შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მეთექვსმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.

თუ გსურთ გახდეთ HR პროფესიონალი, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, HR hub Next სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

თქვენ გადადგამთ 10 ნაბიჯს პროფესიული HR-ისკენ –  ეს გულისხმობს იმას, რომ ისწავლით 10 მნიშვნელოვან საკითხს, რისი ცოდნაც HR მენეჯერს აუცილებლად მოეთხოვება.

რას მომცემს HR hub Next?

აქ თქვენ დიდი HR-ული თავგადასავალი გელოდებათ. ისწავლით როგორ დაიწყოთ თავიდან, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, გაიგებთ როგორია სავალი გზა ადამიანური რესურსების პროფესიონალობისკენ.  1 თვის განმავლობაში თქვენ დაესწრებით 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაგიტარებთ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი. თვეში რამდენჯერმე შეხვდებით მას და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებსა და რჩევებს. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ვინ იქნებიან მენტორები?

1. მარიამ ქობლიანიძესს ოპპა ადამინური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

  •        თემა: თანამედროვე HR ის როლი ორგანიზაციაში;

2. მარიამ ჩოქური– ამბოლი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

  •           თემა: თანამშრომელთა შერჩევის ეტაპები;

3. რუსიკო ჭანუყვაძე, ბორუსან კატის საქართველოს წარმომადგენლობის ადამიანური რესურსების და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

  • თემა: ტალანტების მართვა  ორგანიზაციაში(წლიური მიზნები, პერფორმანსის და პოტენციალის შეფასება,  ტალანტების რუკა და მისი მნიშვნელობა, მომავლის ლიდერები, რისკ ჯგუფები და ა.შ)

4. მარიამ მებურიშვილი– მეამა – ადამიანური კაპიტალის მართის დეპარტამენტის ხელმძღვენელი;

  • თემა: Employee life cycle and onboarding

5. გოგა შარაშენიძე– Prospect HR კონსულტანტი;

  • თემა: HR ადმინისტრირება. (სამართლებრივი ნაწილები, შრომითი ხელშეკრულებები, შრომის კოდექსი, შრომითი დავები და ა.შ.)

6. მედეა ჯინჯიხაძე ოუფენ ნეტი HR მენეჯერი;

  • თემა: MBO და KPI კონცეფციები

7. ანა მიქელაძე საკონსულტაციო კომპანია BBS- Best Business Solutions მმართველი პარტნიორი;

  • თემა: ორგანიზაციული კულტურა და შიდა კომუნიკაციები

8. ნატალი თვალთვაძე Quantori  HR ბიზნეს პარტნიორი;

  • თემა: თანამშრომლების მოტივაცია

9. თეა მორბედაძეავტობანი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

  • თემა: როცა ცვლილებები გარდაუვალია

10. თინათინ მარსაგიშვილი აქვა გეო HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

  • თემა: კომპენსაცია და ბენეფიტები

სად ჩატარდება?

ნექსთის შეხვედრები ჩატარდება ონლაინ. დაიწყება 19:00სთ-ზე და გაგრძელდება 2 საათი. ზუსტ განრიგს მიიღებთ მას შემდეგ რაც მოხვდებით ნექსთის მეთხუთმეტე ნაკადში.

როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 24 იანვრამდე: https://forms.gle/TdaKxMLupjpmVShy5

რა კრიტერიუმებით მოხდება კლუბის წევრების შერჩევა?

წევრები შეირჩევა სააპლიკაციო ფორმისა და გასაუბრების მეშვეობით. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და განვითარების სურვილია.

როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი?

პროექტი დაიწყება იანვრის მეორე ნახევარში და გაგრძელდება 1 თვე.

რა არის პროექტში HR hub Next მონაწილეობის ღრებულება?

პროექტის ღირებულებაა 300 ლარი.

გადახდა მოხდება ორ ნაწილად, პროექტის შუაში და დასრულებისას.

ადგილები შეზღუდულია.

გაინტერესებს რა ხდებოდა HR hub Next-ის წინა სეზონებზე?

  • პირველი ნაკადის დახურვისა და მეორე ნაკადის მიღების ღონისძიება: http://bit.do/eRfJ5
  • შეგირდებისა და მენტორების სამუშაო შეხვედრები:

HR hub Next-ის მხარდამჭერია: Grant Thornton Georgia