შემოგვიერთდით

HR კალენდარი – როგორ ვგეგმავთ ახალ სამუშაო წელს HR – ში?

HR hub–ის ორგანიზებით, 25 ნოემბერს, 17:00სთ-ზე, წისქვილის “თეატრში” (ბელიაშილის 99) ღონისძიება “HR Christmas Market” – კორპორატიული შეთავაზებების ბიზნეს გამოფენა გაიმართება. დელეგატები ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორიდან  დაესწრებიან. 

ღონისძიების მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ნეთვორქინგი და HR მენეჯერებისთვის საუკეთესო კორპორატიული შეთავაზებების (საახალწლოდ და წლის განმავლობაში საჭირო კორპორატიული პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ) გაზიარება.

მთავარი თემებია:

  • HR კალენდარი 2025: როგორ ემზადება HR მენეჯერი ახალი სამუშაო წლისთვის? როგორ ვგეგმავთ მომავალი წლის აქტოვობებსა და HR ბიუჯეტს? როგორ გავწეროთ HR მიზნები? რა აქტივობები იქნება წელს რელევანტური თანამშრომლების მოტივაციისა და ჩართულობისთვის?
  • როგორ გავაბედნიეროთ თანამშრომლები? რა ვაჩუქოთ თანამშროლებს?
  • ღონისძიებების დაგეგმვისა და აღნიშვნის სპეციფიკა ორგანიზაციებში;
  • როგორ გავწეროთ და რა გავითვალისწინოთ  ტრენინგებისა და განვითარების გეგმის შედგენისას?
  • ტრანსფორმაცია;
  • და ა.შ

HR კორპორატიულ მარკეტში მონაწილე კომპანიები:

როგორია ფორმატი?

  • სპიკერების გამოსვლები მთავარ სცენაზე;
  • საუკეთესო კორპორატიული შეთავაზებების გამოფენა და B2B შეხვედრები.

რატომ უნდა დავესწროთ ღონისძიებას?

  • მიიღებთ სპეციალურ კორპორატიულ შემოთავაზებებს, გაზრდით პარტნიორი ორგანიზაციების წრეს, რაც გაგიმარტივებთ შესყიდვებს;
  • იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში და გაეცნობით მიმდინარე  სიახლეებს;

  • გაიზიარებთ კოლეგების ცოდნასა და გამოცდილებას;

  • აღმოაჩენთ, გაიცნობთ და გაეცნობით საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში.

ვინ იქნებიან სპიკერები:

  • სანდრო ჯეჯელავა Flowmaster – ის დამფუძნებელი და დირექტორი თემა: მიკრო-ჩვევები და შედეგები ყოველდღე vs. თანამშრომლების გრძელვადიანი ტრანსფორმაცია;

როგორ განვსაზღვროთ, რა ცოდნა და უნარებია საჭირო ჩვენი თანამშრომლებისთვის, მოკლევადიანი შედეგების მისაღწევად და როგორ დავგეგმოთ მათი გრძელვადიანი განვითარება.

  • თეონა კენედი HR დირეტორი, HR და ორგანიზაციული განვითარების ექსპერტი, საკონსულტაციო კომპანია ლიდქრაფტის დამფუძნებელი.  თემა: კორპორაციული საჩუქრის მიღმა;

How to boost employee engagement და რა არის ამის გარდა საჭირო კორპორაციული საჩუქრების მიღმა.

  • მარიკა კლდიაშვილი, ია ნადირაᲨვილი– Bewise  Georgia თანადამფუᲫნებელები, მმართველი პარტნიორები. თემა: ტრანსფორმაციული ტრენინგი;
  • მაკა მჟავანაძე QBQ – ს გენერალური დირექტორი/ტრენერი თემა: როგორ დავგეგმოთ მომავალი წლის HR ბიუჯეტი?

რა უნდა გავითვალისწინოთ HR ბიუჯეტის შედგენის პროცესში, როგორ გავანაწილოთ თანხები სწორად.

  • მარიამ კრაწაშვილი – საჯარო სამსახურის ბიუროს HR შესაბამისობის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი. თემა: ფსიქოლოგიური კონტრაქტიდან მოტივაციამდე.

ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობა მოტივაციისთვის. მოლოდინები, ნდობა, ჩართულობა, ემოციური კავშირი, სამართლიანობა – როგორც მოტივატორი.

ვისთვისაა ღონისძიება?

კერძო და საჯარო სექტორის:

  • HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა  მიმართულების თანამშრომლები);
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის;
  • დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
  • C-Suite – TOP მენეჯერებისთვის;
  • შესყიდვებისა და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერები.

ღონისძიებაზე დასწრების ღირებულებაა: 77 ლარი.

 დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზე.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@hrhub.ge 555362263 ან 591990107.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Signify, Flowmaster, სასტუმრო ეპიზოდისამუშაო სივრცე  NetworkGrant Thornton Georgia, Geosoft.