HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.თუ გსურთ გახდეთ HR პროფესიონალი, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, HR hub Next სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
თქვენ გადადგამთ 10 ნაბიჯს პროფესიული HR-ისკენ – ეს გულისხმობს იმას, რომ ისწავლით 10 მნიშვნელოვან საკითხს, რისი ცოდნაც HR მენეჯერს აუცილებლად მოეთხოვება.
რას მომცემს HR hub Next?
აქ თქვენ დიდი HR-ული თავგადასავალი გელოდებათ. ისწავლით როგორ დაიწყოთ თავიდან, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, გაიგებთ როგორია სავალი გზა ადამიანური რესურსების პროფესიონალობისკენ. 2 თვის განმავლობაში თქვენ დაესწრებით 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაგიტარებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაგეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში. თვეში რამდენჯერმე უშუალოდ შეხვდებით მას და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებსა და რჩევებს. იმუშავებთ პრაქტიკულ დავალებებზე და პროექტის ბოლოს, თქვენს ჯგუფთან ერთად წარადგენთ პრეზენტაციას. გამოვლინდება გამაჯვებული, რომელიც წარდგენილი პროექტის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
ვინ იქნებიან მენტორები?
მენტორების სანახავად გადადით ბმულზე:
როგორ დავრეგისტრირდე?
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 17 თებერვლამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration
რა კრიტერიუმით მოხდება კლუბის წევრების შერჩევა?
წევრები შეირჩევა სააპლიკაციო ფორმისა და გასაუბრების მეშვეობით. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.
HR hub Next ფასიანია?
HR hub Next-ის წევრი 2 თვის განმავლობაში გადაიხდის ჯამში 250 ლარს + დღგ.
გადახდა მოხდება ორ ნაწილად, დასაწყისსა და შუაში.
ადგილები შეზღუდულია.
გაინტრესებს რა ხდებოდა HR hub Next-ის პირველ სეზონზე?
- პირველი სეზონის გახსნის ღონისძიება:
- შეგირდებისა და მენტორების სამუშაო შეხვედრები:
- HR hub Next-ის ერთ-ერთი შეგირდის ინტერვიუ:
HR hub Next-ის სპონსორია სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი“. მხარდამჭერი – თბილისის ღია უნივერსიტეტი და მედია მხარდამჭერი – პალიტრა მედია ჰოლდინგი.