15 სექტემბერს, 19:00 – 22:00 სთ-ზე, ექსპო ჯორჯიაში (ა.წერეთლის 118, პავილიონი N3, დარბაზი E), HR hub – ის ახალი სეზონის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
განრიგი:
- 19:00 – ღონისძიების გახსნა – HR hub – ის ახალი სეზონის გეგმების პრეზენტაცია;
- 19:10 – სანდრო ჯეჯელავა (სპიკერი, ტრენერი, კონსულტანტი). თემა: როგორ გადავჭრათ ახალი თაობის (“ჯენზი”) მოზიდვისა და შენარჩუნების სირთულეები?
- 19:40 – HR სფეროში სამაგიდო წიგნის, „WHO“ წარდგენა;
- 20:00 – ვირტუალური ოფისი – თქვენი ფინანსები ხელისგულზე – ვახტანგ ცაბაძე, გრანთ თორნთონის მმართველი პარტნიორი;
- 20: 15 – შესვენება ქოფი ბრეიქი;
- 21:00 – დასაქმების ახალი, უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის პრეზენტაცია – სანდრო ბოლქვაძე;
- 21:45 – კითხვა-პასუხი;
- 22:00 – ღონისძიების დახურვა.
ღონისძიება შემდეგი სამუშაო წლის გეგმებსა და სეზონის ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურ თემას დაეთმობა. ძალიან გართულდა “ზეტ” თაობის მოზიდვა და შენარჩუნება, ამიტომ ჩვენი სპიკერები შემოგთავაზებენ გამოწვევის სიღრმისეულ ანალიზს და ისაუბრებენ პრობლემის გადაჭრის გზებზე.
ღონისძიებზე მოეწყობა დასაქმების ახალი, უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის პრეზენტაცია.
Sfero – ეს არის ახალი, რევოლუციური ნეო-სოციალური ქსელი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს რეკრუტინგს, განათლებისა და კარიერული ზრდის პროცესს. ეს საშუალებას იძლევა, რომ სამუშაოს მაძიებლებმა მაქსიმალურად სწრაფად იპოვონ მითთვის სასურველი სამსახური, მიიღონ განათლება, მათ შორის ვირტუალური. ასევე კომპანიებს ეხმარება კანდიდატების მოზიდვასა და პოვნაში, HR და საგანმანათლებლო პროცესების ავტომატიზაციაში.
ღონისძიების მონაწილეები ექსკლუზიურ ფასდაკლებას მიიღებენ სფეროს სერვისებზე.
გვეყოლება ორი სპიკერი.
- სანდრო ჯეჯელავა – სპიკერი, ტრენერი, კონსულტანტი
თემა: როგორ გადავჭრათ ახალი თაობის (“ჯენზი”) მოზიდვისა და შენარჩუნების სირთულეები?
- სანდრო ბოლქვაძე – sfero.ge – ის თანადამფუძნებელი.
არ გამოტოვთ ღონისძიება მიმდინარედ ყველაზე აქტუალურ თემაზე!
დარეგისტრირდით 15 სექტემბრამდე: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA
ადგილები შეზღუდულია.
ღონისძიებაზე გაიმართება „New York Times“ – ის ბესთსელერის, ჩვენს სფეროში სამაგიდო წიგნის, „WHO“ https://geoffsmart.com/books/who-the-a-method-for-hiring წარდგენა, პრეზენტაციაც და წიგნი საჩუქრად გადმოგეცემათ.
წიგნი HR hub – სა და RETCO Rustavi Electro Technical Company თანამშრომლობით ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა.
HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.
აქ ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: sfero.ge King David KD4US Grant Thornton Georgia.