შემოგვიერთდით

HR hub ბათუმში წარმომადგენლობას ხსნის

HR hub 2015 წლიდან ადამიანური რესურსების სფეროს პროფესიონალებს აერთიანებს.

HR hub ახალი შესაძლებლობების, ცოდნისა და კონტაქტების საუკეთესო საკომუნიკაციო პლატფორმაა საქართველოში. ჰაბის გუნდმა გადაწყვიტა საქმიანობის არეალი გააფართოვოს და რეგიონებშიც გავიდეს. ძალიან მალე ჰაბი ბათუმში დაიწყებს ფუნქციონირებას და სფეროს განვითარებისთვის სხვადასხვა ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.

სპეციალურად აჭარაში მოღვაწე HR პროფესიონალებისთვის შეიქმნა HR hub Batumi, სადაც ყველა იმ ადამიანს შეუძლია გაწევრიანდეს, ვისაც ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აქვს და აჭარის რეგიონშია დასაქმებული. ამისთვის საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

დადებითი პასუხის შემთხვევაში, თქვენ მოხვდებით HR hub Batumi-ის დახურულ ჯგუფში, სადაც განთავსდება ყველა ინფორმაცია ჰაბის ღონისძიებების შესახებ. ჰაბის ბათუმში შექმნის იდეა გამოწვეულია ადგილობრივი HR მენეჯერების აქტიურობითა და დიდი დაინტერესებით.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისიდან დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც  ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში.

პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს.  ამ ეტაპზე HR hub–ში 600-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

  •  
  •  
  •  
  •