HR hub-ის ორგანიზებით 14 ივლისს, ბიოლში, 15:00სთ-ზე წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართება. ღონისძიების წარმდგენია თიბისი დაზღვევა.
სამიტი მეექვსედ ტარდება და როგორც ყოველთვის ბევრ სიახლეს გპირდებით. ღონისძიების ფასილიტაციას უზრუნველყოფს კომპანია – Teamboat. ფასილიტატორი კი პაატა პაპავა იქნება.
HR ბიზნეს სამიტის მთავარი თემა წელს გუნდურობა იქნება. რა შეუძლია გუნდურ სულისკვეთებას, რა არის საჭირო სწორი გუნდის ფორმირებაში და როგორ აისახება ეს ყველაფერი კომპანიის შედეგებზე. სწორედ ამ თემის გარშემო დაიგეგმება სპიკერების გამოსვლები და სხვადასხვა აქტივობა.
წელს ღონისძიების კონცეფცია შევცვალეთ. ჯერ იქნება ვორქშოფები და შემდეგ სპიკერების გამოსვლა მთავარ სცენაზე. მათი გამოსვლის პარალელურად არცერთი აქტივობა არ დაიგეგმება, რადგან ყველამ შეძლოს და მოუსმინოს გამომსვლელებს.
გარდა წინასწარ დაგეგმილი და გამოცხადებული ვორქშოფებისა, ნაწილი ე.წ „ღია სივრცის“ ფორმატით (Open Space Technology) გაიმართება, რომლის მხარდამჭერია პეპსიკო საქართველო. ეს არის შეხვედრის წარმართვის მეთოდი, რომელიც სამიტის ნებისმიერ მონაწილეს საშუალებას მოგცემთ თავადვე მოიფიქროთ თემა, გააერთიანოთ, შემოიკრიბოთ დაინტერესებული მონაწილეები და ვორქშოფს გაუძღვეთ.
სამიტის მონაწილეებს საშუალება გექნებათ თავად აირჩიოთ სასურველი თემა და ფასილიტატორი ონლაინ ხმის მიცემით. წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. მთავარია გაეცნოთ გამოცხადებულ და შემდეგ უკვე ადგილზე დაგეგმილ ვორქშოფებს. გადაწყვეტილებას თუ რომელ მათგანს დაესწროთ, იქვე მიიღებთ. სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სივრცეში გაიმართება. თქვენ გექნებათ რუკა, შესაბამისად მარტივად მიხვდებით რომელ სივრცეში რა არის დაგეგმილი. ფორმატის დეტალურ ახსნას ღონისძიებაზე მოისმენთ.
სამიტზე გელოდებათ ძალიან ბევრი სიახლე და ისეთი აქტივობები, რომლებიც ჯერ არ ყოფილა. ღონისძიების ბოლოს ტრადიციულად გვექნება გათამაშება.
HR ბიზნეს სამიტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: ბილეთები
ბილეთის ღირებულება: 354 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია 13 ივლისამდე.
ვინ იქნებიან სპიკერები და რა აქტივობებია დაგეგმილი წლევანდელ სამიტზე?
HR ბიზნეს სამიტი 2023 – ის პროგრამა:
სპიკერები:
- თეა მახარაძე – თიბისი დაზღვევა ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი თემა: ალმოდებული ლამბორგინი
- ელენა ოკუჯავა – PepsiCo – HR დირექტორი ცენტრალურს აზიასა და კავკასიაში თემა: გუნდის სიმფონია 7 ნოტით
- ბესო კაჭარავა – საუნდ დიზაინერი, პოსტრედის დამფუძნებელი თემა: კრეატიული გუნდის ლიდერშიპი
- ლევან მაისაშვილი –,,შავი ლომისა” და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემა: გუნდურობა მიზანთან გვაახლოვებს
- ნატო კვაჭანტირაძე – Cenomi Retali Georgia – ადამიანური კაპიტალის ბიზნეს პარტნიორი თემა: ჭირვეულის მორჯულება
- ალექსანდრე ჯეჯელავა – flowmaster-ის დამაარსებელი თემა: თეთრი და შავი ლიდერობა
- კახა შენგელია – კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი თემა: ჩვენ ერთი გუნდი ვართ!
სამუშაო შეხვედრები/ვორქშოპები:
ვორქშოპების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: workshops
HR Expo
ღონისძიებაზე დაგხვდებათ HR Expo, სადაც სხვადასხვა კომპანია საინტერესო და საჭირო HR სერვისებს გაგაცნობენ და სპეციალურ შეთავაზებებსაც შემოგთავაზებენ. მაგ:
- Rembow.რემბოუ
- პეპსიკო საქართველო
- ჯპს
- სკოლა პროგრესი
- Space Link
- Helio AI
- www.sfero.ge
- ლურჯი ოკეანე
- კაიკონა
- ერიქსონ საქართველო – Erickson Coaching International-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში საქმიანობა – საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები ქოუჩინგის მიმართულებით. სტენდთან დაგხვდებათ სხვადასხვა ღირებულების სასაჩუქრე ვაუჩერი ყველა დაინტერესებული პირისთვის, ასევე ვაუჩერი – უფასო მასტერკლასზე დასასწრებად ,,ქოუჩინგის საბაზისო პრინციპები”;
- ICF საქართველო რამდენად იცნობ შინაგან ძალას? აღმოაჩინე შინაგანი ძალა ICF საქართველოს ქოუჩებთან ერთად. შინაგანი ძალის აღმოჩენა გვეხმარება გავხსნათ შინაგანი პოტენციალი და სხვა ადამიანებშიც დავინახოთ არსებული შესაძლებლობები. რაც საბოლოო ჯამში, საშუალებას გვაძლევს დადებითი წვლილი შევიტანოთ ჩვენი გუნდის და ორგანიზაციის გაძლიერებაში. ICF კუთხეში დაგხვდებიან ქოუჩები და დაგეხმარებიან იმუშაოთ შინაგანი ძალის აღმოჩენაზე. ქოუჩინგის სივრცეში გელოდებათ სახალისო აქტივობები და გათამაშება. ფორმატის დეტალურ ახსნას ღონისძიებაზე მოისმენთ.
ღონისძიებაზე შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ ტონინო ლამბორგინის ყავა. საკონდიტრო ლილისი კი მის სტენდთან უგემრიელესი ტორტებით, ნამცხვრებითა და სხვა ტკბილეულით გაგიმასპინძლდებათ. სამიტზე დაგხვდებათ გაამოს ორცხობილები, გასტრონომის პროდუქცია, ტყუპების საღვინე სახლის ღვინო, ეფეს საქართველო პროდუქცია ლიმონათი, მათ შორის „ზიგზაგი“ და ლუდი „ნატახტარი“ და „ქარვა“.
განრიგი:
- 14:00 – რეგისტრაცია
- 15:00 – ღონისძიების გახსნა, Open Space (ვორქშოფების ახსნა და ფასილიტატორების არჩევა)
- 16:30 – ვორქშოფები
- 18:00 – ფურშეტი
- 19:30 – სპიკერების გამოსვლა
- 21:10 – გათამაშება
გადახედეთ რა ხდებოდა წინა წლებში HR ბიზნეს სამიტზე:
- HR Business summit 2022
- HR Business summit 2021
- HR Business summit 2020
- HR Business summit 2019
- HR Business summit 2018
წელს გამორჩეული და სიურპრიზებით დახუნძლული სამიტი გელოდებათ.
შემოგვიერთდით HR გუნდებთან ერთად!
ჩვენ ერთად ვქმნით წლის მთავარ HR ღონისძიებას, დღეს, რომელიც სულ გემახსოვრებათ!
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Sfero.ge პალიტრა მედია ჰოლდინგი Rembow.რემბოუ ეფეს საქართველო ლურჯი ოკეანე
Self.ge ბლაუენშტაინი გასტრონომი Tonino Lamborghini ტყუპების საღვინე სახლი გაამოს BIA • ბია Hotsale.ge Grant Thornton Georgia King David KD4US
მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი Business Insider Georgia InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა რადიო იმედი
ძალიან მალე შევხვდებით!