შემოგვიერთდით

6 და 7 ოქტომბერს ექსპო ჯორჯიაში კარიერის და დასაქმების ფესტივალი EXPO JOB ჩატარდება

HR hubის ორგანიზებით, 6 და 7 ოქტომბერს 13:00სთდან 16:00სთ-მდე  ექსპო ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში, განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, კარიერის და დასაქმების ფესტივალი EXPO JOB 2023 ჩატარდება.

ფესტივალის წარმდგენია ტელეპერფორმანს ჯორჯია და სააქციო საზოგადოება გეფა, რომელიც ჯპს და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელების გაერთიანებაა.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე კომპანია აქტიური ვაკანსიებით. შესაძლებლობა გაქვთ ადგილზე გაესაუბროთ HR პროფესიონალებს და შეკითხვები დაუსვათ. შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს გთავაზობენ.

განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში კი, პირადად შეხვდებით უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასაწავლებლების წარმომადგენლებს  და სტიპენდიის გამცემ ორგანიზაციებს. მიიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას დაფინანსების შესაძლებლობებზე საქართველოში ან საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ექსპო ჯორჯიაში მარტივად მოხვალთ სამტრედიის ქუჩის მხრიდან.

თუ გსურთ ფესტივალის შესახებ სიახლეები მიიღოთ, დარეგისტრირდით: სარეგისტრაციო

კარიერის და წარმატების კუთხე

ადგილზე მოეწყობა სცენა, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმატებული პროფესიონალი საინტერესო თემებზე ისაუბრებს და გამოცდილებას გაგიზიარებთ.

6 ოქტომბერი

12:00  ნინო წითლანაძე – PhD, პერსონალური ბრენდინგის & ფულის ფსიქოლოგიის კონსულტანტი 

თემა: რა არის პერსონალური ბრენდი და როგორ ვაქციოთ ის მუდმივი შემოსავლის წყაროდ

12:20  როგორ გვიმახსოვრებენ ადამიანებიშთაბეჭდილებების მართვა

სპიკერი: ანა ნაჭყებიაგრანთ თორნთონ აკადემიის მენეჯერი

12:30 როგორი უნდა იყოს ჯანსაღი სამუშაო გარემო?

სპიკერები: ირვინდ ტატურევიჩი – ,,ტელეპერფორმანს ჯორჯიას“ დირექტორი (კონტაქტ ცენტრის მენეჯერი)

სალომე ნოზაძე – ,,ტელეპერფორმანს ჯორჯიას“  ადამიანური რესურსების ბიზნეს პარტნიორი

ნატალი თვალთვაძე – ,,ტელეპერფორმანს ჯორჯიას“  ადამიანური რესურსების ბიზნეს პარტნიორი

12:40 რა კრიტერიუმებით შევარჩიოთ კომპანია, რომელთანაც ხანგრძლივი თანამშრომლობა გვსურს?!

სპიკერი: დიანა ბურდული,,გეფას” ადამიანური კაპიტალის და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი

7 ოქტომბერი

12:10 ფული და პერსონალური ბრენდი – რაში გვიხდიან სინამდვილეში

სპიკერი: ნინო წითლანაძე – PhD, პერსონალური ბრენდინგის & ფულის ფსიქოლოგიის კონსულტანტი

12:30  როგორ გვიმახსოვრებენ ადამიანებიშთაბეჭდილებების მართვა

სპიკერი: ანა ნაჭყებიაგრანთ თორნთონ აკადემიის მენეჯერი

12:40 რა კრიტერიუმებით შევარჩიოთ კომპანია, რომელთანაც ხანგრძლივი თანამშრომლობა გვსურს?!

სპიკერი: დიანა ბურდული,,გეფას” ადამიანური კაპიტალის და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი

12:50 Hotsale.ge გათამაშება

ორი დღის განმავლობაში ველოდებით ყველას ვისაც აინტერესებს განათლების და დასაქმებისის შესაძლებლობები.

რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებელს;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • მოისმინოთ საინტერესო სპიკერების გამოსვლები დასაქმებასა და კარიერაზე.
  • იპოვოთ სამსახური.

მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ახლობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ.

თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების” გრანდიოზულ შეკრებაზე.

მიმდინარეობს მონაწილე კომპანიების რეგისტრაციაც, რომლებიც ფესტივალზე წარმოადგენენ დამსაქმებლის ბრენდებს, ვაკანსიებსა და კარიერულ შესაძლებლობებს. დაარეგისტრირეთ კომპანია თქვენც: https://hrhub.ge/expo-job/

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი კომპანიები:

Teleperformance Georgia LLC
სს გეფა
გორგია
აგროჰაბი
GWP – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
Upgaming – „აპგეიმინგ აგ-საქართველოს ფილიალი”
შ.პ.ს ავტოტექნო
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
ლაქტალის ჯორჯია
სპარი
Evolution
თეგეტა მოტორსი
სსიპ “იუსტიციის სახლი”
შპს “გებრიუდერ ვაისი”/Gebrüder Weiss LLC
სს ნიკორა ტრეიდი
MS Holding
შპს ციტადელი
აჭარა ჯგუფი
ორკინი- შპს სამომხმარებლო მომსახურება
შპს ვეზირი
 BRAND R
Girteka Logistics
შპს ”ეფემჯი სოფტ“
Teleperformance Georgia LLC
შპს ბაუმერი
შპს ველტ თრეიდი
შპს ,,თბილისი ენერჯი”
სს პაშა ბანკი საქართველო
„ეკოკემიკა სერვის ჯგუფი“ ESG
შპს ” ეი ბი სი – ტელეკომ ჯი” Kontakt Home
შპს ორი ნაბიჯი
Carrefour Georgia
სს “ევექსი კლინიკები”
Grant Thornton LLC
მეიჯერელი
Cmx Solutions
Network
Colab • კოლაბი
Sfero.ge
Wendy’s
Dunkin’
 ბლექ სი ჯგუფი
 სასტუმრო რუმსი
ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია/ Euro Games Technology Georgia
Concentrix Georgia LCC
შპს ჰოტელ თბილისი აქსის თაუერსი
CalanAI
აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი) ATC – Aerostructure Technologies Cyclone
შპს “ჯი ემ თი მთაწმინდა”
ქებული კლიმატი

 

დასაქმების ფესტივალს წარმოგიდგენთ ტელეპერფორმანს ჯორჯია და სააქციო საზოგადოება გეფა, რომელიც ჯპს და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელების გაერთიანებაა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან ლაქტალის ჯორჯია sfero.ge  და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK.