შემოგვიერთდით

HR hub პროექტს “100 დამსაქმებლის ბრენდი, რომელსაც უნდა იცნობდე” იწყებს

ჩვენი პროექტის „100 დამსაქმებლის ბრენდი, რომელსაც უნდა იცნობდე“ მიზანია საზოგადოებას, კანდიდატებს გავაცნოთ კომპანიების როგორც დამსაქმებლების კონკურენტული უპირატესობები, ფასეულობები, კულტურა, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და სამუშაო გარემო. ეს ხელს შეუწყობთ მოიზიდონ საუკეთესო კანდიდატები. პროექტი ერთგვარი  გზამკვლევია, რომელიც პოტენციურ კანდიდატებს მოუყვება ვინ ხართ, რა არის თქვენი მისია და რატომ უნდა აგირჩიონ.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად, მთავარ საინფორმაციო-ანალიტიკურ ონლაინ ჟურნალში, იქნება სპეციალური კატეგორია, დამსაქმებლის ბრენდების  კატალოგი.

დამსაქმებლის ბრენდის პროფილის განსათავსებლად, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: forms.gle/CbD8jD7QJCMuGYYM7

 

დამსაქმებლის ბრენდი არის ის:

  • რითიც კომპანიები განსხვავდებიან სხვებისგან დასაქმების ბაზარზე;
  • რაც  მოიზიდავს სწორ კანდიდატებს და შეინარჩუნებს.

კომპანიის წარმატება, ხომ პირდაპირ თანამშრომლებზეა დამოკიდებული.

HR hub  – ის ისტრორია 2015 წელს დაიწყო. HR hub HR მენეჯერების უმსხვილესი ჰაბია საქართველოში. ყველა ამბავი ჩვენთან იყრის თავს, ამიტომ 2017 წლიდან განვავითარეთ საქართველოში პირველი და ერთადერთი HR მედია, მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური ონლაინ ჟურნალი www.hrhub.ge .

ჩვენ გვჯერა, რომ ვითარდება სფერო, რომელზეც ბევრს საუბრობენ, განიხილავენ, უზიარებენ ინფორმაციასა და გამოცდილებას, ამიტომ მუდმივად აქტიურად ვავითარებთ მედია პლატფორმებს.