კომპანიის ღირებულებებს და უზრუნველყო მათი განვითარება;
  • უზრუნველყო გამჭვირვალე, ნათელი და სამართლიანი შერჩევის პროცესი და იყო მაქსიმალურად ობიექტური;
  • მისცე კანდიდატებს საშუალება, რომ შერჩევის პროცესში მაქსიმალურად წარმოაჩინონ მათი უნარები და შესაძლებლობები;
  • შეუქმნა კანდიდატებს სწორი მოლოდინი კომპანიისა და პოზიციის შესახებ;
  • კანდიდატებს ყოველთვის დაუბრუნდე შესაბამისი უკუკავშირით.

HR hub:  შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …

  • კანდიდატის მოლოდინებს;
  • უნარებს;
  • გამოცდილებას;
  • სამუშაოს მიმართ დამოკიდებულებას;
  • გუნდურობას;
  • გულახდილობას.

შერჩევისას უმნიშვნელოვანესია პოზიციით გათვალისწინებული საჭირო ცოდნა და უნარები, რაც მოწმდება შესაბამისი საშუალებებით/ტექნიკებით. გარდა ამისა  შერჩევისას დიდ ყურადღებას ვაქცევთ კანდიდატის სურვილს და უნარებს, რომ განვითარდეს და მაქსიმალურად გამოიყენოს შესაძლებლობები.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი ეთანხმებოდეს და იზიარებდეს კომპანიის ღირებულებებს.

HR hub:  არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …

ჩვენ ვეცნობით და განვიხილავთ თითოეული აპლიკანტის რეზიუმეს და განვსაზღვრავთ კანდიდატის შესაბამისობას ვაკანსიის მოთხოვნებთან.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

  • დახვდება სამუშაო გარემო, სადაც შეძლებს მისი უნარებისა და ცოდნის რეალიზებას;
  • შეძლებს მუდმივად ისწავლოს და განვითარდეს;
  • დახვდება სამუშაო გარემო, სადაც მისი აზრი მნიშვნელოვანია;
  • მეგობრული გუნდი, რომელიც მუდამ მზად არის მხადასაჭერად;
  • კომპანია, სადაც თანამშომელი და მისი განვითარება მთავარი ღირებულებაა.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …

  • დაფიქრდი შენს ინტერესებზე და განსაზღვრე რამდენად საინტერესოა კონკრეტული ვაკანსია შენთვის;
  • გქონდეს მაქსიმალურად ინფორმატიული და მარტივად აღსაქმელი CV;
  • მოიძიე ინფორმაცია იმ კომპანიის შესახებ, სადაც აგზავნი CV-ს და მოემზადე გასაუბრებისთვის;
  • გასაუბრებისას დასვი კითხვები და მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია ვაკანსიის/კომპანიის შესახებ;
  • ნუ გაუშვებ შენთვის საინტერესო შესაძლებლობებს ხელიდან;
  • მუდმივად ორიენტირებული იყავი სწავლასა და განვითარებაზე;
  • არ დანებდე!

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrowSS.ge jobsGrant Thornton Georgiaრადიო იმედი.